პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის...” - რას წერს თეა წულუკიანი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით?
“ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის...” - რას წერს თეა წულუკიანი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით?

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პრაქ­ტი­კა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნით სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, პირ­ველ რიგ­ში, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუ­სი უნდა იბ­რძოდ­ნენ, ხმას იმაღ­ლებ­დნენ სწო­რედ მა­შინ, როცა ამ სი­კე­თეს თავს ეს­ხმი­ან.

ამი­ტო­მაც, მი­ვე­სალ­მე­ბი ზე­წო­ლის თუ ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას.

ეს რომ მთავ­რო­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რს ეკად­რე­ბი­ნა მო­სა­მარ­თლის­თვის……“, – წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

თეა წუ­ლუ­კი­ანს აქვე მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბი­დან ამო­ნა­რი­დი მოჰ­ყავს:

"მას შემ­დეგ რაც, მე ნ. გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­მო­ვა­ცხა­დე გა­ნა­ჩე­ნი, მე მქონ­და შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მელ­თან (ა.შ.შ.-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხა­ზით კე­ვინ ბურკთან), რო­მელ­მაც სა­უბ­რი­სას გა­მომ­კი­თხა საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მი­თხრა, რომ ელჩს აინ­ტე­რე­სებს ამ საქ­მე­ზე რა­ტომ მი­ვი­ღე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით რა­ტომ გა­მო­ვი­ყე­ნე სას­ჯე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ჩემი შე­ფა­სე­ბით ეს იყო ან­გა­რი­შის მო­თხოვ­ნა კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას კი მო­ა­ყო­ლა, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­გეგ­მილ ვი­ზი­ტში (სა­დაც 6 სის­ხლის პრო­ფი­ლის მო­სა­მარ­თლე) მივ­დი­ო­დით აშშ-ში და სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი უკვე გა­წე­რი­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როდ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და და სი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე, რო­მე­ლიც "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე იყო, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ მა­იკლ გა­ლე­რის სა­სა­მარ­თლო­ზე წე­ზო­ლა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ამას­თან მო­სა­მარ­თლე მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ "სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლი­სა­გან თავი შე­ი­კა­ვონ“.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯადო
56

ბიძოს სოლიტერი

მერი
11

მთავარი კულტურის მინისტრობა არ არის ,მთავარი მინისტრის კულტურაა!

ავტორი:

“ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის...” - რას წერს თეა წულუკიანი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით?

“ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის...” - რას წერს თეა წულუკიანი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით?

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

"სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

ამიტომაც, მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის……“, – წერს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანს აქვე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებიდან ამონარიდი მოჰყავს:

"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე იყო, განცხადება გაავრცელა, სადაც ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის სასამართლოზე წეზოლაში დაადანაშაულა. ამასთან მოსამართლე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ "სასამართლოზე ზეწოლისაგან თავი შეიკავონ“.

ასევე იხილეთ: