სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბოლოოდ ჩამოვშორდები უმდიდრესი ადამიანების სიას" - ბილ გეითსის გეგმები - რა მიზნით აპირებს ის მილიარდების დახარჯვას
"საბოლოოდ ჩამოვშორდები უმდიდრესი ადამიანების სიას" - ბილ გეითსის გეგმები - რა მიზნით აპირებს ის მილიარდების დახარჯვას

მი­ლი­არ­დერ­მა ბილ გე­ითსმა პი­რო­ბა დადო, რომ სა­ბო­ლო­ოდ ამო­ე­წე­რე­ბა მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ი­დან და თან­ხას იმ ფონდში გა­და­რი­ცხავს, რო­მე­ლიც ცოლ­თან, მე­ლინ­და გე­ითსთან ერ­თად და­ა­არ­სა.

გე­ით­სის თქმით, მას აქვს "ვალ­დე­ბუ­ლე­ბა", სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბი უკან და­უბ­რუ­ნოს. მსოფ­ლი­ო­ში სიმ­დიდ­რის მი­ხედ­ვით რი­გით მე­ო­თხე ადა­მი­ანს ად­რეც მი­უ­ცია ხალ­ხის­თვის მსგავ­სი პი­რო­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად კი 2010 წელს.

ამ­ჟა­მად, გე­ით­სის ქო­ნე­ბა 118-მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, მაგ­რამ ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც თან­ხას ფონდში გა­და­რი­ცხავს.

"ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გე­ით­სი წერს, რომ "გლო­ბა­ლუ­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის" გამო, ფონ­დი წლი­ურ ხარ­ჯებს გაზ­რდის და 2026 წლამ­დე 6 მი­ლი­არ­დი­დან 9 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯავს.

"გლო­ბა­ლურ შე­ფერ­ხე­ბებ­ში" გე­ით­სი პან­დე­მი­ას, უკ­რა­ი­ნა­ში ომს და კლი­მა­ტურ კრი­ზისს გუ­ლის­ხმობს. "როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ, მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბის ფონ­დის­თვის გა­და­ცე­მას ვგეგ­მავ. სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­შორ­დე­ბი მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს",- წერს Microsoft-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დას­ძენს: "მე მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­ვუბ­რუ­ნო ჩემი რე­სურ­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისე, რომ მათი ტან­ჯვა შემ­ცირ­დეს და ცხოვ­რე­ბა გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დეთ. ვი­მე­დოვ­ნებ, სხვა მდი­და­რი და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც შე­მო­მი­ერ­თდე­ბი­ან".

გე­ით­სის ფონ­დი მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, რათა აღ­მო­ი­ფხვრას ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­ლა­რია, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და დაძ­ლი­ოს ცუდი სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი. 2020 წელს ით­ვლე­ბო­და, რომ ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე­ო­რე იყო სი­დი­დით. ფონ­დი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა­ზე დიდი კერ­ძო დო­ნო­რია.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
3

მარჯვენა ჯიბიდან ამოვიღებ და მარცხენაში ჩავიდები

დათო
1

ჩვენები როდის დაგვიბრუნებენ დატაცებულს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"საბოლოოდ ჩამოვშორდები უმდიდრესი ადამიანების სიას" - ბილ გეითსის გეგმები - რა მიზნით აპირებს ის მილიარდების დახარჯვას

"საბოლოოდ ჩამოვშორდები უმდიდრესი ადამიანების სიას" - ბილ გეითსის გეგმები - რა მიზნით აპირებს ის მილიარდების დახარჯვას

მილიარდერმა ბილ გეითსმა პირობა დადო, რომ საბოლოოდ ამოეწერება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიიდან და თანხას იმ ფონდში გადარიცხავს, რომელიც ცოლთან, მელინდა გეითსთან ერთად დააარსა.

გეითსის თქმით, მას აქვს "ვალდებულება", საზოგადოებას თავისი რესურსები უკან დაუბრუნოს. მსოფლიოში სიმდიდრის მიხედვით რიგით მეოთხე ადამიანს ადრეც მიუცია ხალხისთვის მსგავსი პირობა, კონკრეტულად კი 2010 წელს.

ამჟამად, გეითსის ქონება 118-მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ის მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც თანხას ფონდში გადარიცხავს.

"ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში გეითსი წერს, რომ "გლობალური შეფერხებების" გამო, ფონდი წლიურ ხარჯებს გაზრდის და 2026 წლამდე 6 მილიარდიდან 9 მილიარდ დოლარამდე დახარჯავს.

"გლობალურ შეფერხებებში" გეითსი პანდემიას, უკრაინაში ომს და კლიმატურ კრიზისს გულისხმობს. "როცა მომავალზე ვფიქრობ, მთელი ჩემი ქონების ფონდისთვის გადაცემას ვგეგმავ. საბოლოოდ ჩამოვშორდები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რიცხვს",- წერს Microsoft-ის თანადამფუძნებელი და დასძენს: "მე მაქვს ვალდებულება, დავუბრუნო ჩემი რესურსები საზოგადოებას ისე, რომ მათი ტანჯვა შემცირდეს და ცხოვრება გაუუმჯობესდეთ. ვიმედოვნებ, სხვა მდიდარი და პრივილეგირებული ადამიანებიც შემომიერთდებიან".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Although the foundation bears our names, basically half our resources have come from Warren Buffett. His incredible generosity is a huge reason why the foundation has been able to be so ambitious. I can never adequately express how much I appreciate his friendship and guidance. <a href="https://t.co/at7MvJKxQv">pic.twitter.com/at7MvJKxQv</a></p>&mdash; Bill Gates (@BillGates) <a href="https://twitter.com/BillGates/status/1547235390779641857?ref_src=twsrc%5Etfw">July 13, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გეითსის ფონდი მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა აღმოიფხვრას ისეთი დაავადებები, როგორიცაა მალარია, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი და დაძლიოს ცუდი სანიტარული პირობები. 2020 წელს ითვლებოდა, რომ ბილ და მელინდა გეითსის საქველმოქმედო ფონდი, მსოფლიოში რიგით მეორე იყო სიდიდით. ფონდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი კერძო დონორია.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა