მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ჩვე­ნი შიდა თუ გარე პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მიერ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას ე.წ. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, წარ­მო­ად­გენს ყოვ­ლად და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ და, მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის დის­კრე­დი­ტი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის არა­ვი­თა­რი ფაქ­ტი არა აქვთ, ე.წ. ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მთა­ვარ "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად“ იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ ხოლ­მე, რომ მე და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის რამ­დე­ნი­მე მო­წი­ნა­ვე წევ­რი პო­ლი­ტი­კა­ში სწო­რედ მისი ლი­დე­რო­ბით მო­ვე­დით.

პირ­ველ რიგ­ში, გა­ვიხ­სე­ნებ, რომ "ქარ­თუ ჯგუფ­ში“ ღია კონ­კურ­სის გზით მოვ­ხვდი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც სწო­რედ ასე გა­ვი­ცა­ნი. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც "ქარ­თუს“ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის დი­რექ­ტორს, მას­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. მა­შინ დამ­ყარ­და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­სა და ჩემს ოჯახს შო­რის, რი­თაც მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამა­ყობს.

ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვა­მა­ყობ ბე­რას­თან ჩემი პი­რა­დი მე­გობ­რო­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და გან­ვუ­მარ­ტო, რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენს ოჯა­ხებს აქვთ პე­რი­ო­დუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ერ­თმა­ნეთ­თან. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­ი­ღო რჩე­ვე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის­გან გარ­კვე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მსგავ­სი კო­მუ­ნი­კა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან პე­რი­ო­დუ­ლად მეც რომ მქონ­დეს, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც ამა­ში იქ­ნე­ბა რა­ი­მე და­საძ­რა­ხი.

რო­დე­საც 2011 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, ერთი წა­მით არ მი­ყოყ­მა­ნია. რა თქმა უნდა, ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი იმ­თა­ვით­ვე მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, არა მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, არა­მედ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი ფიქ­რის გა­რე­შე გა­დავ­წყვი­ტე, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­და­ტე­ხის­თვის ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი.

რა თქმა უნდა, ჩემ გარ­და, ამ ბრძო­ლა­ში "ქარ­თუ ჯგუ­ფის“ უამ­რა­ვი სხვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ჩა­ერ­თო, რო­მელ­თა ნა­წი­ლი დღე­საც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის აქ­ტი­უ­რი წევ­რია. მუ­ქა­რი­თა და ზე­წო­ლით არა მხო­ლოდ ჩვენს გა­ჩე­რე­ბას, არა­მედ "ქარ­თუს“ სტრუქ­ტუ­რე­ბის დაშ­ლა­საც კი ცდი­ლობ­დნენ. თუმ­ცა, გუნ­დმა ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა, ზე­წო­ლას გა­უძ­ლო და მო­ძა­ლა­დე რე­ჟი­მი და­ა­მარ­ცხა.

იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლეს და არა მხო­ლოდ ბრძო­ლა­ში ვერ ჩა­ერ­თნენ, არა­მედ "ქარ­თუც“ კი და­ტო­ვეს, ხოლო ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნი­და­ნაც კი წა­ვი­და. თუმ­ცა, კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტის გამო, რამ­დე­ნი­მე მათ­განს, - მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­სა და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილს, - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მა­ინც და­უ­ფა­სა და 2012 წელს ისი­ნი ახალ მთავ­რო­ბა­შიც კი მი­იწ­ვია.

2011-12 წლებ­ში "ქარ­თუს“ და­ტო­ვე­ბის­თვის ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის გა­ამ­ტყუ­ნებს, ისე­თი მას­შტა­ბის ზე­წო­ლის გა­მოვ­ლა მო­უ­წია თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვის­თა­ნა­ვე, ჩემი სი­მამ­რი და­ი­ჭი­რეს და შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ მას მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კი­დან ჩემი გას­ვლი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

ყო­ველ­გვა­რი მო­რა­ლის გა­რე­შე მოქ­მე­დი რე­ჟი­მის მხრი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ზე­წო­ლის ქვეშ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 2011-12 წლებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას იცავ­დნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე, რომ­ლებ­საც წარ­სულ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას ის ადა­მი­ა­ნე­ბი საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც მა­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ყვე­ლა­ნა­ი­რი ამო­რა­ლუ­რი ფორ­მით გვებ­რძოდ­ნენ.

რა თქმა უნდა, ბრძო­ლის და უშიშ­რო­ბის მა­გა­ლითს თა­ნა­მებ­რძო­ლებს ყო­ველ ჯერ­ზე პირ­ვე­ლი სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აძ­ლევ­და და ეს მა­გა­ლი­თი გუნდს ყვე­ლა­ზე მე­ტად აძ­ლი­ე­რებ­და. თუმ­ცა, გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ბრძო­ლა და გამ­ბე­და­ო­ბა მა­ინც ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია. ხში­რად ყვე­ლა­ფერს ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გო და გუნ­დის წევ­რებს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი მო­წყა­ლე­ბის სა­ხით და­უ­რი­გა. რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა გუნ­დის ნე­ბის­მი­ე­რი სხვა წევ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბას ერ­თი­ო­რად აღე­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლას მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ და სხვებ­მა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ თა­ვი­ან­თი თავ­გან­წირ­ვი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ხარ­ჯზე შექ­მნეს.

