ავტორი:

რუსული სარაკეტო დარტყმების 70% მშვიდობიანი ქალაქებისკენ იყო მიმართული - რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" უნდა იყოს აღიარებული

რუსული სარაკეტო დარტყმების 70% მშვიდობიანი ქალაქებისკენ იყო მიმართული - რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" უნდა იყოს აღიარებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმების 70% მიზანმიმართულად, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე არის განხორციელებული.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

“გუშინდელი მზაკვრული კრიმინალური სარაკეტო თავდასხმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქის ცენტრში არის კიდევ ერთი ფაქტი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად დადასტურებული გენოციდის შესახებ.

ეს არის უკრაინელების, როგორც ერის განადგურება, ეს არის უკრაინელების სულისკვეთების გატეხვის და მათი წინააღმდეგობის დონის დაწევის მცდელობა", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

მისივე თქმით, რუსული ძალების მთლიანი თავდასხმების მხოლოდ 30% იყო განხორციელებული სამხედრო სამიზნეებზე, ხოლო დანარჩენი მშვიდობიან ქალაქებზე იყო მიმართული, როგორიცაა მარიუპოლი, ზაპოროჟიე და მიკოლაევი.

პრესსპიკერმა დასძინა, რომ რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" უნდა იყოს აღიარებული.