მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?
გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

თბი­ლი­სის მერი და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე წლე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რია. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მერ­მა ბო­ლოს 2022 წლის იან­ვარ­ში შე­ავ­სო, რო­მელ­შიც ოჯა­ხის წევ­რე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავს: მე­უღ­ლე, ანა არე­ში­ძე და ოთხი შვი­ლი ლე­ვან, კა­ხა­ბერ, ვაჩე, ნი­კო­ლას კა­ლა­ძე­ე­ბი.

კახა კა­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს ფლობს, მათ შო­რის სამს სამ­ტრე­დი­ა­ში, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 610 000 დო­ლა­რია.

თბი­ლი­სის მერს უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში ორი ბინა აქვს, მათ­გან გა­მარ­ჯვე­ბის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე 39, 220 კვ.მ ბი­ნა­ში 1997 წელს, 150 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. მე­ო­რე კი - შევ­ჩენ­კოს გამ­ზირ­ზე, 250 კვ.მ. ფარ­თო­ბის 2005 წელს, 700 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

კახა კა­ლა­ძე თბი­ლის­ში სამ ავ­ტო­ფა­რეხს ფლობს, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 240 ათა­სი ლა­რია.

მერს თბი­ლის­ში ოთხი ბინა აქვს, აქე­დან ორი - 2018 წელს შე­ი­ძი­ნა და 774 875,05 და 928 414,75 ლარი გა­და­ი­ხა­და. მე­სა­მე ბინა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე 2006 წელს იყი­და, გა­დახ­დი­ლი თან­ხა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. მე­ო­თხე ბინა კი 2012 წელს აჩუ­ქეს. კახა კა­ლა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია დაბა წყნეთ­ში ორი მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მელ­თა­გან ერთი ასე­ვე ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო.

თბი­ლი­სის მე­რის მან­ქა­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. ამ­ჟა­მად მის ავ­ტო­ფა­რეხ­ში სამი მან­ქა­ნა და ორი მო­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა დგას. მათი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 66 ათას ლარს, 400 ათას დო­ლარს და 20 ათას ევ­როს შე­ად­გენს.

კახა კა­ლა­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, იტა­ლი­ურ ბანკ "ინ­ტე­ზა სან პა­ო­ლო­ში“ მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 4 200 000 დო­ლა­რი ჰქონ­და, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე 7490,94 დო­ლა­რი, "ბან­კი ქარ­თუს" სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე 5377,23 დო­ლა­რი და 2501,94 ევრო. Julius Baer-ის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 3 672 375,21 ევრო და 765 000 დო­ლა­რი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, მისი მე­უღ­ლის ანუ­კი არე­ში­ძის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" დე­პო­ზიტ­ზე 5001,39 ევრო, "თი­ბი­სი ბან­კის“ სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე კი 1002,81 ევრო და 1267,87 ლარი ირი­ცხე­ბო­და.

თბი­ლი­სის მერ­მა ხელ­ფა­სის სა­ხით გა­სულ წელს 30 680,64 ლარი ფი­ნან­სუ­რი სარ­გო მი­ი­ღო. მის­მა მე­უღ­ლემ კი "შპს ანო­უ­კის“ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 29 169 ლარი.

კახა კა­ლა­ძე, რო­გორც მისი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის - ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის და ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია. მერ­მა მათ ტი­ლო­ებ­ში სხვა­დას­ხვა დროს 245 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. კა­ლა­ძე ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ექვს ტი­ლოს ფლობს, მათ­გან ერთი სა­ჩუქ­რის სა­ხით აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ამ კო­ლექ­ცი­ა­ში ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოა, რო­მელ­შიც კა­ლა­ძეს 2007 წელს 120 000 დო­ლა­რი გა­და­უხ­დია.

კახა კა­ლა­ძემ 2019 წელს უკ­რა­ი­ნა­ში მი­წის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით 2 000 000 დო­ლა­რი მიღო...

რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, 2021 წელს მერ­მა ორი ავ­ტო­მო­ბი­ლის MERCEDES BENZ G-ისა და MERCEDES BENZ G-ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით შე­მო­სავ­ლის სა­ხით 300 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

ანუ­კი არე­ში­ძემ, 2021 წელს, ფი­ზი­კუ­რი პი­რის­კან ავ­ტო­მო­ბი­ლიTESLA MODEL 3, 40 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

2021 წელს, კახა კა­ლა­ძემ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში 330 000 ლარი და­ხარ­ჯა. შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით კი - 50 810 ლარი გა­ი­ღო.

კა­ლა­ძე-არე­ში­ძის ოჯახ­მა კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში 2021 წელს 46 450 ლარი გა­და­ი­ხა­დეს. დაც­ვის პო­ლი­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში კი - 26 400 ლარი. სა­და­ზღვე­ვო ხარ­ჯი ოჯახს 11 634 ათა­სი ლარი და­უჯ­დათ.

კახა კა­ლა­ძეს სა­ო­ჯა­ხო და პი­რად­მა ხარ­ჯებ­მა 46450 ლარი და 246 831 ევრო შე­ად­გი­ნა, ანუ­კი არე­ში­ძის პი­რად­მა ხარ­ჯებ­მა კი 22 966 ლარი და 10 800 დო­ლა­რი. რო­გორც შპს "ანო­უ­კის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ა­ში შე­ნა­ტა­ნის სა­ხით 93 338,5 ლარი, 46 168 დო­ლა­რი და 52 384 ევრო გა­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ღმერთმა მოახმაროს ქონება, მაგრამ თბილისის მოწყობის საქმეში კომპეტენტური არ არის და არც ჭკვიან ხალხს ეკითხება რჩევას...

