მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა" - რატომ გახდა ევროპარლამენტიდან დეოლიგარქიზაციის განმარტება საჭირო?
"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა"  -  რატომ გახდა ევროპარლამენტიდან  დეოლიგარქიზაციის განმარტება საჭირო?
  • ფო­ტო­ზე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და კელი დე­გა­ნა­ნი, 2020 წელი

13 ივ­ლისს, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა სვენ მიქ­სერ­მა კო­ლე­გებს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი უმწვა­ვე­სი დე­ბა­ტე­ბის ბო­ლოს გა­და­წყდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა 2023 წლის­თვის გა­და­ი­დო. რო­გორც ჩანს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრი­უ­სე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რე­ფორ­მე­ბის სიღ­რმი­სე­ულ გან­ხილ­ვას ელო­დე­ბა და ამი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი დრო მოგ­ვცეს.

ევ­რო­კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხა­ილ რუ­პის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას რე­ფორ­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად მეტი დრო უნდა მი­ე­ცეს, ამი­ტომ ევ­რო­კავ­ში­რი მათ არ და­აჩ­ქა­რებს.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭა და ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­სა­ხუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სიც მი­ე­ნი­ჭე­ბა.

ფრთხი­ლი გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ არ უნდა და­ვაჩ­ქა­როთ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ქვეყ­ნის დე­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბი­სას სა­ერ­თო მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მი­სას, რათა სიღ­რმი­სე­უ­ლად იმუ­შა­ონ რე­ფორ­მებ­ზე. რო­გორც ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ გვთხო­ვა, ჩვენ მო­ვამ­ზა­დებთ ან­გა­რიშს, თუ რო­გორ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის პა­კეტ­ში გა­წე­რი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი 2023 წლის­თვის. ეს მის­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას საკ­მა­რის დროს, სიღ­რმი­სე­უ­ლად იმუ­შა­ოს აღ­ნიშ­ნულ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ რუპ­მა.

დე­ბა­ტე­ბის მთა­ვა­რი თემა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ე.წ. ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მი იყო. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მკა­ფი­ოდ და და­მარ­ცვლით უთხრეს, ვის გუ­ლის­ხმო­ბენ, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რას იმ­სა­ხუ­რებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც ჩვე­ნი კო­ლე­გის­გა­ნაც გა­ვი­გეთ, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ვი­ტყო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერთი პი­როვ­ნე­ბის ტყვე­ო­ბა­შია. და თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ვერ იგებს რას ნიშ­ნავს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ იყო ნახ­სე­ნე­ბი, გა­გე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი - ეს ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს დე­ბი­ძი­ნი­ზა­ცი­ას ან დე­ი­ვა­ნიშ­ვი­ლი­ზა­ცი­ას. ეს სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რათა ერთი ადა­მი­ა­ნის ტყვე­ე­ბი არ იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ.

ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, ambebi.ge-სთან სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხის გა­და­წე­ვას ასე ხსნის:

"ობი­ექ­ტუ­რად რომ შე­ვა­ფა­სოთ, სი­ტუ­ა­ცია არის ასე­თი: ისი­ნი კარ­გად ხვდე­ბი­ან იმას, რომ რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 10 წელ­ში ვერ გა­ა­ტა­რა, 6 თვე­ში ვერ მო­ეს­წრე­ბა და მათი "არა“ იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან მტკი­ცე. განა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის "კის" მო­ცე­მის დიდი სურ­ვი­ლი აქვთ, არა­მედ უნ­დათ, რომ ეს შან­სი და მათი შემ­დგო­მი პა­სუ­ხი თუ ნე­გა­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა, იყოს ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და და­ლა­გე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თუკი მოგ­ვცეს სტა­ტუ­სი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს სტა­ტუ­სი იქ­ნე­ბა ასე­ვე სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო რიგი რე­ფორ­მე­ბის ამ პე­რი­ოდ­ში გა­ტა­რე­ბას შეძ­ლებს. 6 თვე მარ­თლაც ძა­ლი­ან პა­ტა­რა დრო იყო, თით­ქმის უშან­სოდ ვი­ყა­ვით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერ­თმა წელ­მა ლა­ვი­რე­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბის უფრო დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა. ამას­თა­ნა­ვე, ეს არის ერ­თგვა­რი რის­კი იმი­ტომ, რომ თუ კი სა­ქარ­თვე­ლომ არ გა­დად­გა სა­თა­ნა­დო შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, ჩვენ ასე­თი შან­სი შე­იძ­ლე­ბა ასი წელი აღარ მოგ­ვე­ცეს.

