მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო დარტყმები რუსულ ძალებზე ხერსონის მიმართულებით, წინააღმდეგობის მოძრაობა მელიტოპოლში - რა ხდება ფრონტის ხაზზე?
უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო დარტყმები რუსულ ძალებზე ხერსონის მიმართულებით, წინააღმდეგობის მოძრაობა მელიტოპოლში - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

13 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ი­სას, ხერ­სო­ნის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნულ­მა ავი­ა­ცი­ამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცა­ვებ­სა და პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ინ­ფორ­მა­ცია ოპე­რა­ტი­ულ­მა სარ­დლო­ბა "სამ­ხრეთ­მა“ გა­ავ­რცე­ლა.

"ჩვენ­მა ორმა მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნავ­მა ხერ­სო­ნის ოლ­ქის ნო­ვო­პეტ­რივ­კას რა­ი­ონ­ში დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცავ­სა და მტრის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე. ნო­ვო­პეტ­რივ­კას მახ­ლობ­ლად ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ სა­ცე­ცხლე ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გა­ნად­გურ­და 30 რუსი ოკუ­პან­ტი, ერთი ჰა­უ­ბი­ცა, "ურა­გა­ნის" მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა, 4 ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ასე­ვე საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის ორი სა­ცა­ვი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ა­გა­ნე­ტო "უნი­ა­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა გა­სულ ღა­მეს და­ბომ­ბეს დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქის სამი რა­ი­ო­ნი, შე­დე­გად 6000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის გა­რე­შე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი 12 ივ­ლის­საც უტევ­დნენ. დღის შე­მა­ჯა­მე­ბელ პოს­ტში ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე წერს:

"წუ­ხელ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ხერ­სო­ნის რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ ნოვა კხოვ­კა­ში ბა­ზი­რე­ბულ რუ­სულ ნა­წი­ლებ­სა და სა­წყო­ბებ­ზე დიდი სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. სა­წყო­ბი, ცო­ცხა­ლი ძალა და ტექ­ნი­კა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. აფეთ­ქე­ბის ტალ­ღა ისე­თი ძლი­ე­რი იყო და შემ­დგომ ამუ­ნი­ცი­ის დე­ტო­ნა­ცი­ას ისე­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა, რომ ერთი კი­ლო­მეტ­რის მას­შტა­ბით ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვია. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მე­ო­რე­დაც და­ბომ­ბეს რუ­სუ­ლი სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტე­ბი, თუმ­ცა მას­შტა­ბი შე­და­რე­ბით მცი­რე იყო. ნოვა კა­ხოვ­კა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რომ­ლის აღე­ბაც რუ­სებ­მა ომის პირ­ვე­ლი­ვე დღეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, სრუ­ლი­ად უბ­რძოლ­ვე­ლად მო­ა­ხერ­ხეს. კა­ხოვ­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყალ­სა­ცა­ვია, რომ­ლი­და­ნაც სპე­ცი­ა­ლუ­რი არ­ხით წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა ყი­რიმს, თუმ­ცა ყი­რიმ­თან ახ­ლოს უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­და­კე­ტი­ლი ჰქონ­დათ იგი - ყი­რი­მის ანექ­სი­ის გამო. ქა­ლა­ქის აღე­ბა რუ­სე­ბი­სათ­ვის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და. ხერ­სო­ნის შემ­დეგ რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ლა­ქი სწო­რედ ნოვა კა­ხოვ­კაა. თუკი მო­სახ­ლე­ო­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად მცი­რე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით დახ­ვდა რუ­სულ ჯარს, ახლა სი­ტუ­ა­ცია ნელ-ნელა იც­ვლე­ბა - რუ­სე­ბის ქა­ლაქ­ში ყოფ­ნა ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვაა.

იე­რი­ში ხერ­სო­ნის რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ ნოვა კა­ხოვ­კა­ში ბა­ზი­რე­ბულ რუ­სულ ნა­წი­ლებ­სა და სა­წყო­ბებ­ზე

ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში ასე­ვე და­ი­ბომ­ბა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი ჩერ­ნო­ბა­ევ­კას­თან (ხერ­სო­ნის გა­რე­უ­ბა­ნი, აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია და მისი მო­მიჯ­ნა­ვე სივ­რცე). შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ, რომ სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რე­ბე­ლია რუ­სე­ბის მხრი­დან ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი­დევ ერთხელ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და ნა­წი­ლე­ბის თავ­მოყ­რა მას შემ­დეგ, რაც იქ 30-ჯერ მა­ინც გა­ა­ნად­გუ­რეს რუ­სუ­ლი ნა­წი­ლე­ბი, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა ასე მარ­ტი­ვი არაა - ხერ­სო­ნის და­სა­ცა­ვად რუ­სებს ია­რა­ღი და მძი­მე ტექ­ნი­კა სჭირ­დე­ბათ. ხერ­სო­ნის მო­მიჯ­ნა­ვედ, და­სავ­ლე­თი­სა­კენ, ანუ იქი­დან, სა­ი­და­ნაც შე­ტე­ვას ელო­დე­ბი­ან რუ­სე­ბი, არის ჩერ­ნო­ბა­ევ­კა. სწო­რედ იქ უყ­რი­ან რუ­სე­ბი თა­ვი­ანთ შემ­ტევ და დამ­ცავ ნა­წი­ლებ­საც, რად­გან სხვა ად­გი­ლი თავ­მოყ­რი­სათ­ვის უბ­რა­ლოდ, არ აქვთ. თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე, რამ­დენ­ჯე­რაც პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მაგ­რე­ბა და­ი­წყეს რუ­სებ­მა, მისი ევა­კუ­ა­ცია მო­უ­წი­ათ ან უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს ისი­ნი. ამი­ტო­მაა, რომ რუ­სებს ბევ­რი არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ და გრძელ­ვა­დი­ა­ნად ქა­ლა­ქის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა", - წერს ექ­სპერ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სებს მათი თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­ის პი­რო­ბებ­ში - გა­უ­ჭირ­დე­ბათ და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

ამას­თა­ნა­ვე, 12 ივ­ლისს რუ­სე­ბი მთე­ლი დღე ინ­ტენ­სი­უ­რად ბომ­ბავ­დნენ ხერ­სო­ნის რა­ი­ო­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ას, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნელ­თა კონ­ტროლ­ქვე­შაა. რუ­სე­ბი ბომ­ბა­ვენ მო­მიჯ­ნა­ვე მი­კო­ლა­ი­ვის რა­ი­ონ­საც.

"მათი სა­მიზ­ნე­ე­ბი სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი არაა, ისი­ნი გა­ნურ­ჩევ­ლად ეს­ვრი­ან ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სებს არ­ტი­ლე­რი­ის მხრივ უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სი­ზუს­ტით ჯაბ­ნი­ან მათ", - წერს გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

გუ­შინ ასე­ვე და­ი­ბომ­ბა ზა­პო­რი­ჟი­ას ოლ­ქში მე­ლი­ტო­პო­ლის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა. ცე­ცხლი მძვინ­ვა­რებ­და ქა­ლა­ქის სამ­ხრე­თი­თაც, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­როს სა­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"მე­ლი­ტო­პოლ­ში და მის ირ­გვლივ უკ­რა­ი­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა აქ­ტი­უ­რია. ისი­ნი ან უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თავ­დას­ხმებს რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ან და­ზუს­ტე­ბულ კო­ორ­დი­ნა­ტებს აწ­ვდი­ან უკ­რა­ი­ნე­ლებს და იქი­დან სა­არ­ტი­ლე­რიო ან სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ნად­გურ­დე­ბა. ამ ფონ­ზე რუ­სებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩა­ე­კე­ტათ ქა­ლა­ქის ყვე­ლა შე­სას­ვლე­ლი და გა­სას­ვლე­ლი. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, თუ ზუს­ტად რა იქ­ნე­ბა შემ­დგომ, თუმ­ცა რუ­სუ­ლი ტე­რო­რი ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­დვი­ლად მო­სა­ლოდ­ნე­ლია...

და­მა­ტე­ბით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თვით­მა­ვა­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბი - "კრა­ბე­ბი" - ჩა­ვი­და პო­ლო­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, თან­და­თან, ხა­რის­ხობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ტი­ლე­რია უპი­რა­ტე­სი გახ­დე­ბა რუ­სულ­თან შე­და­რე­ბით", - წერს ექ­სპერ­ტი.