ცირა
1

კახი, ნუცუბიძის ფერდობზე რომ გააუქმეთ 102 და 131 სამარშრუტო ხაზები, ეგებ გაითვალისწინოთ ხალხის თხოვნა და რამე დანიშნოთ ისევ. ჩვენ არ გვინდა თქვენი 18 მეტრიანი ავტობუსები, გვინდა კავშირი დიდუბესთან და ორ თაჭალისკენ. ასაკიან ხალხს ძალიან უჭირს 2 და 3 ტრანსპორტის გამოცვლა, თანაც ნომრებშეცვლილის. მადლობა წინასწარ. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში, ქველმოქმედებაში დახარჯული 330 000 ლარი - რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე წლებია ოფიციალური მილიონერია. ქონებრივი დეკლარაცია მერმა ბოლოს 2022 წლის იანვარში შეავსო, რომელშიც ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: მეუღლე, ანა არეშიძე და ოთხი შვილი ლევან, კახაბერ, ვაჩე, ნიკოლას კალაძეები.

კახა კალაძე რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართს ფლობს, მათ შორის სამს სამტრედიაში, რომელთა საერთო ღირებულება 610 000 დოლარია.

თბილისის მერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი ბინა აქვს, მათგან გამარჯვების გამზირზე მდებარე 39, 220 კვ.მ ბინაში 1997 წელს, 150 000 დოლარი გადაიხადა. მეორე კი - შევჩენკოს გამზირზე, 250 კვ.მ. ფართობის 2005 წელს, 700 000 დოლარად შეიძინა.

კახა კალაძე თბილისში სამ ავტოფარეხს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულებაც 240 ათასი ლარია.

მერს თბილისში ოთხი ბინა აქვს, აქედან ორი - 2018 წელს შეიძინა და 774 875,05 და 928 414,75 ლარი გადაიხადა. მესამე ბინა ჭავჭავაძის გამზირზე 2006 წელს იყიდა, გადახდილი თანხა დეკლარაციაში მითითებული არ არის. მეოთხე ბინა კი 2012 წელს აჩუქეს. კახა კალაძის მფლობელობაშია დაბა წყნეთში ორი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთი ასევე ჩუქებით მიიღო.

თბილისის მერის მანქანებისადმი სიყვარული საყოველთაოდ ცნობილია. ამჟამად მის ავტოფარეხში სამი მანქანა და ორი მოტოსატრანსპორტო საშუალება დგას. მათი საერთო ღირებულება 66 ათას ლარს, 400 ათას დოლარს და 20 ათას ევროს შეადგენს.

კახა კალაძეს დეკლარაციის შევსებისას, იტალიურ ბანკ "ინტეზა სან პაოლოში“ მიმდინარე ანგარიშზე 4 200 000 დოლარი ჰქონდა, "საქართველოს ბანკის" საბარათე ანგარიშზე 7490,94 დოლარი, "ბანკი ქართუს" საბარათე ანგარიშზე 5377,23 დოლარი და 2501,94 ევრო. Julius Baer-ის მიმდინარე ანგარიშზე კი 3 672 375,21 ევრო და 765 000 დოლარი.

დეკლარაციის შევსების დროს, მისი მეუღლის ანუკი არეშიძის "საქართველოს ბანკის" დეპოზიტზე 5001,39 ევრო, "თიბისი ბანკის“ საბარათე ანგარიშზე კი 1002,81 ევრო და 1267,87 ლარი ირიცხებოდა.

თბილისის მერმა ხელფასის სახით გასულ წელს 30 680,64 ლარი ფინანსური სარგო მიიღო. მისმა მეუღლემ კი "შპს ანოუკის“ დირექტორის თანამდებობაზე 29 169 ლარი.

კახა კალაძე, როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, ქართველი მხატვრების - ლადო გუდიაშვილის და ელენე ახვლედიანის თაყვანისმცემელია. მერმა მათ ტილოებში სხვადასხვა დროს 245 ათასი დოლარი გადაიხადა. კალაძე ქართველი მხატვრების ექვს ტილოს ფლობს, მათგან ერთი საჩუქრის სახით აქვს მიღებული. ყველაზე ძვირადღირებული ამ კოლექციაში ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოა, რომელშიც კალაძეს 2007 წელს 120 000 დოლარი გადაუხდია.

კახა კალაძემ 2019 წელს უკრაინაში მიწის რეალიზაციიდან შემოსავლის სახით 2 000 000 დოლარი მიღო...

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, 2021 წელს მერმა ორი ავტომობილის MERCEDES BENZ G-ისა და MERCEDES BENZ G-ის რეალიზაციით შემოსავლის სახით 300 000 დოლარი მიიღო.

ანუკი არეშიძემ, 2021 წელს, ფიზიკური პირისკან ავტომობილიTESLA MODEL 3, 40 000 დოლარად შეიძინა.

2021 წელს, კახა კალაძემ ქველმოქმედებაში 330 000 ლარი დახარჯა. შემოწირულობის სახით კი - 50 810 ლარი გაიღო.

კალაძე-არეშიძის ოჯახმა კომუნალურ გადასახადებში 2021 წელს 46 450 ლარი გადაიხადეს. დაცვის პოლიციის მომსახურებაში კი - 26 400 ლარი. სადაზღვევო ხარჯი ოჯახს 11 634 ათასი ლარი დაუჯდათ.

კახა კალაძეს საოჯახო და პირადმა ხარჯებმა 46450 ლარი და 246 831 ევრო შეადგინა, ანუკი არეშიძის პირადმა ხარჯებმა კი 22 966 ლარი და 10 800 დოლარი. როგორც შპს "ანოუკის“ დამფუძნებელმა კომპანიაში შენატანის სახით 93 338,5 ლარი, 46 168 დოლარი და 52 384 ევრო გაიღო.