სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება... მეტი სამუშაოა ჩასატარებელი" - კარლ ჰარცელი
"ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება... მეტი სამუშაოა ჩასატარებელი" - კარლ ჰარცელი

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ერთ ღა­მე­ში არ ხდე­ბა - ის ტემ­პი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო წინსვლას შეძ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­პუ­ლი გზა დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ პრო­ცე­სად რჩე­ბა, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით მიყ­ვე­ბა საკ­ვან­ძო რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მიღ­წე­ულ პროგ­რესს.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ მოკ­ლე გზა არ არ­სე­ბობს და მხო­ლოდ ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი იქ­ნე­ბა პრო­ცეს­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი წინსვლის სა­წინ­და­რი.

"ევ­რო­კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა მათი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და დად­გე­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ა­ფა­სა. ამ კრი­ტე­რი­უ­მებს შო­რის ნამ­დვი­ლად არ არის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე, ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი პარტნი­ო­რია. ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე წინსვლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად, ჩვენ დიდი ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ჩავ­დეთ და, სულ ახ­ლა­ხან, ევ­რო­კავ­შირ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, რაც დიდი მიღ­წე­ვაა. ის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის სა­ფუძ­ვლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ერთ ღა­მე­ში არ ხდე­ბა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­რი­ლი, დე­ტა­ლუ­რი პრო­ცე­სია და მო­ი­ცავს სიღ­რმი­სე­ულ მუ­შა­ო­ბას, წევ­რო­ბის­თვის დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ტემ­პი და­მო­კი­დე­ბუ­ლია რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში წინსვლა­ზე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ფუნ­და­მენ­ტურ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის ძი­რი­თად ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, მათ შო­რის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას­თან, დე­მოკ­რა­ტი­ულ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან ყვე­ლას­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე.

ამ­ჟა­მად, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შეს­თა­ვა­ზა, და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გან­სა­ზღვრულ 12 პრი­ო­რი­ტეტ­ზე, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად და ამ პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი მკა­ფიო ვა­დე­ბი რო­მე­ლი­მე პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტის, ან ამ­ჟა­მინ­დე­ლი კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის­თვის არ არ­სე­ბობს. ის ტემ­პი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო წინსვლას შეძ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია. ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­საზ­რე­ბა­ში გან­სა­ზღვრუ­ლია შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი და ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც უნდა მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა და რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ევ­რო­პუ­ლი გზა რჩე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ პრო­ცე­სად, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით მიყ­ვე­ბა საკ­ვან­ძო რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მიღ­წე­ულ პროგ­რესს. წევ­რო­ბის­კენ მოკ­ლე გზა არ არ­სე­ბობს: მხო­ლოდ ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი იქ­ნე­ბა პრო­ცეს­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი წინსვლის სა­წინ­და­რი.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ი­ღებს, კვლა­ვაც მისი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ხელ­შია და მათი მი­სა­ღე­ბად – პრო­ცე­დუ­რის მი­ხედ­ვით – ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბა სრუ­ლი­ად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, თუმ­ცა მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იმუ­შა­ვებს ოპო­ზი­ცი­ას­თან, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ 12 ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტის შეს­რუ­ლე­ბა, - თქვა ჰარ­ცელ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ.

კარლ ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოთხი წლის წინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ქვეყ­ნის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის პერ­სპექ­ტი­ვის მი­ნი­ჭე­ბა მოხ­დე­ბო­და, რაც მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

"მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­მი­ვე ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღო. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა გა­და­ვი­და სრუ­ლი­ად ახალ კა­ტე­გო­რი­ა­ში, მი­ე­სალ­მა და აღი­ა­რა რა ევ­რო­კავ­შირ­მა ისი­ნი მო­მა­ვალ პო­ტენ­ცი­ურ წევ­რე­ბად. ოთხი წლის წინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს ჩემი აქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბო­და, ეს მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მაგ­რამ ამა­ვე დროს ცხა­დია, რომ სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ზე მო­საზ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ეფუძ­ნე­ბო­და სა­ფუძ­ვლი­ან და ფაქ­ტობ­რივ შე­ფა­სე­ბებს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ, თი­თო­ე­უ­ლი განმცხა­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში შე­ფას­და, რომ მეტი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ავ­ლი­ნოს უნა­რი და ძალა მედგრად დად­გეს და და­იც­ვას ის ძი­რი­თა­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ევ­რო­კავ­ში­რია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ესე­ნია ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი: დე­მოკ­რა­ტია, თა­ნას­წო­რო­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი. ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა სრუ­ლი­ად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, თუმ­ცა მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იმუ­შა­ვებს ოპო­ზი­ცი­ას­თან, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ 12 ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტის შეს­რუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კარლ ჰარ­ცელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ერთ ღამეში მხოლოდ ერთიანი ეროვნული მოძრაობა იქმნება 5 კაცისაგან და სამი დედაკაცისაგან !

ლენა.
0

ეხლა ის დროა, ევროპა აქეთ დსთ ში გაწევრიანებისათვის ფიქრობდეთ. თქვენი საქმე ცოტა უხერხული სათქმელიცაა როგორ მდგომარეობაშიც ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება... მეტი სამუშაოა ჩასატარებელი" - კარლ ჰარცელი

"ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება... მეტი სამუშაოა ჩასატარებელი" - კარლ ჰარცელი

ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება - ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად რჩება, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირის წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს და მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი.

"ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ.

ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე.

ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად.

წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია.

ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი.

გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება სრულიად ხელმისაწვდომია, თუმცა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულება, - თქვა ჰარცელმა ვიდეომიმართვაში, მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭება მოხდებოდა, რაც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა.

"მინდა ხაზი გავუსვა იმ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას, რომელიც სამივე ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სამივე ქვეყანა გადავიდა სრულიად ახალ კატეგორიაში, მიესალმა და აღიარა რა ევროკავშირმა ისინი მომავალ პოტენციურ წევრებად. ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მოხდებოდა, ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ სამივე ქვეყანაზე მოსაზრება განსხვავებული იყო. თითოეული მათგანი ეფუძნებოდა საფუძვლიან და ფაქტობრივ შეფასებებს ევროკავშირის მიერ, თითოეული განმცხადებელი ქვეყნის დამსახურების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში შეფასდა, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი და ძალა მედგრად დადგეს და დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ესენია ძირითადი თავისუფლებები: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულიად ხელმისაწვდომია, თუმცა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.