და­სავ­ლე­თის ჩა­ნა­ფიქ­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბის ხე­ლის გა­მოწ­ვდა. და­სავ­ლეთს თუ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ ექ­ნე­ბა, მას­ზე უარი რომ თქვას, ამა­ზე მეტი გა­უ­ბე­დუ­რე­ბა, არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლო უა­რიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კურ აპო­კა­ლიფსში აღ­მოჩ­ნდეს. მისი გან­ვლი­ლი 30-წლი­ა­ნი გზა, რო­მელ­საც უმ­ტკივ­ნე­უ­ლე­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მოჰ­ყვა, უბ­რა­ლოდ, წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ რაც გა­ა­კე­თა, რა ნა­ბი­ჯე­ბიც გა­დად­გა, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, რა ალი­ან­სებ­შიც გა­წევ­რდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა და ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რა თქმა უნდა, დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ნა­რა­ტივს, რომ და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცია უნდა, ამას ვერც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­და­წყვე­ტენ და ვერც ვერ­სად. რე­ვო­ლუ­ცი­ას თუ ვინ­მე მო­ა­წყობს, ეს იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მათ თუ არ აქვთ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბა, ის არც მოხ­დე­ბა. იმა­ზე სა­უბ­რე­ბი, რომ ვი­ღა­ცას ომი და რე­ვო­ლუ­ცია უნდა, ეს არის სა­სა­ცი­ლო. რე­ვო­ლუ­ცი­ებ­ზე აპე­ლი­რე­ბა ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კა, თით­ქოს და­სავ­ლე­თი მტე­რია, მას არე­ვა უნდა, რაც არის ან­ტი­და­სავ­ლუ­რი კი არა, მო­კავ­ში­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს და­ზა­რა­ლე­ბა შე­უძ­ლია. ამით და­სავ­ლე­თი არ და­ზა­რალ­დე­ბა, არც იმით, რომ გა­მო­ვი­დეს პრე­მი­ე­რი და წინ­და­უ­ხე­და­ვად ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოს, ამით მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო და­ზა­რალ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოა დღეს ძა­ლი­ან რთულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვა­ში და არა და­სავ­ლე­თი“.

ევ­რო­დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, პო­ლი­ტო­ლო­გი ფიქ­რობს, რომ "ოც­ნე­ბა“ თვი­სებ­რი­ვად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც მათ­თვის არის მე­სი­ის ტოლ­ფა­სი და მათი მხრი­დან ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის მი­მართ საკ­მა­ოდ ხის­ტი სა­პა­სუ­ხო რე­ა­გი­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს და მისი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი­დან კი არ ამო­დის, არა­მედ ამო­დის ერთი პერ­სო­ნის ინ­ტე­რე­სი­დან.

