მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით ხსნის ცნობილი პედიატრი ბავშვებში სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გააქტიურებას და რას ურჩევს მშობლებს?
რით ხსნის ცნობილი პედიატრი ბავშვებში სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გააქტიურებას და რას ურჩევს მშობლებს?

პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბულ ვირუ­სებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს კოკ­სა­სის ვირუს­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­ში ძი­რი­თა­დად გა­მო­ნა­ყა­რის სა­ხით ვლინ­დე­ბა. პე­დი­ატ­რი მშობ­ლებს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს სთა­ვა­ზობს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თად შეძ­ლე­ბენ ბავ­შვე­ბის დაც­ვას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის­გან...

ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი:

"ძვირ­ფა­სო მშობ­ლე­ბო, ვიცი, ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ხართ თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის ხში­რი ავა­დო­ბით ამ სე­ზონ­ზე სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით! შე­ვეც­დე­ბი აგიხ­სნათ თუ რა არის ამის მი­ზე­ზი, ისე­დაც ცნო­ბი­ლია თქვენ­თვის, რომ 2-6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის ხში­რი ავა­დო­ბა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, რაც ნორ­მად ით­ვლე­ბა, სხვაგ­ვა­რად მათ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვერ ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ, მაგ­რამ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოგ­ვა­ბეზ­რეს თავი ვირუ­სებ­მა, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ჩვენ, კო­ვი­დის დ მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო ხე­ლოვ­ნუ­რად "მი­ვა­ძი­ნეთ" სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ციკ­ლი. ვირუ­სი ვერ მრავ­ლდე­ბა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის გა­რე­შე, ის იჭ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ძი­რი­თა­დად აირ-წვე­თო­ვა­ნი გზით და იწყებს გამ­რავ­ლე­ბას ლორ­წო­ვან გარ­სებ­ში, ჩვენ­მა ჩა­კე­ტი­ლო­ბამ, ნიღ­ბე­ბის ხმა­რე­ბამ, სო­ცი­ა­ლურ­მა დის­ტან­ცი­რე­ბამ, ბავ­შვთა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ხურ­ვამ (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ვირუ­სე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი ჩვე­ნი პა­ტა­რე­ბი არი­ან) შე­ა­ფერ­ხა მათი სე­ზო­ნუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სე­ბი, რო­გორც კი მო­იხ­სნა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მა­თაც "აი­წყვი­ტეს“ და ერ­თდრო­უ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და მათი უმე­ტე­სო­ბა, ამი­ტომ ხდე­ბა მათი ზედ­დე­ბა, დღეს ერ­თდრო­უ­ლად ვხვდე­ბით რინო, ადე­ნო, რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­ა­ლურ, კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის სხვა­დას­ხვა შტმებს, გრიპს, რო­ტა­ვირუსს, ენ­ტე­რო­ვირუსს, და ა.შ

ყვე­ლა ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას მეტ-ნაკ­ლე­ბად თით­ქმის ერ­თნა­ი­რი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი ახა­სი­ა­თებს, ცხე­ლე­ბა, რი­ნო­რეა და რი­ნო­ობსტრუქ­ცია, ხვე­ლა და თა­ვის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დი­ა­რეა, გუ­ლის­რე­ვა პირ­ღე­ბი­ნე­ბა და ა.შ ვირუსს ახა­სი­ა­თებს ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი, კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ის პე­რი­ო­დი და უკუ­გან­ვი­თა­რე­ბა, ჯამ­ში მაქ­სი­მუმ ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის ციკ­ლი 10 დღე­ში მთავ­რდე­ბა! ვირუსს მხო­ლოდ სიმპტო­მუ­რი მარ­თვა სჭირ­დე­ბა და ის მთავ­რდე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ, თუ გარ­თუ­ლე­ბებს არ აქვს ად­გი­ლი!

