მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, არ სურს ქვეყნის ნაწილის გაყიდვა "გაზპრომთან“ უფრო მომგებიანი, მაგრამ მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ.
„არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმის გამო, რომ ნახევარი წლის განმავლობაში იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა გავამყაროთ ეს. დიახ, ახლა რთულია, ყველასთვის რთულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში არ შეიმუშავეს ალტერნატივა, არ განახორციელეს ინვესტიცია ენერგეტიკულ პროექტებში - მაშინ ამით არ იყვნენ დაინტერესებული. პროექტები, რომლებსაც ახლა ვაკეთებთ, 4-5 წელიწადში ანაზღაურდება“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გაზის მიწოდების შესაძლო შეჩერების გამო მთელი მსოფლიო მძიმე ზამთრისთვის ემზადება და გამონაკლისი არც მოლდოვაა.