"ქვე­ყა­ნას რო­დე­საც ჰყავს ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლი, გა­მო­დის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის მისი. ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა და მიჰ­ყვე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ ინ­ტე­რე­სებს და დღის წეს­რიგს, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ად­გე­ნენ. ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემორ­ჩი­ლე­ბა არა მო­ქა­ლა­ქეს და მის­თვის კი არ ზრუ­ნავს (ესაა ოლი­გარ­ქი­ის ტი­პი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი), არა­მედ მცი­რე ჯგუფს აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ხელ­ში მოქ­ცე­უ­ლი და ამ სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­უფ­ლე­ბას თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებს. ასეთ დროს, გა­მო­დის, ხალ­ხია ყვე­ლა­ზე უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, ევრო­კავ­ში­რი­დან მა­ინც გან­მარ­ტე­ბა რომ გახ­და სა­ჭი­რო, უც­ნა­უ­რია, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლამ ვი­ცო­დით, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში ოლი­გარ­ქი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ას, თუ კი ჩვენ ჩავ­თვლით, რომ "ოც­ნე­ბა“ თვი­სებ­რი­ვად არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც მათ­თვის არის მე­სი­ის ტოლ­ფა­სი, ამ ლო­გი­კის პი­რო­ბებ­ში, მათი მხრი­დან ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის მი­მართ საკ­მა­ოდ ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - შე­იძ­ლე­ბა მათი მხრი­დან გა­კი­ცხუ­ლი იყოს ყვე­ლა პარტნი­ო­რი, ვი­ნა­ი­დან დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი არ ამო­დის სა­ხელ­მწი­ფოს და მისი მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი­დან, არა­მედ ამო­დის ერთი პერ­სო­ნის ინ­ტე­რე­სი­დან, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თი­დან ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თავს, რო­გორც მა­რი­ო­ნე­ტებს. თა­ვის­თა­ვად, აქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კი არ ებ­რძვის და­სავ­ლე­თი, არა­მედ ივა­ნიშ­ვილს, რო­გორც ჩრდი­ლო­ვან მმარ­თველს, რო­მე­ლიც დღის წეს­რიგ­ში თა­ვის ინ­ტე­რე­სებს სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს. აქ ისე არ უნდა აღ­ვიქ­ვათ, რომ და­სავ­ლე­თი "ოც­ნე­ბის“ და მისი მმარ­თვე­ლის წი­ნა­აღ­მდე­გია. ის ამ­ბობს, რომ თუ კი თქვენ გქვი­ათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იყა­ვით სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და არა ერთი ადა­მი­ა­ნის კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რე­ბი. ეს არის მათი ლო­გი­კა და ხაზ­გას­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რამ­დე­ნად კარ­გად აქვს ეს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი, ესაა ახლა და­საკ­ვირ­ვე­ბე­ლი და კარ­გად შე­სას­წავ­ლი".

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წე­რილ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბას არ ჰგავს და, სამ­წუ­ხა­როდ, ღა­რი­ბაშ­ვილს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს, რომ ის არა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, არა­მედ ერთი მო­ქა­ლა­ქის - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რია.

"ეს არის კარ­გი მო­წა­ფის მხრი­დან მას­წავ­ლებ­ლის დაც­ვის მცდე­ლო­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც ასე ხდე­ბა, რად­გან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა იცავ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს და არა ერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მისი პარ­ტი­ის ლი­დე­რია. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ღა­რი­ბაშ­ვილს ბო­ლომ­დე გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი არ აქვს, რომ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, მას გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქის - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რია. ეს ქვეყ­ნის­თვის არა­ფერს ცვლის, ეს საქ­ვეყ­ნო წე­რი­ლი არ არის, ამა­შია მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­ღა­ცას ქმნი­ან, შრო­მო­ბენ (ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი), ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის აკე­თე­ბენ ამას, მაგ­რამ რო­დე­საც ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი რა­ღაც გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, რო­მე­ლიც მისი და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ეს არის კლა­ნუ­რი და ოლი­გარ­ქი­უ­ლი სის­ტე­მის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო­ზე წინ დგას კლა­ნი, ოჯა­ხი და ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბი. ეს სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, არ წა­ა­გავს.“

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის მი­მართ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის მხრი­დან ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, ამას პო­ლი­ტო­ლო­გი სა­მარ­ცხვი­ნოს, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივს და ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბელს უწო­დებს.