დღეს აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია კოკ­სა­კის ვირუ­სი,რო­მე­ლიც ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ის უჯრედ­ში­და პა­რა­ზი­ტია და მრავ­ლდე­ბა ლორ­წო­ვან გარ­სებ­ში, იჭ­რე­ბა ლიმ­ფურ ქსო­ვილ­ში, ნაწ­ლა­ვებ­ში, ცხვირ-ხა­ხა­ში, სის­ხლში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ იწ­ვევს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას, ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი კონ­ტა­გი­ო­ზუ­რო­ბით, გა­და­ე­ცე­მა კონ­ტაქ­ტუ­რი და აირ-წვე­თო­ვა­ნი გზით, ასე­ვე ორა­ლურ-ფე­კა­ლუ­რით, დღე­ვან­დელ დღეს ცნო­ბი­ლია ამ გა­მომ­წვე­ვის 30 ფორ­მა, ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში, ცნო­ბი­ლია კოკ­სა­კი A (24 სე­რო­ტი­პი) და კოკ­სა­კი B6 სე­რო­ტი­პი) დღეს ძი­რი­თა­დად კოკ­სა­კი A არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს კანს და ლორ­წო­ვან გარ­სებს,ახა­სი­ა­თებს გა­მო­ნა­ყა­რი პი­რის ღრუ­ში, ცხვირ-ტუ­ჩის ირ­გვლივ,ფე­ხის გუ­ლებ­ზე და ხე­ლის­გუ­ლებ­ზე (ხელ-ფეხ-პი­რის და­ა­ვა­დე­ბა­საც უწო­დე­ბენ მას) შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სტო­მა­ტი­ტი,კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი, გა­მო­ნა­ყა­რი თან­და­თან მრავ­ლდე­ბა და ღე­ბუ­ლობს ბუშ­ტუ­კო­ვან ხა­სი­ათს, ახა­სი­ა­თებს მტკივ­ნე­უ­ლო­ბა და ხში­რად მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ერთ კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა, რა­საც მოყ­ვე­ბა ზე­მო­თაღ­წე­რი­ლი კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა!

ტემ­პე­რა­ტუ­რა ხში­რად ჰექ­ტი­უ­რია, მაგ­რამ სხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით შე­იძ­ლე­ბა თვით­რე­გუ­ლა­ცია გა­ნი­ცა­დოს ან­ტი­პი­რე­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე, კოკ­სა­კის ვირუ­სი არც ჩუ­ტყვა­ვი­ლაა და არც მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის ვირუ­სი, არ შე­შინ­დეთ!!! თუმ­ცა იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბიც ახ­ლდეს, ამი­ტომ სა­ჭი­როა დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი თქვენს ექიმ­თან!

პრე­ვენ­ცი­უ­ლი და სამ­კურ­ნა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იგი­ვეა,რაც ყვე­ლა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს! ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა! ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა! დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის მი­ღე­ბა! ოთა­ხე­ბის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა და სვე­ლი წე­სით და­ლა­გე­ბა! ზე­და­პი­რე­ბის ხში­რი გაწ­მენ­და! თა­ვის შე­კა­ვე­ბა ადა­მი­ან­თა, კერ­ძოდ ბავ­შვთა თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ავად­მყო­ფი ბავ­შვის ვი­ზი­ტის­გან! აუ­ზებ­ში, ქვი­შა­ში, სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბით სხვა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა! დრო­ე­ბი­თი იზო­ლა­ცია! ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­რე­ცხვა! თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უა­რის თქმა (არ შე­იძ­ლე­ბა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის და ჰორ­მო­ნის შემ­ცვე­ლი მა­ლა­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა) თუ გა­ხან­გრძლივ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, ბავ­შვს აღე­ნიშ­ნა ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, ძი­ლი­ა­ნო­ბა, თა­ვის და ყუ­რის ტკი­ვი­ლი, უარს აცხა­დებს საკ­ვე­ბის და სი­თხის მი­ღე­ბა­ზე, მოხ­და გა­მო­ნა­ყა­რის ინ­ფი­ცი­რე­ბა…

