ეკონომისტი ოთო აბესაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს და კონკრეტული პირის დაკითხვას ითხოვს. მისი ინფორმაციით, საუბარია ზვიად ჩიხლაძეზე, რომელიც მისი საქმის მთავარი მოწმე იყო.
"ჩემს საქმეში მთავარი მოწმე და აგენტ პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე დაკითხეთ ერთ წელზე მეტია მაქვს მომართვა გაკეთებული.ეს ადამიანი მწერს და მირეკავს. მაბარებს აღსარებებს და მიხდის ბოდიშს ანუ რა გამოდის?
"ვისაც ქრთამი მოვთხოვე (გავმართლდი ქრთამში) და ვინც მიწერდა და მემუშავებოდა ეხლა რატომ მიბოდიშებს და ყვება ისტორიას?მე ვერ ჩავუტარებ გამოკითხვას. მეტიც, სტაჟიან აგენტ-პროვოკატორს არ დაველაპარაკები მწერს, მირეკავს, მიბოდიშებს და მაბარებს აღსარებებს თუ როგორ დაავალეს პროვოკსციის მოწყობა.
ვიგინდარა და აღზევებული მდაბიო ყოფილი ჩინოვნიკის პროვოკაციის მსხვერპლი ვარ მისი აგენტის ზვიადის ხელით და გამოკითხეთ ეს კაცი მწერს და მირეკავს. როგორც სასამართლოზე თქვა მუშაობს GWP - ს ადმინისტრაციაში არ გაგიჭირდებათ მოძებნა" - წერს ოთო აბესაძე.
ცნობისთვის, მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთო აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა 2017 წელს დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა. იგი პატიმრობიდან 2018 წლის იანვარში გათავისუფლდა.