"კელი დეგ­ნან­მა და ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ შეც­დო­მა მა­შინ და­უშ­ვეს, რო­დე­საც ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ივა­ნიშ­ვილს სახ­ლში ეახ­ლა. თა­ვი­დან­ვე რომ მას მკაც­რი, ნა­თე­ლი და ხის­ტი პო­ზი­ცია და­ე­ჭი­რა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა და კი­თხვა მიჩ­ნდე­ბა - ამე­რი­კე­ლებ­მა ახლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლი­გარ­ქი­აა, აქამ­დე არ იყო, თუ ოლი­გარ­ქთან სა­ერ­თო ენას გა­მო­ნა­ხავ­დნენ? ვერ გა­მო­ნა­ხა­ვენ იმი­ტომ, რომ ოლი­გარ­ქია არ დგას და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე. ეს არ არის 80-იანი წლე­ბის ცივი ომის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც დიქ­ტა­ტო­რებ­თან მი­მარ­თე­ბით ამე­რი­კა­ში გა­მოთ­ქმაც არ­სე­ბობ­და - "დიახ, ვი­ცით, რომ ისი­ნი არი­ან ნა­ბიჭ­ვრე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი ნა­ბიჭ­ვრე­ბიო". ეს იყო ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი კურ­სი, იცოდ­ნენ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი დიქ­ტა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ასე­თე­ბი, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი ასე­თე­ბი იყ­ვნენ. დღეს ეს პო­ლი­ტი­კა აღარ არ­სე­ბობს, დღეს სხვა­ნა­ი­რად არის გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მსოფ­ლიო და, შე­სა­ბა­მი­სად, ოლი­გარ­ქთან სა­ერ­თო ენის მო­ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბა იყო მცდა­რი, რაც ახლა ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ასე ხის­ტად უბ­რუნ­დე­ბა ოლი­გარ­ქის მსა­ხურ­თა მხრი­დან, რაც გა­საკ­ვი­რი არ არის, ვი­ნა­ი­დან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოქ­მე­დე­ბენ არა სა­კუ­თა­რი, არა­მედ ოლი­გარ­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. ის, რომ ოლი­გარ­ქმა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­თავ­სე­ბა და თან­ხვედ­რა მო­ახ­დი­ნოს და­სავ­ლეთ­თან - ამე­რი­კას­თან და ევ­რო­პას­თან, არის წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი, ამი­ტო­მაც მოხ­და ის, რაც მოხ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩის მი­მართ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას, არის სა­მარ­ცხვი­ნო და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი. შენს ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლეს დიპ­ლო­მატს რომ ასე ეპყრო­ბი და მოქ­მე­დებ, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლი და ამით შენ დღეს და ხვალ კი არა, გრძელ­ვა­დი­ა­ნად კარ­გავ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფოს იმიჯს“, - ამ­ბობს კო­ბე­რი­ძე.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ჩვენი სისტემის რაობა, ის პრორუსულია და ქოცს არ შეუქმნია-ამის თავი არ აქვს , მან ის ნაცისგან მიიღო , ნაცმა კი ის შექმნა და ხვეწა რუსულ თარგზე , ჯერ კიდევ როცა მოქკავშირში ბრძანდებოდა და მერე ხელს ვინ შეუშლიდა , დიახ, ბურჯანაძე, სააკაშვილი, ჟვანია ( აცხონოს !), მერაბიშვილი, გოგორიშვილი, ბარამიძე, ბობოხიძე, წერეთელი, მოგვიანებით ოქრუაშვილი, ჭიაბერაშვილი, ბოკერია, თარხნიშვილი, გვარამია , ეს ის ბირთვია ვინც არსებული სამოხელეო პარტოკრატიული პლუტოკრატიის ოლიგარქიული დიქტატურა შექმნა და ახლა იმას აპროტესტებს , რაც თავად შექმნა ! არ არის გულწრფელი , მას სისტემის შეცვლა არ სურს, ქოცის ჩანაცვლება სურს იგივე სისტემაში ! ბრიშტი ორივეს , წადით მინამ მთელები ხართ !

tngh
0

"ხუხას" ზამენა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა" - რატომ გახდა ევროპარლამენტიდან დეოლიგარქიზაციის განმარტება საჭირო?

"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა"  -  რატომ გახდა ევროპარლამენტიდან  დეოლიგარქიზაციის განმარტება საჭირო?
  • ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და კელი დეგანანი, 2020 წელი

13 ივლისს, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა კოლეგებს საქართველოს შესახებ ანგარიში წარუდგინა. ევროპარლამენტში გამართული უმწვავესი დებატების ბოლოს გადაწყდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლისთვის გადაიდო. როგორც ჩანს, ოფიციალური ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებისგან რეფორმების სიღრმისეულ განხილვას ელოდება და ამისათვის საკმარისი დრო მოგვცეს.

