უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, შენობას, რომელშიც საოფისე ფართებია განლაგებული, 3 რუსული რაკეტა მოხვდა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.
"ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომს მოედო. ახლა იქ 50-მდე მანქანა იწვის. მაშველები ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ვინიცა. სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრში. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, მიმართავს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებზე. იქ, სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა“, - წერს ზელენსკი "ტელეგრამში“.
ომს ვიგებო წინ მიწევთო ზელენსკი ამას გვატყობინებს და ეს რა ხდება ??შეამოწმეთ პრეზიდენტი ხომ კარგად ბრძანდება