მი­მარ­თეთ თქვენს ექიმს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ პა­ტა­რე­ბო, თქვენს მშობ­ლებს კი თქვე­ნი კარ­გად ყოფ­ნით მი­ნი­ჭე­ბულ ბედ­ნი­ე­რე­ბას! მუ­დამ თქვენს გვერ­დით სიყ­ვა­რუ­ლით..."

სოლომონი
1

და რა თქვა ეხლა რაც არ ვიცოდით?! მთელი სტატია წავიკითხე და ბოლოს უწერია თუ გართულდა მიდით თქვენ ექიმთანო..:) თუ დარჩნენ ექიმებიკი მივალთ ,თუმცა მტერსაც არ უსურვებ ბავშვის ავად ყოფნას ყველა ღმერთმა დაგვიფაროს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რით ხსნის ცნობილი პედიატრი ბავშვებში სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გააქტიურებას და რას ურჩევს მშობლებს?

რით ხსნის ცნობილი პედიატრი ბავშვებში სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გააქტიურებას და რას ურჩევს მშობლებს?

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ბოლო დროს გავრცელებულ ვირუსებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მამუჩიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კოკსასის ვირუსზე, რომელიც ბავშვებში ძირითადად გამონაყარის სახით ვლინდება. პედიატრი მშობლებს პრევენციულ ღონისძიებებს სთავაზობს, რომლის საშუალებითად შეძლებენ ბავშვების დაცვას გავრცელებული ვირუსებისგან...

ინგა მამუჩიშვილი:

"ძვირფასო მშობლებო, ვიცი, ძალიან შეშფოთებულები ხართ თქვენი პატარების ხშირი ავადობით ამ სეზონზე სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით! შევეცდები აგიხსნათ თუ რა არის ამის მიზეზი, ისედაც ცნობილია თქვენთვის, რომ 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხშირი ავადობა ვირუსული ინფექციებით, რაც ნორმად ითვლება, სხვაგვარად მათ იმუნური სისტემა ვერ ჩამოუყალიბდებათ, მაგრამ წელს განსაკუთრებულად მოგვაბეზრეს თავი ვირუსებმა, ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ, კოვიდის დ მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ხელოვნურად "მივაძინეთ" სეზონური ვირუსების განვითარების ციკლი. ვირუსი ვერ მრავლდება ცოცხალი ორგანიზმის გარეშე, ის იჭრება ადამიანის ორგანიზმში ძირითადად აირ-წვეთოვანი გზით და იწყებს გამრავლებას ლორწოვან გარსებში, ჩვენმა ჩაკეტილობამ, ნიღბების ხმარებამ, სოციალურმა დისტანცირებამ, ბავშვთა დაწესებულებების დახურვამ (მოგეხსენებათ, რომ ვირუსების ძირითადი გამავრცელებლები ჩვენი პატარები არიან) შეაფერხა მათი სეზონური განვითარების პროცესები, როგორც კი მოიხსნა რეგულაციები, შეიძლება ითქვას, რომ მათაც "აიწყვიტეს“ და ერთდროულად გააქტიურდა მათი უმეტესობა, ამიტომ ხდება მათი ზედდება, დღეს ერთდროულად ვხვდებით რინო, ადენო, რესპირატორულ-სინციტიალურ, კორონავირუსების სხვადასხვა შტმებს, გრიპს, როტავირუსს, ენტეროვირუსს, და ა.შ

ყველა ვირუსულ ინფექციას მეტ-ნაკლებად თითქმის ერთნაირი კლინიკური სურათი ახასიათებს, ცხელება, რინორეა და რინოობსტრუქცია, ხველა და თავის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, დიარეა, გულისრევა პირღებინება და ა.შ ვირუსს ახასიათებს ინკუბაციური პერიოდი, კლინიკური სიმპტომების აქტივაციის პერიოდი და უკუგანვითარება, ჯამში მაქსიმუმ ვირუსის განვითარების ციკლი 10 დღეში მთავრდება! ვირუსს მხოლოდ სიმპტომური მართვა სჭირდება და ის მთავრდება უპრობლემოდ, თუ გართულებებს არ აქვს ადგილი!

დღეს აქტიურ ფაზაშია კოკსაკის ვირუსი,რომელიც ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, ის უჯრედშიდა პარაზიტია და მრავლდება ლორწოვან გარსებში, იჭრება ლიმფურ ქსოვილში, ნაწლავებში, ცხვირ-ხახაში, სისხლში მოხვედრის შემდეგ იწვევს ინტოქსიკაციას, ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით, გადაეცემა კონტაქტური და აირ-წვეთოვანი გზით, ასევე ორალურ-ფეკალურით, დღევანდელ დღეს ცნობილია ამ გამომწვევის 30 ფორმა, ძირითადად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ცნობილია კოკსაკი A (24 სეროტიპი) და კოკსაკი B6 სეროტიპი) დღეს ძირითადად კოკსაკი A არის გავრცელებული, რომელიც აზიანებს კანს და ლორწოვან გარსებს,ახასიათებს გამონაყარი პირის ღრუში, ცხვირ-ტუჩის ირგვლივ,ფეხის გულებზე და ხელისგულებზე (ხელ-ფეხ-პირის დაავადებასაც უწოდებენ მას) შეიძლება განვითარდეს სტომატიტი,კონიუნქტივიტი, გამონაყარი თანდათან მრავლდება და ღებულობს ბუშტუკოვან ხასიათს, ახასიათებს მტკივნეულობა და ხშირად მაღალი ცხელება, ინკუბაციური პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება, რასაც მოყვება ზემოთაღწერილი კლინიკური სიმპტომების განვითარება!

ტემპერატურა ხშირად ჰექტიურია, მაგრამ სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით შეიძლება თვითრეგულაცია განიცადოს ანტიპირეტული საშუალების გარეშე, კოკსაკის ვირუსი არც ჩუტყვავილაა და არც მაიმუნის ყვავილის ვირუსი, არ შეშინდეთ!!! თუმცა იყავით ყურადღებით, რადგან შეიძლება გართულებებიც ახლდეს, ამიტომ საჭიროა დროული ვიზიტი თქვენს ექიმთან!

პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებები იგივეა,რაც ყველა ვირუსული ინფექციის დროს! ხელების ხშირი დაბანა! ბალანსირებული კვება! დიდი რაოდენობით წყლის მიღება! ოთახების ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება! ზედაპირების ხშირი გაწმენდა! თავის შეკავება ადამიანთა, კერძოდ ბავშვთა თავშეყრის ადგილებში ავადმყოფი ბავშვის ვიზიტისგან! აუზებში, ქვიშაში, საერთო სარგებლობის სათამაშოებით სხვა ბავშვებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება! დროებითი იზოლაცია! ხილის და ბოსტნეულის საგულდაგულოდ გარეცხვა! თვითნებური მკურნალობაზე უარის თქმა (არ შეიძლება ანტიბაქტერიული პრეპარატების და ჰორმონის შემცველი მალამოების გამოყენება) თუ გახანგრძლივდა ტემპერატურა, ბავშვს აღენიშნა ღებინება, დიარეა, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, თავის და ყურის ტკივილი, უარს აცხადებს საკვების და სითხის მიღებაზე, მოხდა გამონაყარის ინფიცირება…

მიმართეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ! ჯანმრთელობას გისურვებთ პატარებო, თქვენს მშობლებს კი თქვენი კარგად ყოფნით მინიჭებულ ბედნიერებას! მუდამ თქვენს გვერდით სიყვარულით..."