უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა ხარკოვის ოლქის დემენტიევკას მახლობლად და შეაჩერეს მტრის მცდელობა ბახმუტის მიმართულებით წინ წასულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მტერმა დაბომბა ქალაქი ხარკოვი და დასახლებები სოსნოვკა, სტარაია გნილიცა, უკრაინკა, ზამულოვკა, პეტროვკა, ჩერკასი ტიშკი, კორობოჩკინო, პრუდიანკა, ჩერნოგლაზოვკა, კუტუზოვკა, სტარი სალტოვი, ნოვოე, ბაირაკევკა, დელომენტი.
„დამპყრობლები ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნას დემენტიევკას რაიონიდან, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს რამდენიმე თავდასხმა მითითებულ სოფელზე და მტერი აიძულეს უკან დაეხია.
ბახმუტის მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა ბერესტოვოს, სოლედარის, ვერშინას, ნოვოლუგანსკოეს, ბახმუტის, იაკოვლევკას, მაიორსკის დასახლებებში და საჰაერო დარტყმები ბერესტოვოეს, ბელოგოროვკას, ვერშინასა და იაკოვლევკას მახლობლად.
წინსვლის მცდელობისას მტერმა ზიანი განიცადა და ქაოტურად უკან დახევა დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინული საინფორმაციოს მარგალიტები: უკრაინელები მედგრად იხევენ უკან, შეშინებული რუსები მისდევენ. ან კიდე ესა: უკრაინა ახორციელებს შეტევებს ყველა მიმართულებით რუსებმა დაიკავეს დასახლებული პუნქტები ... (და ჩამონათვალი).
ადრე საღამოს ძილისპირული იყო გადაცემა ზღაპრებს უყვებოდნენ ბავშვებს ეხლა სხვა დროა ბავშსაც აღარ სჯერავს ნაცარქექიების ზღაპრები არც ხუნთკუნჭულასი და მითიმეტეს უკრაინელი ასფურცელასი