პოეტი დათო მაღრაძე აცხადებს, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ლექსი, რაც "სხვისი ნაცოდვილარის მისად გასაღების მცდელობაა“.
"ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო სხვისი ნაცოდვილარის ჩემად გასაღების ამაო მცდელობას და ზოგადად, ჩემს გარშემო ატეხილ ინტერნეტაჟიოტაჟს. პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა სიხარულით აღტყინებულ მომწერლო ელემენტებს და მათ ფანებს ჩემი დიდი და გაუთვალისწინებელი აღიარებისათვის, რაც მათ მიერ ჩემი მისამართით ქვის სროლაში გამოიკვეთა. ამ ქვის სროლით მათ აღიარეს, თუ ვის ფონზე გრძნობენ ასე უსუსურად თავს. მე, ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი მათი საცოდავ დღეში ყოფნის მიზეზი. ბოდიშს გიხდით, თქვენი ასეთ სულიერ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის. მერწმუნეთ, რომ თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ, მითუმეტეს, როცა ვწერ. გულწრფელი მადლობა ყველა მოკეთეს…“- აცხადებს დათო მაღრაძე.
გუშინ დათო მაღრაძის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა ლექსი, რომელითაც თითქოს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.