მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან

ის­ტო­რი­ამ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბი შე­მოგ­ვი­ნა­ხა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რულ მწე­რალ­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ჟან­დარ­მე­რი­ის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო და მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­სა და წე­რი­ლებ­ზე მკაც­რი ცენ­ზუ­რა ვრცელ­დე­ბო­და.

გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს კლა­სი­კო­სი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, აკა­კი წე­რეთ­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ.

ფაქ­ტი #1. ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლია რომ მწე­რა­ლი 1840 წელს და­ი­ბა­და, მაგ­რამ იმე­რე­თის სა­სი­ნო­დო კან­ტო­რის მეტ­რი­კუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ აკა­კი წე­რე­თე­ლი 1841 წლის 9 ივ­ნისს და­ბა­დე­ბუ­ლა.

ფაქ­ტი #2. მწე­რა­ლი ბევ­რს უყ­ვარ­და, მაგ­რამ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ უიღ­ბლო იყო. აკა­კის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ირ­გვლივ ბევ­რი ჭორი ტრი­ა­ლებ­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი თემა მისი და ნა­ტა­ლია ბა­ზი­ლევ­სკა­ი­ას ქორ­წი­ნე­ბა იყო. ნა­ტა­ლია ოქ­როს მად­ნე­ბის რუსი მაგ­ნა­ტის, პეტ­რე ბა­ზი­ლევ­სკის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ქო­ნე­ბა მის­მა ბი­ძამ და­ი­სა­კუთ­რა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ტა­ლი­ას აკა­კი გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე შეჰ­ყვა­რე­ბია. თა­ვად პო­ე­ტი წერ­და: „უფ­როს ქალს შე­ვუყ­ვარ­დი. მა­შინ მე ქა­ლის სიყ­ვა­რულს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, სა­ზო­გა­დოდ, მაგ­რამ, რო­დე­საც დი­დად შე­წუ­ხე­ბულ­მა ქალ­მა შე­მომ­ჩივ­ლა თა­ვი­სი აღ­სა­რე­ბა, მა­შინ კი გული მეტ­კი­ნა, მეც ავ­დე­ქი და მე­ო­რე დღეს ის ქალი ვი­თხო­ვე“. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმა­საც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რომ აკა­კიმ ნა­ტა­ლია მა­მის ქო­ნე­ბის გამო შე­ირ­თოო, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, მის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ეს ქორ­წი­ნე­ბა სა­სი­კე­თოდ არ ასა­ხუ­ლა.

ფაქ­ტი #3. წე­რეთ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბამ უდი­დე­სი კვა­ლი და­ტო­ვა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. მან შექ­მნა ახა­ლი ეტა­პი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი სი­ტყვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რა­მაც მას კა­ნო­ნი­ე­რად და­უმ­კვიდ­რა ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დებ­ლი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის რე­ფორ­მა­ტო­რის სა­ხე­ლი.

ფაქ­ტი #4. აკა­კი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე იქ­ცევ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას თა­ვი­სი მახ­ვი­ლი ენის, იუ­მო­რის და სი­ტყვა-პა­სუ­ხის წყა­ლო­ბით. ერთხელ აკა­კის ერ­თმა ქალ­მა ლა­მა­ზად მო­ქარ­გუ­ლი ბა­ლი­ში აჩუ­ქა, შე­სა­ფე­რი­სი წარ­წე­რით. მწე­რალს ძა­ლი­ან ესი­ა­მოვ­ნა სა­ჩუ­ქა­რი და ქალს ღი­მი­ლით უთხრა: „ჰეი-ჰეი, ბე­ქირ-ბეი! სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, „მაღ­ვი­ძა­რა“ სა­ა­თებს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ახლა კი ბა­ლი­შებს მიგ­ზავ­ნი­ან - და­წექ და და­ი­ძი­ნეო!“

ფაქ­ტი #5. აკა­კის ნა­ტა­ლი­ას­გან ერ­თა­დერ­თი ვაჟი - ალექ­სი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი არ იცო­და. ალექ­სი სა­ო­პე­რო დას­ში ანტრეპ­რე­ნი­ო­რად წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და, მაგ­რამ გა­მუდ­მე­ბით ვა­ლებ­ში იყო, რომ­ლის გა­დახ­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკა­კის უწევ­და.

