წერილში მოტანილი "ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, - ასე პასუხობს "ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, გაუგებარია, თუ "რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება“.
"ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები",- აღნიშნავს კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო „ქართუ ბანკიდან" გიორგი კვირიკაშვილის წასვლას შეეხებაც. კერძოდ, როგორც პრემიერი აღნიშნავდა, მუქარითა და ზეწოლით „ქართუს“ სტრუქტურების დაშლას ცდილობდნენ, თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. მისივე თქმით, "იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“.
ასევე იხილეთ: