საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა ორსულადაა  - კაბაევა და პუტინი გოგონას ელოდებიან: "დიქტატორი ამ ამბით აღფრთოვანებული არ არის"
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა ორსულადაა  - კაბაევა და პუტინი გოგონას ელოდებიან: "დიქტატორი ამ ამბით აღფრთოვანებული არ არის"

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შის, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას­გან გო­გო­ნას ელო­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, პუ­ტინ­სა და კა­ბა­ე­ვას უკვე ჰყავთ ორი ვაჟი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მათ შე­სა­ხებ მე­დი­ის­თვის მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2015 წელს ორ­სულ კა­ბა­ე­ვას გა­და­უ­ღეს ფო­ტო­ე­ბი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იმა­ვე წელს მას ვაჟი შე­ე­ძი­ნა, ბავ­შვი შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­ი­ბა­და.

მე­ო­რე ვაჟი კა­ბა­ე­ვა­სა და პუ­ტინს 2019 წელს შე­ე­ძი­ნათ. ბავ­შვი მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შვე­ი­ცა­რულ­მა გა­ზეთ­მა, Sonntagszeitung-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც მალე 70 წლის გახ­დე­ბა, 2007 წლი­დან უარ­ყოფს კა­ბა­ე­ვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, რომ რუსი დიქ­ტა­ტო­რი უბ­რა­ლოდ ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­მა­ლოს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

  • ცნო­ბა, რომ პუ­ტი­ნი და კა­ბა­ე­ვა გო­გო­ნას ელო­დე­ბი­ან, თავ­და­პირ­ვე­ლად Генерал СВР-ის "ტე­ლეგ­რამ" არხზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. ეს არის არხი ათი­ა­თა­სო­ბით გა­მომ­წე­რით და მი­იჩ­ნე­ვა, რომ მას კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი მარ­თა­ვენ.

"ჩვენ უკვე გა­ვავ­რცე­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის საყ­ვა­რე­ლი ქალი, ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ორ­სუ­ლა­დაა, ახლა კი ჩვენ­თვის ბავ­შვის სქე­სიც გახ­და ცნო­ბი­ლი და ის გო­გო­ნაა“, - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც გა­მო­ცე­მა The Sun წერს, ამ ამ­ბავს რუს ტი­რან­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ მო­უხ­დე­ნია და "დიქ­ტა­ტო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ არის."

ცნო­ბის­თვის, პუ­ტინს ასე­ვე ჰყავს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - კა­ტე­რი­ნა და მა­რია. ისი­ნი პუ­ტი­ნი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლას შვი­ლე­ბი არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ინ­ფორ­მა­ცია მათ შე­სა­ხე­ბაც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ა­დას­ტუ­რა კრემ­ლმა, რაც ორი­ვე მათ­განს, რუ­სე­თის ჯა­რის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, და­სავ­ლეთ­მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

წყა­რო: dailymail

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
7

დაანებეთ თავი რა სხვის ლოგინებში ძრომიალს

ვინერვიულოოთ?
63

და მერეე??? მიშას უნდა, ხოდა ვოვასაც უნდააა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა ორსულადაა  - კაბაევა და პუტინი გოგონას ელოდებიან: "დიქტატორი ამ ამბით აღფრთოვანებული არ არის"

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალინა კაბაევა ორსულადაა  - კაბაევა და პუტინი გოგონას ელოდებიან: "დიქტატორი ამ ამბით აღფრთოვანებული არ არის"

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყოფილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევასგან გოგონას ელოდება. არსებული ცნობის მიხედვით, პუტინსა და კაბაევას უკვე ჰყავთ ორი ვაჟი, თუმცა ინფორმაცია მათ შესახებ მედიისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია.

  • აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ორსულ კაბაევას გადაუღეს ფოტოები და მოგვიანებით მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე წელს მას ვაჟი შეეძინა, ბავშვი შვეიცარიაში დაიბადა.

მეორე ვაჟი კაბაევასა და პუტინს 2019 წელს შეეძინათ. ბავშვი მოსკოვში დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია შვეიცარულმა გაზეთმა, Sonntagszeitung-მა გამოაქვეყნა. პუტინი, რომელიც მალე 70 წლის გახდება, 2007 წლიდან უარყოფს კაბაევასთან ურთიერთობას.

თუმცა მიუხედავად ამისა, კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ რუსი დიქტატორი უბრალოდ ცდილობს საზოგადოებას დაუმალოს ინფორმაცია თავისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

  • ცნობა, რომ პუტინი და კაბაევა გოგონას ელოდებიან, თავდაპირველად Генерал СВР-ის "ტელეგრამ" არხზე გამოქვეყნდა. ეს არის არხი ათიათასობით გამომწერით და მიიჩნევა, რომ მას კრემლთან დაახლოებული პირები მართავენ.

"ჩვენ უკვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი ქალი, ალინა კაბაევა ორსულადაა, ახლა კი ჩვენთვის ბავშვის სქესიც გახდა ცნობილი და ის გოგონაა“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც გამოცემა The Sun წერს, ამ ამბავს რუს ტირანზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და "დიქტატორი აღფრთოვანებული არ არის."

ცნობისთვის, პუტინს ასევე ჰყავს ორი ქალიშვილი - კატერინა და მარია. ისინი პუტინისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილას შვილები არიან. საინტერესოა, რომ ინფორმაცია მათ შესახებაც გასაიდუმლოებული იყო და ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა კრემლმა, რაც ორივე მათგანს, რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა სანქციები დაუწესა.

წყარო: dailymail