ევროკომისიის წარმომადგენელი მიხაილ რუპის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ ელიტას რეფორმების გასატარებლად მეტი დრო უნდა მიეცეს, ამიტომ ევროკავშირი მათ არ დააჩქარებს.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსიც მიენიჭება.

ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზირებისას საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე. როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტეტები 2023 წლისთვის. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე“, - განაცხადა მიხაილ რუპმა.

დებატების მთავარი თემა ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. ოლიგარქიული რეჟიმი იყო. ევროპარლამენტარებმა "ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ და დამარცვლით უთხრეს, ვის გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს.

"ქართველი ხალხი ჩვენს მხარდამჭერას იმსახურებს და მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ მოვლენების განვითარება, როგორც ჩვენი კოლეგისგანაც გავიგეთ, შემაშფოთებელია. ვიტყოდი, რომ საქართველო ერთი პიროვნების ტყვეობაშია. და თუ "ქართული ოცნება" ვერ იგებს რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროპული კომისიის მიერ იყო ნახსენები, გაგებაში დავეხმარები - ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. ეს სჭირდება საქართველოს, რათა ერთი ადამიანის ტყვეები არ იყვნენ", - განაცხადა ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიანემ.

ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე, ambebi.ge-სთან საქართველოს სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწევას ასე ხსნის:

"ობიექტურად რომ შევაფასოთ, სიტუაცია არის ასეთი: ისინი კარგად ხვდებიან იმას, რომ რეფორმები, რომლებიც ხელისუფლებამ 10 წელში ვერ გაატარა, 6 თვეში ვერ მოესწრება და მათი "არა“ იქნებოდა ძალიან მტკიცე. განა ის, რომ საქართველოსთვის "კის" მოცემის დიდი სურვილი აქვთ, არამედ უნდათ, რომ ეს შანსი და მათი შემდგომი პასუხი თუ ნეგატიური იქნება, იყოს ძალიან საფუძვლიანი, არგუმენტირებული და დალაგებული. მოგვიანებით თუკი მოგვცეს სტატუსი, ამ შემთხვევაში ეს სტატუსი იქნება ასევე საფუძვლიანი, რადგანაც საქართველო რიგი რეფორმების ამ პერიოდში გატარებას შეძლებს. 6 თვე მართლაც ძალიან პატარა დრო იყო, თითქმის უშანსოდ ვიყავით და აქედან გამომდინარე, ერთმა წელმა ლავირებისა და კონკრეტული მოქმედების უფრო დიდი საშუალება მოგვცა. ამასთანავე, ეს არის ერთგვარი რისკი იმიტომ, რომ თუ კი საქართველომ არ გადადგა სათანადო შემხვედრი ნაბიჯები, ჩვენ ასეთი შანსი შეიძლება ასი წელი აღარ მოგვეცეს.

დასავლეთის ჩანაფიქრი საქართველოსთვის არის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობის ხელის გამოწვდა. დასავლეთს თუ საქართველოს მიმართ ინტერესი არ ექნება, მასზე უარი რომ თქვას, ამაზე მეტი გაუბედურება, არაფერი იქნება. უბრალო უარიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველო პოლიტიკურ აპოკალიფსში აღმოჩნდეს. მისი განვლილი 30-წლიანი გზა, რომელსაც უმტკივნეულესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები მოჰყვა, უბრალოდ, წყალში ჩაიყრება - საქართველომ რაც გააკეთა, რა ნაბიჯებიც გადადგა, რაშიც მონაწილეობა მიიღო, რა ალიანსებშიც გაწევრდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება და ეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა იქნება. რაც შეეხება იმ ნარატივს, რომ დასავლეთს საქართველოში ფერადი რევოლუცია უნდა, ამას ვერც ევროკავშირში გადაწყვეტენ და ვერც ვერსად. რევოლუციას თუ ვინმე მოაწყობს, ეს იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. მათ თუ არ აქვთ რევოლუციური განწყობა, ის არც მოხდება. იმაზე საუბრები, რომ ვიღაცას ომი და რევოლუცია უნდა, ეს არის სასაცილო. რევოლუციებზე აპელირება ეს არის პოლიტიკური ტაქტიკა, თითქოს დასავლეთი მტერია, მას არევა უნდა, რაც არის ანტიდასავლური კი არა, მოკავშირის საწინააღმდეგო განცხადება, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზარალება შეუძლია. ამით დასავლეთი არ დაზარალდება, არც იმით, რომ გამოვიდეს პრემიერი და წინდაუხედავად ანტიდასავლური განცხადებები აკეთოს, ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. საქართველოა დღეს ძალიან რთულ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევაში და არა დასავლეთი“.