ფაქ­ტი #6. აკა­კის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად ნა­ხუ­ლობ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა მათ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა.

ფაქ­ტი #7. აკა­კი ოცი წლის გა­უმ­ხე­ლე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით იტან­ჯე­ბო­და ტასო მა­ჩაბ­ლის მი­მართ. ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის ფონ­დებ­ში დღემ­დე ინა­ხე­ბა მისი ტასო მა­ჩაბ­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი. ცალ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის გამო მწე­რა­ლი თავს უბე­დუ­რად გრძნობ­და.

ფაქ­ტი #8. აკა­კი მუ­დამ სხვის ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რობ­და და სა­კუ­თარ კე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და: „სახ­ლი მაქვს - არა მაქვს, ცოლი მყავს – არა მყავს, პენ­სია მაქვს – არა მაქვს.“

ფაქ­ტი #9. სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, რო­დე­საც აკა­კი ავად­მყო­ფობ­და, მის­მა ცოლ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ქმრის­თვის მო­ევ­ლო. აკა­კი წე­რე­თე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 74 წლის ასაკ­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია თბი­ლის­ში, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში.

ფაქ­ტი #10. მწე­რალ­მა ან­დერ­ძით შო­რაპ­ნის მაზ­რის სო­ფელ სხვი­ტორ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­ტო­ვა სა­მო­სახ­ლო ად­გი­ლი შე­ნო­ბე­ბით, რათა მა­მულ­ში პო­ე­ტის სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა სკო­ლა და­ე­არ­სე­ბი­ნათ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მა­მუ­ლის სახ­ლში. „ეს სა­მო­სახ­ლო ად­გი­ლი ნა­წი­ლია მთლი­ან მა­მუ­ლი­სა, რომ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი /ვე­ნა­ხი/ გან­სვე­ნე­ბულ­მა აკა­კი წე­რე­თელ­მა უან­დერ­ძა ქარ­თულ სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას”. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცნო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მგოს­ნის ან­დერ­ძის ერთი ნა­წი­ლი და­არ­ღვია: არ დაკ­რძა­ლა მისი ნეშ­ტი სხვი­ტო­რის ეკ­ლე­სი­ა­ში, თუმ­ცა ეს ნება კა­ტე­გო­რი­უ­ლად იყო „გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ან­დერ­ძში“.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ 8 აგ­ვის­ტო­დან აკა­კი წე­რეთ­ლის ოთხ ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მას იწყებს. ტო­მე­ულ­ში თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა პრო­ზა, პო­ე­ზია, დრა­მა­ტურ­გია და წე­რი­ლე­ბი.

წიგ­ნე­ბი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი - 13.50 ლარი იქ­ნე­ბა, გა­ზეთ­თან ერ­თად კი - 15.50 ლარი. პირ­ვე­ლი ტო­მის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 8 აგ­ვის­ტო­დან პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში, ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ასე­ვე, წიგ­ნე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სა­იტ­ზე - www.palitral.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან

საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან

ისტორიამ ბევრი საინტერესო ცნობი შემოგვინახა თავისუფლებისმოყვარულ მწერალზე, რომელიც რუსეთის ჟანდარმერიის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მის ნაწარმოებებსა და წერილებზე მკაცრი ცენზურა ვრცელდებოდა.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს კლასიკოსი ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

ფაქტი #1. ზოგადად, ცნობილია რომ მწერალი 1840 წელს დაიბადა, მაგრამ იმერეთის სასინოდო კანტორის მეტრიკული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აკაკი წერეთელი 1841 წლის 9 ივნისს დაბადებულა.

