საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა... ტროლების კვებას არ ვაპირებ" - შოთა დიღმელაშვილი
"პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა... ტროლების კვებას არ ვაპირებ" - შოთა დიღმელაშვილი

მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლი­თაც მის წი­ნა­აღ­მდეგ ბოლო დღე­ებ­ში აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა...

"ნა­ცე­ბის" და "ქო­ცე­ბის" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი ამ ჩემი კედ­ლის ქვეშ ახა­ლი თუ კარ­გად და­ვი­წყე­ბულ ძვე­ლი "აღ­მო­ჩე­ნე­ბით" გვა­ნე­ბივ­რებს. პი­რა­ქე­თა ტროლ-ფერ­მა­შიც შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ჭუ­ჭყი ისე წყუ­რი­ათ, ვით დაჭ­რილ ირ­მე­ბის გუნდს წყა­რო ან­კა­რა და 3 ივ­ლი­სის 11:30-დან ისე ხარ­ბად ეწა­ფე­ბი­ან, მე­ში­ნია არ და­იხ­რჩონ.

ტრო­ლე­ბის კვე­ბას არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა ერთ მოკ­რძა­ლე­ბულ რჩე­ვას მივ­ცემ, იქ­ნებ ისე­დაც შავ დღე­ში მყო­ფებ­მა თა­ვის კი­დევ უფრო და­ზი­ა­ნე­ბა შე­წყვი­ტონ: ნა­ცე­ბის­გან წა­მო­სუ­ლი კი­თხვა "იმ ცხრა წელს რას აკე­თებ­დი?" ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის მწა­რე ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია. ეს ცინ­გლი­ა­ნი კამ­პა­ნია ისევ ნა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უფრო მუ­შა­ობს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც მათ გვი­ან­დელ აბ­სო­ლუ­ტიზ­მში ჭკვი­ა­ნუ­რი თუ დე­ბი­ლუ­რი სი­ტყვით თუ საქ­მით რა­ი­მე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვწევ­დით.

ამას­თა­ნა­ვე, არა მგო­ნია აწყობ­დეთ იმის კი­დევ ერთხელ ილუსტრი­რე­ბა, რომ მა­გა­ლი­თად, შო­თას გა­სა­შა­ვებ­ლად ან ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ხელ­ფა­სე­ბის და­სა­ნიშ­ნად თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნა­ცებს და ქო­ცებს მშვე­ნივ­რად შეძ­ლე­ბი­ათ.

კვლე­ვებს თუ ჩა­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მშვე­ნივ­რად ხე­დავს და აღ­ვიქ­ვამს, რომ ეს ორი, ბევრ საქ­ცი­ელ­ში ერ­თმა­ნე­თის ასლი პარ­ტია, რა­ტომ­ღაც მა­ინ­ცა და მა­ინც 10 ან მეტი წლის გა­ნა­ვა­ლის ზელ­ვა­ში შე­თა­მაშ­დე­ბა ხოლ­მე და არა მა­გა­ლი­თად, შარლ მი­შე­ლის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ან ნე­ბის­მი­ერ სხვა რა­მე­ში, რაც მათი მავ­ნე კერ­ძო ინ­ტე­რე­სის გარ­და ამ ქვე­ყა­ნას, მის მო­ქა­ლა­ქე­ებს და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ეროვ­ნულ იდე­ას გა­მო­ად­გე­ბო­და.

იმე­დია, ამ 6 თვე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ბნე­ლი­ტე­ბი იპო­ვი­ან თავ­ში ძა­ლას, რომ მათი "პად­პა­რუდ­ჩი­კე­ბი“ ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ზელ­ვას მო­წყვი­ტონ და დრო­ე­ბით მა­ინც, ხალ­ხის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს და­უქ­ვემ­დე­ბა­რონ", - წერს შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაც ქოცი
1

შოთა რო გერქმევა მაგაზე მეტს ვერ იზამ ყოველ ჯერზე როგორც ყოველთვის ჩაიჯ.ი. ისე შოთა ვინ დაგარქვა

გაგარინ
0

ფრიდომ გაგარინ 

ფრიდომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა... ტროლების კვებას არ ვაპირებ" - შოთა დიღმელაშვილი

"პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა... ტროლების კვებას არ ვაპირებ" - შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელითაც მის წინააღმდეგ ბოლო დღეებში აგორებულ კამპანიას ეხმაურება...

"ნაცების" და "ქოცების" თანამშრომლობით დაწყებული არქეოლოგიური გათხრები ამ ჩემი კედლის ქვეშ ახალი თუ კარგად დავიწყებულ ძველი "აღმოჩენებით" გვანებივრებს. პირაქეთა ტროლ-ფერმაშიც შალვა რამიშვილის ჭუჭყი ისე წყურიათ, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა და 3 ივლისის 11:30-დან ისე ხარბად ეწაფებიან, მეშინია არ დაიხრჩონ.

ტროლების კვებას არ ვაპირებ, თუმცა ერთ მოკრძალებულ რჩევას მივცემ, იქნებ ისედაც შავ დღეში მყოფებმა თავის კიდევ უფრო დაზიანება შეწყვიტონ: ნაცებისგან წამოსული კითხვა "იმ ცხრა წელს რას აკეთებდი?" ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მწარე ღიმილის მომგვრელია. ეს ცინგლიანი კამპანია ისევ ნაცების წინააღმდეგ უფრო მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელიც მათ გვიანდელ აბსოლუტიზმში ჭკვიანური თუ დებილური სიტყვით თუ საქმით რაიმე წინააღმდეგობას ვწევდით.

ამასთანავე, არა მგონია აწყობდეთ იმის კიდევ ერთხელ ილუსტრირება, რომ მაგალითად, შოთას გასაშავებლად ან ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საკრებულოებში საკუთარი თავისთვის ხელფასების დასანიშნად თანამშრომლობა ნაცებს და ქოცებს მშვენივრად შეძლებიათ.

კვლევებს თუ ჩახედავთ, ვნახავთ, საზოგადოება მშვენივრად ხედავს და აღვიქვამს, რომ ეს ორი, ბევრ საქციელში ერთმანეთის ასლი პარტია, რატომღაც მაინცა და მაინც 10 ან მეტი წლის განავალის ზელვაში შეთამაშდება ხოლმე და არა მაგალითად, შარლ მიშელის მოლაპარაკებებში, ან ნებისმიერ სხვა რამეში, რაც მათი მავნე კერძო ინტერესის გარდა ამ ქვეყანას, მის მოქალაქეებს და ევროინტეგრაციის ეროვნულ იდეას გამოადგებოდა.

იმედია, ამ 6 თვეში პოლიტიკური ბნელიტები იპოვიან თავში ძალას, რომ მათი "პადპარუდჩიკები“ ზემოთ ხსენებულ ზელვას მოწყვიტონ და დროებით მაინც, ხალხის საუკეთესო ინტერესს დაუქვემდებარონ", - წერს შოთა დიღმელაშვილი.