ევროდეპუტატების მიერ დეოლიგარქიზაციის განმარტებას რაც შეეხება, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ "ოცნება“ თვისებრივად არის დაკავშირებული ერთ ადამიანთან, რომელიც მათთვის არის მესიის ტოლფასი და მათი მხრიდან ლოგიკური იქნება ევროპის მიმართ საკმაოდ ხისტი საპასუხო რეაგირება, ვინაიდან დღეს ხელისუფლება სახელმწიფოს და მისი მოქალაქის ინტერესიდან კი არ ამოდის, არამედ ამოდის ერთი პერსონის ინტერესიდან.

"ქვეყანას როდესაც ჰყავს ჩრდილოვანი მმართველი, გამოდის, რომ ხელისუფლება არის მისი. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება ემსახურება და მიჰყვება უშუალოდ იმ ინტერესებს და დღის წესრიგს, რომელსაც მოქალაქეები ადგენენ. ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში, ხელისუფლება ემორჩილება არა მოქალაქეს და მისთვის კი არ ზრუნავს (ესაა ოლიგარქიის ტიპიური მახასიათებელი), არამედ მცირე ჯგუფს აქვს ძალაუფლება მთლიანად ხელში მოქცეული და ამ სახელმწიფო ძალაუფლებას თავისი ინტერესების შესაბამისად და სასარგებლოდ იყენებს. ასეთ დროს, გამოდის, ხალხია ყველაზე უარეს მდგომარეობაში. ამ მოცემულობაში, ევროკავშირიდან მაინც განმარტება რომ გახდა საჭირო, უცნაურია, ვინაიდან ყველამ ვიცოდით, ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი. რაც შეეხება საპასუხო რეაქციას, თუ კი ჩვენ ჩავთვლით, რომ "ოცნება“ თვისებრივად არის დაკავშირებული ერთ ადამიანთან, რომელიც მათთვის არის მესიის ტოლფასი, ამ ლოგიკის პირობებში, მათი მხრიდან ლოგიკური იქნება ევროპის მიმართ საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება - შეიძლება მათი მხრიდან გაკიცხული იყოს ყველა პარტნიორი, ვინაიდან დღეს ხელისუფლება კი არ ამოდის სახელმწიფოს და მისი მოქალაქის ინტერესიდან, არამედ ამოდის ერთი პერსონის ინტერესიდან, რომელსაც დასავლეთიდან ეუბნებიან, რომ ეს ადამიანი ქვეყნის ხელისუფლებას მართავს, როგორც მარიონეტებს. თავისთავად, აქ ბიძინა ივანიშვილს კი არ ებრძვის დასავლეთი, არამედ ივანიშვილს, როგორც ჩრდილოვან მმართველს, რომელიც დღის წესრიგში თავის ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს. აქ ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ დასავლეთი "ოცნების“ და მისი მმართველის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ თუ კი თქვენ გქვიათ ხელისუფლება, იყავით სახელმწიფოს ხელისუფლება და არა ერთი ადამიანის კომპანიის მენეჯერები. ეს არის მათი ლოგიკა და ხაზგასმა. ხელისუფლებას რამდენად კარგად აქვს ეს გათავისებული, ესაა ახლა დასაკვირვებელი და კარგად შესასწავლი".

გიორგი კობერიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სახელმწიფო ლიდერის განცხადებას არ ჰგავს და, სამწუხაროდ, ღარიბაშვილს გათავისებული აქვს, რომ ის არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ ერთი მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მენეჯერია.

