სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღნიშნულს თავად დაკავებული გოგაშვილიც ესწრება და ის ამ დრომდე არ გადაუყვანიათ დაწესებულებაში.
ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".
ამასთან, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.
ნახეთ კადრები, რომელიც სოსო გოგაშვილის ქალიშვილმა ნინი გოგაშვილმა გამოაქვეყნა:
კაცობა ქალობა სინდისი და ადამიანობა თუ ერთხელ დააკარგვინა ფულის სიყვარულმა ადამიანს,იქ ქოცობა ნაცობა სამსახურებრივი უფლება მოვალეობა აღარაფრის მთქმელია.ზოგი აკომენტარებს გიშოვნია და შეირგეო,რატომ ან როგორ შესძლო ამხელა ქონების დაგროვება,ვინ და რატომ შეუწყო ხელი.ოჯახის წევრების ადგილზე ხმას არ ამოვიღებდი,მაგრამ ...
დიახ, საქოცეთია და იმიტომაა ესე.
თავიდანვე, რომ დაეჭირათ, როცა უნიჭო, ზღვარსგადასული და სადისტური "ოპერაცია", რომ ჩაატარა მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, მმართველი პარტია არც შანტაჟის მსხვერპლი იქნებოდა და სინდუსთანაც მართალი ექნებოდა.