12 ივ­ლისს­ვე უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რი­ეს რუ­სუ­ლი ჯა­რის რამ­დე­ნი­მე თავ­დას­ხმა ხარ­კო­ვის ოლ­ქის დე­მენ­ტი­ევ­კას მახ­ლობ­ლად და შე­ა­ჩე­რეს მტრის მცდე­ლო­ბა ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით წინ წა­სუ­ლი­ყო, რის თა­ო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გენშტაბ­მა გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ხარ­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტერ­მა და­ბომ­ბა ქა­ლა­ქი ხარ­კო­ვი და და­სახ­ლე­ბე­ბი სოს­ნოვ­კა, სტა­რა­ია გნი­ლი­ცა, უკ­რა­ინ­კა, ზა­მუ­ლოვ­კა, პეტ­როვ­კა, ჩერ­კა­სი ტიშ­კი, კო­რო­ბო­ჩკი­ნო, პრუ­დი­ან­კა, ჩერ­ნოგ­ლა­ზოვ­კა, კუ­ტუ­ზოვ­კა, სტა­რი სალ­ტო­ვი, ნო­ვოე, ბა­ი­რა­კევ­კა, დე­ლო­მენ­ტი.

"დამ­პყრობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­დევ­ნას დე­მენ­ტი­ევ­კას რა­ი­ო­ნი­დან, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რი­ეს რამ­დე­ნი­მე თავ­დას­ხმა მი­თი­თე­ბულ სო­ფელ­ზე და მტე­რი აი­ძუ­ლეს უკან და­ე­ხია.

ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა და­ფიქ­სირ­და ბე­რეს­ტო­ვოს, სო­ლე­და­რის, ვერ­ში­ნას, ნო­ვო­ლუ­განსკო­ეს, ბახ­მუ­ტის, ია­კოვ­ლევ­კას, მა­ი­ორსკის და­სახ­ლე­ბებ­ში და სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი ბე­რეს­ტო­ვო­ეს, ბე­ლო­გო­როვ­კას, ვერ­ში­ნა­სა და ია­კოვ­ლევ­კას მახ­ლობ­ლად.

წინსვლის მცდე­ლო­ბი­სას მტერ­მა ზი­ა­ნი გა­ნი­ცა­და და ქა­ო­ტუ­რად უკან და­ხე­ვა და­ი­წყო“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ია­რა­ღის სის­ტე­მე­ბის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და სხვა ლე­ტა­ლუ­რი და არა­ლე­ტა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ გა­და­ე­ცა.

შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"2022 წელს გერ­მა­ნი­ამ გა­ზარ­და თა­ვი­სი სახ­სრე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად 2 მი­ლი­არდ ევ­რომ­დე. ეს და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი ძი­რი­თა­დად გან­კუთ­ვნი­ლია უკ­რა­ი­ნის­თვის, ასე­ვე გერ­მა­ნი­ის შე­ნა­ტა­ნე­ბის­თვის ევ­რო­პულ სამ­შვი­დო­ბო ფონდში, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის გა­წე­უ­ლი სამ­ხედ­რო ზო­მე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სია მო­ი­ცავს : 3000 ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნ Panzerfaust 3-ს, 14 900 ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღმს, 500 ერ­თე­ულ Stinger-ის 500 ერ­თე­ულ პორ­ტა­ტულ სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას, Strelar-ის 2.700 ერ­თე­ულ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მას, 7 თვით­მა­ვალ Panzerhaubitze-ის ჰა­უ­ბი­ცას, 21.8 მი­ლი­ო­ნი ვაზ­ნას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის, 100 000 ხელ­ყუმ­ბა­რას, დრო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 10 ია­რაღს, 280 ერ­თე­ულ ავ­ტო­მო­ბილს (სატ­ვირ­თო, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ყველ­გან­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი) და სხვ".

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
1

ჯერ თქვენი ტერიტორიები დაიბრუნეთ უკრაინელებო და მერე რუსეთსაც ჩამოაჭერით ერთი-ორი, მაინც დიდია

mix0
7

დასავლეთის-გრანტიჭამიებო-რატომ-გინდათ-საქართველო-დაღუპოთ-ვერ-მოესწრებით-ვერ-გახსნით-მეორე-ფრონტს-რაცარუნდა-ბევრი-ფული-თქვლიფით-თქვე-გამყიდველებო-ვერ-მოესწრებით-ძან-ცოტანი-ხართ-ოცნებობთ-გირი-დამგვანოთ-მარიოპოლს-ერთხელ-გაკეთეთ-2008ში-ახლა-იგივე-გინდათ-დასავლეთის-ფულის-გამო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო დარტყმები რუსულ ძალებზე ხერსონის მიმართულებით, წინააღმდეგობის მოძრაობა მელიტოპოლში - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინელების საჰაერო და სარაკეტო დარტყმები რუსულ ძალებზე ხერსონის მიმართულებით, წინააღმდეგობის მოძრაობა მელიტოპოლში - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

13 ივლისს, გამთენიისას, ხერსონის ოლქში უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავებსა და პირად შემადგენლობაზე დარტყმა განახორციელა, - ინფორმაცია ოპერატიულმა სარდლობა "სამხრეთმა“ გაავრცელა.

"ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ნოვოპეტრივკას რაიონში დარტყმა განახორციელა საბრძოლო მასალის საცავსა და მტრის კონცენტრაციაზე. ნოვოპეტრივკას მახლობლად ხერსონის რაიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, ერთი ჰაუბიცა, "ურაგანის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა, ასევე საბრძოლო მასალების ორი საცავი.

უკრაინული სააგანეტო "უნიანის" ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი რაიონი, შედეგად 6000-ზე მეტი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე.

როგორც ცნობილია, ხერსონის მიმართულებაზე უკრაინული ძალები 12 ივლისსაც უტევდნენ. დღის შემაჯამებელ პოსტში ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე წერს:

"წუხელ უკრაინელებმა ხერსონის რაიონის ქალაქ ნოვა კხოვკაში ბაზირებულ რუსულ ნაწილებსა და საწყობებზე დიდი სარაკეტო იერიში მიიტანეს. საწყობი, ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურებულია. აფეთქების ტალღა ისეთი ძლიერი იყო და შემდგომ ამუნიციის დეტონაციას ისეთი შედეგები მოჰყვა, რომ ერთი კილომეტრის მასშტაბით ნგრევა გამოიწვია. დღის განმავლობაში უკრაინელებმა მეორედაც დაბომბეს რუსული სამიზნე ობიექტები, თუმცა მასშტაბი შედარებით მცირე იყო. ნოვა კახოვკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის აღებაც რუსებმა ომის პირველივე დღეს, პრაქტიკულად, სრულიად უბრძოლველად მოახერხეს. კახოვკაში მნიშვნელოვანი წყალსაცავია, რომლიდანაც სპეციალური არხით წყალი მიეწოდება ყირიმს, თუმცა ყირიმთან ახლოს უკრაინელებს გადაკეტილი ჰქონდათ იგი - ყირიმის ანექსიის გამო. ქალაქის აღება რუსებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. ხერსონის შემდეგ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი სწორედ ნოვა კახოვკაა. თუკი მოსახლეობა თავდაპირველად მცირე წინააღმდეგობით დახვდა რუსულ ჯარს, ახლა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება - რუსების ქალაქში ყოფნა ქალაქის უსაფრთხოებისათვის უმთავრესი გამოწვევაა.

იერიში ხერსონის რაიონის ქალაქ ნოვა კახოვკაში ბაზირებულ რუსულ ნაწილებსა და საწყობებზე

ხერსონის რაიონში ასევე დაიბომბა რუსული სამხედრო ნაწილები ჩერნობაევკასთან (ხერსონის გარეუბანი, აეროპორტის ტერიტორია და მისი მომიჯნავე სივრცე). შეიძლება იფიქროთ, რომ სრულიად დაუჯერებელია რუსების მხრიდან ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ სამხედრო ტექნიკისა და ნაწილების თავმოყრა მას შემდეგ, რაც იქ 30-ჯერ მაინც გაანადგურეს რუსული ნაწილები, მაგრამ ვითარება ასე მარტივი არაა - ხერსონის დასაცავად რუსებს იარაღი და მძიმე ტექნიკა სჭირდებათ. ხერსონის მომიჯნავედ, დასავლეთისაკენ, ანუ იქიდან, საიდანაც შეტევას ელოდებიან რუსები, არის ჩერნობაევკა. სწორედ იქ უყრიან რუსები თავიანთ შემტევ და დამცავ ნაწილებსაც, რადგან სხვა ადგილი თავმოყრისათვის უბრალოდ, არ აქვთ. თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც პოზიციების გამაგრება დაიწყეს რუსებმა, მისი ევაკუაცია მოუწიათ ან უკრაინელებმა გაანადგურეს ისინი. ამიტომაა, რომ რუსებს ბევრი არჩევანი არ აქვთ და გრძელვადიანად ქალაქის შენარჩუნება", - წერს ექსპერტი.

მისივე თქმით, რუსებს მათი თავდაცვის სტრატეგიის პირობებში - გაუჭირდებათ და უკრაინელები მას აუცილებლად გაათავისუფლებენ.

ამასთანავე, 12 ივლისს რუსები მთელი დღე ინტენსიურად ბომბავდნენ ხერსონის რაიონის იმ ტერიტორიას, რომლებიც უკრაინელთა კონტროლქვეშაა. რუსები ბომბავენ მომიჯნავე მიკოლაივის რაიონსაც.

"მათი სამიზნეები სამხედრო ობიექტები არაა, ისინი განურჩევლად ესვრიან ყველასა და ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს არტილერიის მხრივ უპირატესობა აქვთ, უკრაინელები სიზუსტით ჯაბნიან მათ", - წერს გიორგი კობერიძე.

გუშინ ასევე დაიბომბა ზაპორიჟიას ოლქში მელიტოპოლის რუსული სამხედრო ბაზა. ცეცხლი მძვინვარებდა ქალაქის სამხრეთითაც, რუსული სამხედროს საწყობის მიმართულებით.

"მელიტოპოლში და მის ირგვლივ უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობა აქტიურია. ისინი ან უშუალოდ ახორციელებენ თავდასხმებს რუსების წინააღმდეგ ან დაზუსტებულ კოორდინატებს აწვდიან უკრაინელებს და იქიდან საარტილერიო ან სარაკეტო იერიშის შედეგად რუსული პოზიციები ნადგურდება. ამ ფონზე რუსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეკეტათ ქალაქის ყველა შესასვლელი და გასასვლელი. რთული სათქმელია, თუ ზუსტად რა იქნება შემდგომ, თუმცა რუსული ტერორი ქალაქის მოსახლეობის წინააღმდეგ ნამდვილად მოსალოდნელია...

დამატებით, დიდი რაოდენობით თვითმავალი საარტილერიო დანადგარები - "კრაბები" - ჩავიდა პოლონეთიდან უკრაინაში. როგორც აღვნიშნე, თანდათან, ხარისხობრივი თვალსაზრისით, უკრაინული არტილერია უპირატესი გახდება რუსულთან შედარებით", - წერს ექსპერტი.

12 ივლისსვე უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა ხარკოვის ოლქის დემენტიევკას მახლობლად და შეაჩერეს მტრის მცდელობა ბახმუტის მიმართულებით წინ წასულიყო, რის თაობაზეც ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა დაბომბა ქალაქი ხარკოვი და დასახლებები სოსნოვკა, სტარაია გნილიცა, უკრაინკა, ზამულოვკა, პეტროვკა, ჩერკასი ტიშკი, კორობოჩკინო, პრუდიანკა, ჩერნოგლაზოვკა, კუტუზოვკა, სტარი სალტოვი, ნოვოე, ბაირაკევკა, დელომენტი.

"დამპყრობლები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას დემენტიევკას რაიონიდან, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს რამდენიმე თავდასხმა მითითებულ სოფელზე და მტერი აიძულეს უკან დაეხია.

ბახმუტის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა ბერესტოვოს, სოლედარის, ვერშინას, ნოვოლუგანსკოეს, ბახმუტის, იაკოვლევკას, მაიორსკის დასახლებებში და საჰაერო დარტყმები ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, ვერშინასა და იაკოვლევკას მახლობლად.

წინსვლის მცდელობისას მტერმა ზიანი განიცადა და ქაოტურად უკან დახევა დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საინტერესოა, რომ გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა იარაღის სისტემების, აღჭურვილობის და სხვა ლეტალური და არალეტალური დახმარების სია, რომელიც უკრაინას ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაეცა.

შესაბამისი დოკუმენტი გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

"2022 წელს გერმანიამ გაზარდა თავისი სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევრომდე. ეს დამატებითი თანხები ძირითადად განკუთვნილია უკრაინისთვის, ასევე გერმანიის შენატანებისთვის ევროპულ სამშვიდობო ფონდში, საიდანაც შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო ზომების ხარჯების ანაზღაურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია მოიცავს : 3000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ Panzerfaust 3-ს, 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, 500 ერთეულ Stinger-ის 500 ერთეულ პორტატულ სარაკეტო სისტემას, Strelar-ის 2.700 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 7 თვითმავალ Panzerhaubitze-ის ჰაუბიცას, 21.8 მილიონი ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 100 000 ხელყუმბარას, დრონის საწინააღმდეგო 10 იარაღს, 280 ერთეულ ავტომობილს (სატვირთო, მიკროავტობუსები, ყველგანმავალი მანქანები) და სხვ".