"ეს არის კარგი მოწაფის მხრიდან მასწავლებლის დაცვის მცდელობა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე ხდება, რადგან პრემიერ-მინისტრი უნდა იცავდეს სახელმწიფოს და არა ერთ ადამიანს, რომელიც მისი პარტიის ლიდერია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ღარიბაშვილს ბოლომდე გათავისებული არ აქვს, რომ ის პრემიერ-მინისტრია, მას გათავისებული აქვს, რომ ის საქართველოს ერთი მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის კომპანიის მენეჯერია. ეს ქვეყნისთვის არაფერს ცვლის, ეს საქვეყნო წერილი არ არის, ამაშია მთელი უბედურება. ადამიანები, რომლებიც რაღაცას ქმნიან, შრომობენ (ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი), ისინი სახელმწიფოსათვის აკეთებენ ამას, მაგრამ როდესაც ქვეყნის პრემიერი რაღაც განცხადებას აკეთებს, რომელიც მისი და კონკრეტული ადამიანების ოჯახების ინტერესებს ემსახურება, ეს არის კლანური და ოლიგარქიული სისტემის მახასიათებელი, სადაც სახელმწიფოზე წინ დგას კლანი, ოჯახი და ვიწრო ინტერესები. ეს სახელმწიფო ლიდერის განცხადებას, სამწუხაროდ, არ წააგავს.“

რაც შეეხება საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აგორებულ კამპანიას, რომელმაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ორკესტრირებული ხასიათი მიიღო, ამას პოლიტოლოგი სამარცხვინოს, ანტისახელმწიფოებრივს და ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებს.

"კელი დეგნანმა და ამერიკის საელჩომ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც ჩამოსვლისთანავე ივანიშვილს სახლში ეახლა. თავიდანვე რომ მას მკაცრი, ნათელი და ხისტი პოზიცია დაეჭირა, კარგი იქნებოდა. ძალიან საეჭვოა და კითხვა მიჩნდება - ამერიკელებმა ახლა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში ოლიგარქიაა, აქამდე არ იყო, თუ ოლიგარქთან საერთო ენას გამონახავდნენ? ვერ გამონახავენ იმიტომ, რომ ოლიგარქია არ დგას დასავლურ ფასეულობებზე. ეს არ არის 80-იანი წლების ცივი ომის პერიოდი, როდესაც დიქტატორებთან მიმართებით ამერიკაში გამოთქმაც არსებობდა - "დიახ, ვიცით, რომ ისინი არიან ნაბიჭვრები, მაგრამ ისინი არიან ჩვენი ნაბიჭვრებიო". ეს იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი კურსი, იცოდნენ, რომ კონკრეტული დიქტატორები იყვნენ ასეთები, მაგრამ თავიანთი ასეთები იყვნენ. დღეს ეს პოლიტიკა აღარ არსებობს, დღეს სხვანაირად არის განაწილებული მსოფლიო და, შესაბამისად, ოლიგარქთან საერთო ენის მოძიების მცდელობა იყო მცდარი, რაც ახლა ამერიკის საელჩოს ასე ხისტად უბრუნდება ოლიგარქის მსახურთა მხრიდან, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან ეს ადამიანები მოქმედებენ არა საკუთარი, არამედ ოლიგარქის ინტერესებიდან. ის, რომ ოლიგარქმა საკუთარი ინტერესების შეთავსება და თანხვედრა მოახდინოს დასავლეთთან - ამერიკასთან და ევროპასთან, არის წარმოუდგენლად რთული, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ელჩის მიმართ აგორებულ კამპანიას, არის სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი. შენს ქვეყანაში საკუთარი პარტნიორი სახელმწიფოს უმაღლეს დიპლომატს რომ ასე ეპყრობი და მოქმედებ, ეს არის სახელმწიფოსთვის დამაზარალებელი და ამით შენ დღეს და ხვალ კი არა, გრძელვადიანად კარგავ წარმატებული და შემდგარი სახელმწიფოს იმიჯს“, - ამბობს კობერიძე.

ნანა ფიცხელაური