პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ინსინიეს ჩაანაცვლებს" - ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დებიუტი "ნაპოლიში": რას წერს იტალიური მედია და რას ამბობს სპალეტი "კვარას" შესახებ
"ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ინსინიეს ჩაანაცვლებს" - ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დებიუტი "ნაპოლიში": რას წერს იტალიური მედია და რას ამბობს სპალეტი "კვარას" შესახებ

მსოფ­ლი­ოს სა­ფეხ­ბურ­თო ტოპ ლი­გებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, თუმ­ცა გუნ­დე­ბი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან და ამ დრო­ის­თვის წი­ნა­სა­ტურ­ნი­რო ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ქარ­თვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კი ცხა­დია, ყვე­ლა­ზე მე­ტად იტა­ლი­ის­კენ და "ნა­პო­ლის" თა­მა­შე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რო­მელ­საც წელს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია შე­უ­ერ­თდა.

  • 14 ივ­ლისს ნა­პო­ლიმ ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა "ანუ­ნი­ას­თან“, სა­დაც კვა­რა­ცხე­ლი­ას დე­ბი­უ­ტი შედ­გა. ხვი­ჩა მო­ე­დან­ზე ძი­რი­თად გუნდთან ერ­თად გა­მო­ვი­და და მატ­ჩის პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ჩა­ა­ტა­რა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი­ვე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სწო­რედ ის იყო. კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­დე­ბი­უ­ტო მატჩში­ვე ერთი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა და ორი გოლი მი­ით­ვა­ლა.

სა­ბო­ლო­ოდ მატ­ჩი "ნა­პო­ლის" სა­სარ­გებ­ლოდ ან­გა­რი­შით 10-0 დას­რულ­და.

იტა­ლი­ურ­მა სპორ­ტულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მი­მართ ქება არ და­ი­შუ­რეს და პრე­სა მის შე­სა­ხებ სტა­ტი­ებს და­დე­ბით კონ­ტექ­სტში წერს.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ სპა­ლე­ტი ამ­ბობ­და, რომ კვა­რა არ იყო იდე­ა­ლურ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ფა­ნებს აჩ­ვე­ნა, რა შე­უძ­ლია“, - წერს იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა napolicalciolive.

  • ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დე­ბი­უ­ტი მე­დი­ას­თან შე­ა­ფა­სა "ნა­პო­ლის“ მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ლუ­ჩი­ა­ნო სპა­ლე­ტიმ. მან ხვი­ჩა შე­ა­ქო და თქვა, რომ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს ინ­სი­ნი­ეს ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლია.

"კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­უძ­ლია რო­გორც მარ­ჯვნივ, ისე მარ­ცხნივ თა­მა­ში, ასე­ვე შე­უძ­ლია შე­ტე­ვის დას­რუ­ლე­ბა. ის დი­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია და ვფიქ­რობთ, მან უნდა ჩა­ა­ნაც­ვლოს ინ­სი­ნიე", - თქვა სპა­ლე­ტიმ.

ცნო­ბის­თვის, ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დის ვარ­სკვლა­ვი და მთა­ვა­რი იმე­დი, ლო­რენ­ცო ინ­სი­ნიე MLS-ში ითა­მა­შებს, ის ტო­რონ­ტო­ში გა­და­ვი­და. ინ­სი­ნი­ეს წას­ვლის შემ­დეგ კი ლუ­ჩი­ა­ნო სპა­ლე­ტი ფსონს კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე დებს და მის შემ­ცვლე­ლად ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს მო­ი­აზ­რებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაცაცო
6

ხვიჩა კვარაცხელია ასახელებს საქართველოს ❤წალენჯიხას.❤წარმატებები ხვიჩას❤

ჰერიო
69

კვარა მაგარია. გამარჯვებები წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ინსინიეს ჩაანაცვლებს" - ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დებიუტი "ნაპოლიში": რას წერს იტალიური მედია და რას ამბობს სპალეტი "კვარას" შესახებ

"ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ინსინიეს ჩაანაცვლებს" - ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი დებიუტი "ნაპოლიში": რას წერს იტალიური მედია და რას ამბობს სპალეტი "კვარას" შესახებ

მსოფლიოს საფეხბურთო ტოპ ლიგებში ოფიციალური თამაშები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გუნდები ჩემპიონატებისთვის აქტიურად ემზადებიან და ამ დროისთვის წინასატურნირო ამხანაგური მატჩები მიმდინარეობს.

ქართველების ყურადღება კი ცხადია, ყველაზე მეტად იტალიისკენ და "ნაპოლის" თამაშებისკენაა მიმართული, რომელსაც წელს ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა.

  • 14 ივლისს ნაპოლიმ ამხანაგური შეხვედრა გამართა "ანუნიასთან“, სადაც კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ხვიჩა მოედანზე ძირითად გუნდთან ერთად გამოვიდა და მატჩის პირველი ტაიმი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ ის იყო. კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩშივე ერთი საგოლე გადაცემა და ორი გოლი მიითვალა.

საბოლოოდ მატჩი "ნაპოლის" სასარგებლოდ ანგარიშით 10-0 დასრულდა.

იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ქება არ დაიშურეს და პრესა მის შესახებ სტატიებს დადებით კონტექსტში წერს.

"რამდენიმე დღის წინ სპალეტი ამბობდა, რომ კვარა არ იყო იდეალურ ფიზიკურ ფორმაში, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ფანებს აჩვენა, რა შეუძლია“, - წერს იტალიური გამოცემა napolicalciolive.

  • ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი მედიასთან შეაფასა "ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ. მან ხვიჩა შეაქო და თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს ინსინიეს ჩანაცვლება შეუძლია.

"კვარაცხელიას შეუძლია როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ თამაში, ასევე შეუძლია შეტევის დასრულება. ის დიდებული ფეხბურთელია და ვფიქრობთ, მან უნდა ჩაანაცვლოს ინსინიე", - თქვა სპალეტიმ.

ცნობისთვის, ნეაპოლური გუნდის ვარსკვლავი და მთავარი იმედი, ლორენცო ინსინიე MLS-ში ითამაშებს, ის ტორონტოში გადავიდა. ინსინიეს წასვლის შემდეგ კი ლუჩიანო სპალეტი ფსონს კვარაცხელიაზე დებს და მის შემცვლელად ქართველ ფეხბურთელს მოიაზრებს.