საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიტ დევიდსონი ამბობს, რომ კიმ კარდაშიანის ცოლად შერთვა სურს და მამობაზე ოცნებობს - "იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება"
პიტ დევიდსონი ამბობს, რომ კიმ კარდაშიანის ცოლად შერთვა სურს და მამობაზე ოცნებობს - "იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება"

"Saturday Night Live"-ის წამ­ყვა­ნი, პიტ დე­ვიდსო­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად კიმ კარ­და­ში­ანს ხვდე­ბა, ამ­ბობს, რომ ის სრუ­ლე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კიმ კარ­და­ში­ან­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა სურს.

"იმე­დი მაქვს, რომ ასეც იქ­ნე­ბა", - უთხრა დე­ვიდსონ­მა "Hart to Heart"-ის წამ­ყვანს, კე­ვინ ჰარტს.

28 წლის კო­მი­კო­სის ოც­ნე­ბაა "მე­ო­ჯა­ხე კაცი" გახ­დეს და შვი­ლე­ბი ჰყავ­დეს. "ჩემი ოც­ნე­ბა, რო­მელ­საც მინ­და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წიო, არის შვი­ლის ყოლა. მინ­და მის გვერ­დით ვიყო და ყვე­ლა­ფე­რი მივ­ცე, რაც მე არ მქო­ნია",- ამ­ბობს დე­ვიდსო­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ჩანს, პიტ დე­ვიდსო­ნი მა­მო­ბის­თვის უკვე ემ­ზა­დე­ბა, რად­გან ის შე­სამ­ჩნე­ვად დიდ დროს ატა­რებს კიმ კარ­და­ში­ა­ნის ოთხ შვილ­თან, რომ­ლე­ბიც კიმს ყო­ფი­ლი ქმრის­გან, ქა­ნიე უეს­ტის­გან ჰყავს.

პიტ­მა ბავ­შვე­ბის ინი­ცი­ა­ლე­ბის ტა­ტუც კი გა­ი­კე­თა. ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, რომ კი­მი­სა და პი­ტის ქორ­წი­ლი არც ისე შორ­საა, რად­გან კიმ­მა აღი­ა­რა, რომ მზად არის "კი­დევ ერთი ქორ­წი­ლის­თვის".

კარ­და­ში­ა­ნი წარ­სულ­ში 3-ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ის დე­ვიდსონს 2021 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ხვდე­ბა. პიტი მა­ნამ­დე მომ­ღე­რალ არი­ა­ნა გრან­დე­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კვაჭი
4

შენებურად არ ეცე, ხომ იცი გამოუცდელი ქალია და არ შეაშინო. 🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

გელა
6

მართალია, აბა ასეთ პატიოსან ქალს სადღა ნახავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

პიტ დევიდსონი ამბობს, რომ კიმ კარდაშიანის ცოლად შერთვა სურს და მამობაზე ოცნებობს - "იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება"

პიტ დევიდსონი ამბობს, რომ კიმ კარდაშიანის ცოლად შერთვა სურს და მამობაზე ოცნებობს - "იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება"

"Saturday Night Live"-ის წამყვანი, პიტ დევიდსონი, რომელიც ამჟამად კიმ კარდაშიანს ხვდება, ამბობს, რომ ის სრულებით დარწმუნებულია, რომ კიმ კარდაშიანზე დაქორწინება სურს.

"იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება", - უთხრა დევიდსონმა "Hart to Heart"-ის წამყვანს, კევინ ჰარტს.

28 წლის კომიკოსის ოცნებაა "მეოჯახე კაცი" გახდეს და შვილები ჰყავდეს. "ჩემი ოცნება, რომელსაც მინდა აუცილებლად მივაღწიო, არის შვილის ყოლა. მინდა მის გვერდით ვიყო და ყველაფერი მივცე, რაც მე არ მქონია",- ამბობს დევიდსონი ინტერვიუში.

როგორც ჩანს, პიტ დევიდსონი მამობისთვის უკვე ემზადება, რადგან ის შესამჩნევად დიდ დროს ატარებს კიმ კარდაშიანის ოთხ შვილთან, რომლებიც კიმს ყოფილი ქმრისგან, ქანიე უესტისგან ჰყავს.

პიტმა ბავშვების ინიციალების ტატუც კი გაიკეთა. ტაბლოიდები წერენ, რომ კიმისა და პიტის ქორწილი არც ისე შორსაა, რადგან კიმმა აღიარა, რომ მზად არის "კიდევ ერთი ქორწილისთვის".

კარდაშიანი წარსულში 3-ჯერ იყო დაქორწინებული. ის დევიდსონს 2021 წლის ოქტომბრიდან ხვდება. პიტი მანამდე მომღერალ არიანა გრანდეზე იყო დანიშნული.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა