პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კონსტიტუცია არის გახედნილი" - ლადო კახაძე
"ეს კონსტიტუცია არის გახედნილი" - ლადო კახაძე

დღეს, საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტ­მა ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის­თვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტას მხა­რი და­უ­ჭი­რა. რა­საც თა­ვის მხრივ, ვარ­შა­ლო­მი­ძის მიერ სხდო­მე­ბის არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გაც­დე­ნამ გა­მო­იწ­ვია.

სხდო­მის და­წყე­ბამ­ცდე "ფორ­მუ­ლას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ლადო კა­ხა­ძემ ენმ-ს წევრ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნი უნდა იყოს და­ცუ­ლი.

"კონ­სტი­ტუ­ცი­ის ნორ­მა არ უნდა და­ირ­ღვეს. ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ით. ეს კონ­სტი­ტუ­ცია არის გა­ხედ­ნი­ლი, მი­სა­და­გე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მა­ტი­ვებს და ყველ­გან, სა­დაც კი ასე­თი მსგავ­სი გა­დაც­დო­მა იქ­ნე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცია და რეგ­ლა­მენ­ტი თა­ვის საქ­მეს იზამს", - გა­ნა­ცხა­და მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვარ­შა­ლო­მი­ძის­თვის მან­და­ტის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტში მისი ად­გილ­მო­ნაც­ვლე ვერ შევა, რად­გან სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის, მათ შო­რის პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია. ოპო­ზი­ცია კი ჯამ­ში პარ­ლა­მენ­ტში 6 მან­დატს კარ­გავს.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტში ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ე­ბი არ ჰყავთ ნიკა მე­ლი­ას, ზაალ უდუ­მაშ­ვილს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­სა და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მან­და­ტე­ბი გა­უქ­მდა. ანა­ლო­გი­უ­რად მოხ­დე­ბა ვარ­შა­ლო­მი­ძის შემ­თხვე­ვა­შიც.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
0

თუ არ დადის და არ მუშაობს რა უნდა პარლამენტში სწორიც გააკეთეს რომ შეუჩერეს

 

კორექტული ვს პუნქტუალური
4

ბატონი ლადოსნაირ დეპუტატს ყველა ქვეყანა ნატრობს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ეს კონსტიტუცია არის გახედნილი" - ლადო კახაძე

"ეს კონსტიტუცია არის გახედნილი" - ლადო კახაძე

დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენამ გამოიწვია.

სხდომის დაწყებამცდე "ფორმულასთან“ ინტერვიუში "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ ენმ-ს წევრ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე განაცხადა, რომ კონსტიტუცია და კანონი უნდა იყოს დაცული.

"კონსტიტუციის ნორმა არ უნდა დაირღვეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ჩვენი კონსტიტუციით. ეს კონსტიტუცია არის გახედნილი, მისადაგებული საერთაშორისო ნორმატივებს და ყველგან, სადაც კი ასეთი მსგავსი გადაცდომა იქნება, კონსტიტუცია და რეგლამენტი თავის საქმეს იზამს", - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.

ცნობისთვის, პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. შესაბამისად, მათი მანდატები გაუქმდა. ანალოგიურად მოხდება ვარშალომიძის შემთხვევაშიც.