მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

მეტ­რო­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი შშმ პი­რის ცე­მის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი­დან ერთ-ერთს, კახა ბა­კაშ­ვილს, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს მიერ მხა­რე­თა შო­რის მიღ­წე­უ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ბა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ლაშა სტუ­რუა გან­მარ­ტავს, ბა­კაშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 თვის ვა­დით მი­ე­სა­ჯა, რაც ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბით და გა­მო­საც­დელ ვა­დად და­უდ­გინ­და 1 წელი.

"აღი­ა­რე­ბი­სა და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მას 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, რაც ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბით და გა­მო­საც­დელ ვა­დად და­უდ­გინ­და 1 წელი. მისი პი­როვ­ნე­ბის, მისი პო­ლი­ცი­ა­ში 23-წლი­ა­ნი უმ­წიკ­ვლო მუ­შა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას პრო­კუ­რა­ტუ­რამ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორ­მა, რაც და­ამ­ტკი­ცა მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა“, - გა­ნა­ცხა­და სტუ­რუ­ამ.

მი­სი­ვე თქმით, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ამ ეტაპ­ზე, სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ გეგ­მავს.

"ვიდ­რე პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი არ მო­ეხ­სნე­ბა, სტა­ტუ­სი არ აღუდ­გე­ბა, როცა ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­უ­ქარ­წყლდე­ბა, თა­ვად ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუკი, ბა­კაშ­ვი­ლი მათ მი­მარ­თავს და ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მას ამ ეტაპ­ზე, ორ­გა­ნო­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის დიდი სურ­ვი­ლი არ აქვს, თუმ­ცა, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და სტუ­რუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, 23 იან­ვარს, მეტ­რო­სად­გურ "ისან­ში“ არას­რულ­წლო­ვან­თან მი­მარ­თე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ორი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი - კახა ბა­კაშ­ვი­ლი და ნუკ­რი ბაქ­რა­ძე და­ა­კა­ვეს. ბა­კაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მისი მე­წყვი­ლე პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის მიერ შშმ პი­რის ცე­მის მო­მენ­ტში ის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ინ­ცი­დენ­ტში არ ჩა­რე­უ­ლა და ძა­ლა­დო­ბის შე­ჩე­რე­ბა არ უც­დია.

რაც შე­ე­ხე­ბა ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს, მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას ბრა­ლად ედე­ბა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის, სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის მი­მართ, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144 ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 10-წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჰამო
1

ისეთი ყოჩაღები არიან პრემიასაც გამოუწერენ. ისე ეგ ფაქტი რომ არ გადაეღოთ უმწიკლო სამსახურს გააგრძელებდა. :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთს, კახა ბაკაშვილს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შესაბამისად, ბაკაშვილმა სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბაკაშვილის ადვოკატი, ლაშა სტურუა განმარტავს, ბაკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

"აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მისი პიროვნების, მისი პოლიციაში 23-წლიანი უმწიკვლო მუშაობის გათვალისწინებით, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რაც დაამტკიცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა“, - განაცხადა სტურუამ.

მისივე თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორი ამ ეტაპზე, სამსახურში დაბრუნებას არ გეგმავს.

"ვიდრე პირობითი მსჯავრი არ მოეხსნება, სტატუსი არ აღუდგება, როცა ნასამართლობა გაუქარწყლდება, თავად ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუკი, ბაკაშვილი მათ მიმართავს და ამის სურვილი ექნება. მე რამდენადაც ვიცი, მას ამ ეტაპზე, ორგანოებში დაბრუნების დიდი სურვილი არ აქვს, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა სტურუამ.

ცნობისთვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ "ისანში“ არასრულწლოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს. ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.