მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპარლამენტარ გალერის განცხადება პირდაპირი ზეწოლაა ჩემს კოლეგებზე..." - გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს
"ევროპარლამენტარ გალერის განცხადება პირდაპირი ზეწოლაა ჩემს კოლეგებზე..." - გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე, რო­მე­ლიც „მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე იყო, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ მა­იკლ გა­ლე­რის სა­სა­მარ­თლო­ზე წე­ზო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამას­თან მო­სა­მარ­თლე მო­უ­წო­დებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ „სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლი­სა­გან თავი შე­ი­კა­ვონ“.

„მას შემ­დეგ რაც მო­ვის­მი­ნე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ მა­იკლ გა­ლე­რის გან­ცხა­დე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ის, ჩემი შე­ფა­სე­ბით, პირ­და­პირ ზე­წო­ლას ახ­დენს სა­სა­მარ­თლო­ზე და აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს, რომ მო­მა­ვა­ლი კვი­რის სამ­შა­ბათს ანუ 19 ივ­ლისს, როცა სა­სა­მარ­თლო სხდო­მაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი, პირ­ვე­ლი­ვე გან­ხილ­ვა­ზე გა­ა­მარ­თლოს გვა­რა­მია და ამით გა­მო­ას­წო­როს ძვე­ლი შეც­დო­მე­ბი (ანუ რო­მე­ლიც მე თით­ქოს­და და­ვუშ­ვი), გა­დავ­წყვი­ტე გა­ვა­კე­თო შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა: რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბა­ტო­ნი გა­ლე­რი გერ­მა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია და წლე­ბია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია და უბ­რა­ლოდ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­კუ­თარ ქვეყ­ნის მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე თუ მო­ახ­დენ­და ამ­გვარ ზე­წო­ლას და მათ­თვის პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მას, კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­დეგ­თან და­კავ­ში­რე­ბით? და რაც მთა­ვა­რია, რა რე­აქ­ცი­ე­ბი მოყ­ვე­ბო­და მის ასეთ ქმე­დე­ბას მის­სა­ვე სამ­შობ­ლო­ში?

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვმარ­ტავ შემ­დეგს:

რა თქმა უნდა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ შო­რის, გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნიც და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც არა­ნა­ი­რი პი­რა­დი და მით უფრო, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი არ გა­მაჩ­ნია ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, თუმ­ცა, ჩემი შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ გა­ლე­რის გან­ცხა­დე­ბა არის პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა ჩემს კო­ლე­გებ­ზე, რომ­ლებ­მაც უნდა გა­ნი­ხი­ლონ საქ­მე ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში და რომ­ლებ­ზეც უკვე ღია ზე­წო­ლა იწყე­ბა და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გაძ­ლი­ერ­დე­ბა (ამის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ გა­მაჩ­ნია).

მას შემ­დეგ რაც, მე ნ. გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­მო­ვა­ცხა­დე გა­ნა­ჩე­ნი, მე მქონ­და შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში ა.შ.შ.- ს სა­ელ­ჩოს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მელ­თან (ა.შ.შ.-ს იუს­ტი­ცი­ის დე­პა­რა­ტა­მენ­ტის ხა­ზით კე­ვინ ბურკთან), რო­მელ­მაც სა­უბ­რი­სას გა­მომ­კი­თხა საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მი­თხრა, რომ ელჩს აინ­ტე­რე­სებს ამ საქ­მე­ზე რა­ტომ მი­ვი­ღე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით რა­ტომ გა­მო­ვი­ყე­ნე სას­ჯე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ჩემი შე­ფა­სე­ბით ეს იყო ან­გა­რი­შის მო­თხოვ­ნა კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას კი მო­ა­ყო­ლა, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტში(სა­დაც 6 სის­ხლის პრო­ფი­ლის მო­სა­მარ­თლე) მივ­დი­ო­დით აშშ-ში და სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი უკვე გა­წე­რი­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როდ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და და სი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

ეს ვი­თა­რე­ბა ჩემ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ახლა უკვე ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა „სან­ქცი­ე­ბი­თაც“ მე­მუქ­რე­ბა ამ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვის შე­დე­გის გამო, და არ მინ­და რომ იგი­ვე გა­ი­ა­რონ ჩემ­მა კო­ლე­გა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა, რომ­ლებ­საც, რო­გორც უკვე აშ­კა­რად ჩანს, ამ საქ­მის გან­ხილ­ვა მო­უ­წევთ და­უ­ფა­რა­ვი და დიდი ზე­წო­ლის ქვეშ.

და ბო­ლოს, მინ­და მო­ვუ­წო­დო პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლი­სა­გან და მო­სა­მარ­თლე­ებს მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მშვიდ გა­რე­მო­ში და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის, კა­ნო­ნი­სა და ში­ნა­გა­ნი რწმე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე“, - აცხა­დებს ლაშა ჩხიკ­ვა­ძე.

მო­სა­მარ­თლის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მა­იკლ გა­ლე­რიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2022 წლის 9 ივ­ნი­სის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

„არას­დროს არის ძა­ლი­ან გვი­ა­ნი წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის საქ­მეს, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა სა­ეჭ­ვო ბრალ­დე­ბებს. საქ­მე ფარ­თოდ აღიქ­მე­ბა, რო­გორც მთავ­რო­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბა,”- აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
1

გენიალურია-ზოგჯერ თქმა ჯობს არ თქმას და ზოგჯერ თქმითაც დასავდებისო, ხოდა მოდის დრო, რომ თქმა ჯობია თორემ აივსო ლოგინი ფეხებით. მეტი გამბედაობა გვინდა ყველას. სიმართლე არ იმალება, ისე ქოცებიც ფრთხილად იყვნენ, ნამეტანი გაჯეჯილდნენ და ...........................

საქართველო ნაცებისა და ქოცების გარეშე!
19

თქვენ გჯერათ, რომ ქართული სასამართლო და მოსამართლე, მურუსიძის თამადობით, თავისუფალია?

ავტორი:

"ევროპარლამენტარ გალერის განცხადება პირდაპირი ზეწოლაა ჩემს კოლეგებზე..." - გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს

"ევროპარლამენტარ გალერის განცხადება პირდაპირი ზეწოლაა ჩემს კოლეგებზე..." - გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე იყო, განცხადებას ავრცელებს, სადაც ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის სასამართლოზე წეზოლაში ადანაშაულებს. ამასთან მოსამართლე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ „სასამართლოზე ზეწოლისაგან თავი შეიკავონ“.

„მას შემდეგ რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე გავაკეთო შემდეგი განცხადება: როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:

რა თქმა უნდა სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).

მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ.

და ბოლოს, მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“, - აცხადებს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლის აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ განაცხადა, რომ სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში.

„არასდროს არის ძალიან გვიანი წარსულის შეცდომების გამოსწორება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის საქმეს, რომელიც ეფუძნება საეჭვო ბრალდებებს. საქმე ფართოდ აღიქმება, როგორც მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა,”- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.