საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს პასუხობს - "ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი"
კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს პასუხობს - "ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი"

ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ მოხ­და რა­ი­მე ჩა­რე­ვა, არ არის მარ­თა­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, ლაშა ჩხიკ­ვა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

მისი თქმით, წლე­ბია აშშ მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა.

"ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ მოხ­და რა­ი­მე ჩა­რე­ვა, არ არის მარ­თა­ლი. წლე­ბია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა იმი­ტომ, რომ ეს არის მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის, რის­თვი­საც ჩვენ ვმუ­შა­ობთ. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბას ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ეს არის მი­ზა­ნი და ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტი­ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი - მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა",- გა­ნა­ცხა­და დეგ­ნან­მა.

კი­თხვა­ზე: რა­ტომ გა­უქ­მდა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­სა­მარ­თლის ვი­ზი­ტი? დეგ­ნა­ნი პა­სუ­ხობს:

"მე ამ კი­თხვა­ზე სხვის ნაც­ვლად პა­სუხს ვერ გავ­ცემ".

"თუმ­ცა, გე­ტყვით, რომ ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბი არის ღია, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი, რომ და­უ­კავ­შირ­დნენ თა­ვი­ანთ კო­ლე­გებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მოხ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ვლა. ვფიქ­რობ, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს იყო სა­სარ­გებ­ლო, რო­გორც ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის, ასე­ვე ამე­რი­კე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის. ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბი კვლავ ღიაა მათ­თვის, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს",- გა­ნა­ცხა­და დეგ­ნან­მა.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა ჰქონ­და აშშ-ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ელჩს აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ მი­ი­ღო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და გა­მო­ი­ყე­ნა სას­ჯე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

რო­გორც მო­სა­მარ­თლე აცხა­დებს, მას აშშ-ს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა უთხრა, რომ აშშ-ში გა­სამ­გზავ­რე­ბელ მო­სა­მარ­თლე­თა სი­ი­დან ამო­ი­ღეს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინუ
0

ქართველებო !!!სჯობს ერთმანეთი შევიყვაროთ და სხვა , უცხო ტომები გიყვარდეთ , მაგრამ შენი გერჩიოს. ჩვენისთანა პაწაწინა ქვეყნის ბედია თითს რომ გვიქნევენ. რეალურად უნდა შევაფასოთ რა ხდება ჩვენს თავს. ნაცსექტას სისხლი გამოცვლილი აქვს და ისინი ქართულ საქმეს არ აკეთებენ. ამერიკა ისე როგორც "რუსეთი, უფროსი ძმა) ყველაფერში ჭკუას გვასწავლის და ფეხს გვიბაკუნებს . თუ არ დამიჯერებთ , მგელი შეჭამთო. ხოდა ვართ ამ დღეში. სამშობლოს სიყვარული და ერთურთის სიყვარული გადაგვარჩენს. ეს სექტა ამუხრუჭებს ქვეყნის აღმა სვლას. შიდა მტრები ბევრი გვყავს ეს ყველამ კარგად ვიცით. 

გივი
0

ვისაც ამ ქალის ქმედებები პირდაპირ ჩარევად არ მიაჩნია ის ან მთლად ხეპრეა ან საერთოდ ვერ აზროვნებს. რა საქმე აქვს საელჩოს სასამართლოს განაჩენზე მოსამართლესთან, არსებობს სხვა ინსტანციები და გაასაჩივრებს ბრლადებული თუ ჩათვლის საჭიროდ, ელჩს რა საქმე აქვს საერთოდ რაც ევალება იმას მიხედოს და შეეშვით ქართველების ლანძღვას ვითომ პატრიოტებო 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს პასუხობს - "ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი"

კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს პასუხობს - "ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი"

ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, წლებია აშშ მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა.

"ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი. წლებია ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი - მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა",- განაცხადა დეგნანმა.

კითხვაზე: რატომ გაუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსამართლის ვიზიტი? დეგნანი პასუხობს:

"მე ამ კითხვაზე სხვის ნაცვლად პასუხს ვერ გავცემ".

"თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მათ შორის სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხდეს გამოცდილების გაცვლა. ვფიქრობ, ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა. ეს იყო სასარგებლო, როგორც ქართველი მოსამართლეებისთვის, ასევე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ჩვენი პროგრამები კვლავ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს",- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

ასევე იხილეთ: