სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და სე­მეკ­თან არ­სე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ნუგ­ზარ ბე­რი­ძემ სას­წავ­ლო ცენ­ტრის რე­გუ­ლი­რე­ბის ტრე­ნინგ კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის­თვის მო­ნა­წი­ლე­ებს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­დას­ცეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სე­მე­კის, სას­წავ­ლო ცენ­ტრის, ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სე­მეკ­თან არ­სე­ბულ ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 3-თვი­ა­ნი ტრე­ნინგ კურ­სი - „რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში“. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კურ­სის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლეს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი, მოქ­მე­დი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო, ბაზ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის პრინ­ცი­პე­ბი, სა­ტა­რი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბა, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რის რე­გუ­ლი­რე­ბის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი. კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­დნენ შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სე­მე­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, პარტნი­ორ უცხო­ურ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ებს შო­რის, ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში სე­მე­კი ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც და­ა­ფუძნა სას­წავ­ლო ცენ­ტრი.

„სე­მე­კის მი­ზა­ნი იყო და არის, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი გა­დამ­ზად­დეს, მი­ე­წო­დოს უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ. სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ვე­ცით წარ­მა­ტე­ბულ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლებ­მაც აი­მაღ­ლეს კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­იმ­ყა­რეს რო­გორც დარ­გობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კის, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აუ­დი­ტის სა­კი­თხებ­ზე, ასე­ვე გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეს ზო­გა­დი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბიზ­ნე­სის ანა­ლი­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ნუგ­ზარ ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სას­წავ­ლო კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დოქ­ტო­რან­ტე­ბი და ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი.

„რე­გუ­ლი­რე­ბის კურ­სის მო­ნა­წი­ლე­თა შერ­ჩე­ვი­სას მი­ვი­ღეთ 300-მდე აპ­ლი­კან­ტის გა­ნა­ცხა­დი, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბა დი­დია, აი­მაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხებ­ზე. სას­წავ­ლო ცენ­ტრი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ახა­ლი კურ­სებს და­ა­ა­ნონ­სებს, რომ­ლე­ბიც მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ზე, მათ შო­რის, იმ ჯგუ­ფებ­ზეც, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბი­ან ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორს, თუმ­ცა აქვთ სურ­ვი­ლი, მი­ი­ღონ მეტი ინ­ფორ­მა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ ბე­რი­ძემ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ სასწავლო ცენტრის რეგულირების ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები.

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობდა 3-თვიანი ტრენინგ კურსი - „რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში“. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში შეისწავლეს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების საფუძვლები, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, ბაზრების მონიტორინგის პრინციპები, სატარიფო რეგულირება, წყალმომარაგების სექტორის რეგულირების ძირითადი ასპექტები. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სემეკის წარმომადგენლები.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, პარტნიორ უცხოურ მარეგულირებელ კომისიებს შორის, ენერგეტიკის სექტორში სემეკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფუძნა სასწავლო ცენტრი.

„სემეკის მიზანი იყო და არის, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი გადამზადდეს, მიეწოდოს უახლესი ინფორმაციები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შესახებ. სერტიფიკატები გადავეცით წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია და გაიმყარეს როგორც დარგობრივი კომპეტენციები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სატარიფო პოლიტიკის, მარეგულირებელი აუდიტის საკითხებზე, ასევე გაიუმჯობესეს ზოგადი კომპეტენციები სამართლებრივი ჩარჩოს, ენერგეტიკული ბიზნესის ანალიზის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის, ნუგზარ ბერიძის განმარტებით, სასწავლო კურსის მონაწილეები იყვნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები, დოქტორანტები და ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული დამწყები ბიზნესმენები.

„რეგულირების კურსის მონაწილეთა შერჩევისას მივიღეთ 300-მდე აპლიკანტის განაცხადი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებაში დაინტერესება დიდია, აიმაღლონ კვალიფიკაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე. სასწავლო ცენტრი უახლოეს ხანებში ახალი კურსებს დააანონსებს, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა ჯგუფებზე, მათ შორის, იმ ჯგუფებზეც, რომლებიც თავისი საქმიანობით პირდაპირ არ უკავშირდებიან ენერგეტიკის სექტორს, თუმცა აქვთ სურვილი, მიიღონ მეტი ინფორმაცია“, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

NS