ფაქტი #2. მწერალი ბევრს უყვარდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში საკმაოდ უიღბლო იყო. აკაკის პირადი ცხოვრების ირგვლივ ბევრი ჭორი ტრიალებდა. ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა მისი და ნატალია ბაზილევსკაიას ქორწინება იყო. ნატალია ოქროს მადნების რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი გახლდათ, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ ქონება მისმა ბიძამ დაისაკუთრა. როგორც ამბობენ, ნატალიას აკაკი გაცნობისთანავე შეჰყვარებია. თავად პოეტი წერდა: „უფროს ქალს შევუყვარდი. მაშინ მე ქალის სიყვარულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, საზოგადოდ, მაგრამ, როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსარება, მაშინ კი გული მეტკინა, მეც ავდექი და მეორე დღეს ის ქალი ვითხოვე“. საზოგადოებაში იმასაც განიხილავდნენ, რომ აკაკიმ ნატალია მამის ქონების გამო შეირთოო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს ქორწინება სასიკეთოდ არ ასახულა.

ფაქტი #3. წერეთლის შემოქმედებამ უდიდესი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან შექმნა ახალი ეტაპი ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც მას კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ფაქტი #4. აკაკი ახალგაზრდობაშივე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას თავისი მახვილი ენის, იუმორის და სიტყვა-პასუხის წყალობით. ერთხელ აკაკის ერთმა ქალმა ლამაზად მოქარგული ბალიში აჩუქა, შესაფერისი წარწერით. მწერალს ძალიან ესიამოვნა საჩუქარი და ქალს ღიმილით უთხრა: „ჰეი-ჰეი, ბექირ-ბეი! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, „მაღვიძარა“ საათებს მიგზავნიდნენ, ახლა კი ბალიშებს მიგზავნიან - დაწექ და დაიძინეო!“

ფაქტი #5. აკაკის ნატალიასგან ერთადერთი ვაჟი - ალექსი შეეძინა, რომელმაც ქართული არ იცოდა. ალექსი საოპერო დასში ანტრეპრენიორად წარმატებით მოღვაწეობდა, მაგრამ გამუდმებით ვალებში იყო, რომლის გადახდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკაკის უწევდა.

ფაქტი #6. აკაკის მეუღლე საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს იშვიათად ნახულობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ ურთიერთობა.

ფაქტი #7. აკაკი ოცი წლის გაუმხელელი სიყვარულით იტანჯებოდა ტასო მაჩაბლის მიმართ. ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში დღემდე ინახება მისი ტასო მაჩაბლისადმი გაგზავნილი წერილები. ცალმხრივი სიყვარულის გამო მწერალი თავს უბედურად გრძნობდა.

ფაქტი #8. აკაკი მუდამ სხვის ოჯახებში ცხოვრობდა და საკუთარ კერაზე ოცნებობდა. როგორც თავად ამბობდა: „სახლი მაქვს - არა მაქვს, ცოლი მყავს – არა მყავს, პენსია მაქვს – არა მაქვს.“

ფაქტი #9. სიცოცხლის ბოლოს, როდესაც აკაკი ავადმყოფობდა, მისმა ცოლმა გამოთქვა სურვილი, საქართველოში ჩამოსულიყო და ქმრისთვის მოევლო. აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ფაქტი #10. მწერალმა ანდერძით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში, საზოგადოებას დაუტოვა სამოსახლო ადგილი შენობებით, რათა მამულში პოეტის სახელობის ქალთა სკოლა დაეარსებინათ ზემოხსენებული მამულის სახლში. „ეს სამოსახლო ადგილი ნაწილია მთლიან მამულისა, რომლის მეორე ნაწილი /ვენახი/ განსვენებულმა აკაკი წერეთელმა უანდერძა ქართულ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას”. მნიშვნელოვანია ცნობა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ მგოსნის ანდერძის ერთი ნაწილი დაარღვია: არ დაკრძალა მისი ნეშტი სხვიტორის ეკლესიაში, თუმცა ეს ნება კატეგორიულად იყო „გამოცხადებული ანდერძში“.

გამომცემლობა „პალიტრა L“ 8 აგვისტოდან აკაკი წერეთლის ოთხ ტომეულის გამოცემას იწყებს. ტომეულში თავმოყრილი იქნება პროზა, პოეზია, დრამატურგია და წერილები.

წიგნები თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასი - 13.50 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15.50 ლარი. პირველი ტომის შეძენა შესაძლებელი იქნება 8 აგვისტოდან პრესის გავრცელების წერტილებში, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, წიგნები ხელმისაწვდომი იქნება საიტზე - www.palitral.ge