2012 წელს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მე მი­ვიყ­ვა­ნე ჩემს მო­ად­გი­ლედ. ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეც, უწე­სი­ე­რე­სი კაცი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი, 2012 წლი­დან ჩა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში. რო­დე­საც მთავ­რო­ბის­თვის კად­რებს არ­ჩევ, ბუ­ნებ­რი­ვია, უცხო ხალ­ხს ვერ მი­იყ­ვან და პირ­ველ რიგ­ში იმ ადა­მი­ა­ნებს ეყ­რდნო­ბი, რომ­ლებ­მაც შენ­თან ერ­თად უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლა გა­მო­ი­ა­რეს და თა­ვის საქ­მეს მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­არ­თვეს თავი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რიც და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეც გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ და სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, რო­დე­საც ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ან­გა­რი­შით წარ­დგა, ოპო­ზი­ცი­ამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ერთი გა­მარ­თუ­ლი შე­კი­თხვაც კი ვერ და­უს­ვა, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ის თა­ვის საქ­მეს სა­უ­კე­თე­სოდ უძღვე­ბა.

იგი­ვე უნდა ით­ქვას კი­დევ ერთი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც 2011-2012 წლებ­ში ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე იდგა და დღეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს ძალ­ზე მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

რო­დე­საც ჩვე­ნი შიდა თუ გარე პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია და ხალ­ხის წი­ნა­შე მას ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცია ყო­ველ­გვა­რი ჭარ­ბი გავ­ლე­ნის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ას­რუ­ლოს. რო­დე­საც ვი­ღაც ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფარ­სის ნა­წი­ლია და სი­ნამ­დვი­ლე­ში იმ ადა­მი­ა­ნის­გან იმარ­თე­ბა, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ეს არა მხო­ლოდ მე, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო­საც შე­უ­რა­ცხყოფს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ. ამის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ის არაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. მან 2011 წელს ქვეყ­ნის­თვის თავი გა­და­დო და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­და­ტე­ხა მო­უ­ტა­ნა, პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლი­სას კი, სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თა­ვად სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და თა­მა­შის წე­სე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა. ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და თა­მა­შის წე­სე­ბია სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და კა­ნო­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა. ამას­თან, ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და თა­მა­შის წე­სებს ჩვენ არ მივ­ყვე­ბით რო­გორც გუნ­დის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის­გან თავს მოხ­ვე­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. ისი­ნი მთე­ლი ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­თვის სის­ხლხორ­ცე­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ორ­გა­ნუ­ლია.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ტო­ვე­ბულ ამ თა­მა­შის წე­სებ­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ყალ­ბი ბრალ­დე­ბა ოლი­გარ­ქი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი, ერთი მხრივ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნე­ბენ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ თავ­დაც­ვის, სა­გა­რეო საქ­მე­თა, იუს­ტი­ცი­ის, ფი­ნანსთა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის საკ­ვან­ძო სამ­თავ­რო­ბო პო­ზი­ცი­ებს დღეს იკა­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არც კი შეხ­ვედ­რია და იც­ნობს. სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის ლი­დე­რე­ბის დიდ ნა­წილ­თან, მათ შო­რის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან და არა­ერ­თი საკ­ვან­ძო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მხო­ლოდ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ მათი წარ­დგე­ნის დღეს არის შე­ნახ­ვედ­რი. ასეთ დროს, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს მარ­თავს და აკონ­ტრო­ლებს, სრუ­ლი ფარ­სი და აბ­სურ­დია.

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის საქ­მე­ებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჩა­რე­ვას ჩემი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბიც, გი­ორ­გი გა­ხა­რია და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გუნ­დის და­ტო­ვე­ბის შემ­დე­გაც უარ­ყოფ­დნენ.

ასეთ პი­რო­ბებ­ში, ობი­ექ­ტურ დამ­კვირ­ვე­ბელს შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს მხო­ლოდ იმის თე­ო­რი­უ­ლი ეჭვი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი საკ­ვან­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩა­რე­უ­ლი. დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, ასე­თი საკ­ვან­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ორი შე­იძ­ლე­ბა იყოს: რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბა და ომში ქვეყ­ნის არ­ჩარ­თვა.

სან­ქცი­ე­ბი­სა და ომის თე­მა­ზე დღეს ბევ­რს არ ვი­სა­უბ­რებ. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის სხვა წევ­რე­ბის მსგავ­სად, ბუ­ნებ­რი­ვია, მეც მი­წევს რა­ღა­ცებს გა­ვუფრ­თხილ­დე. ვი­ტყვი მხო­ლოდ ერთს: თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ სან­ქცი­ე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ნა­ხით არ და­ვა­წე­სეთ და ომ­შიც მისი კარ­ნა­ხით არ ჩა­ვერ­თეთ, ძა­ლი­ან ცდე­ბა. გუნდში ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვის რჩე­ვა და კარ­ნა­ხი არ გვჭირ­დე­ბა. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - ჩვენც გვიყ­ვარს ქვე­ყა­ნა და სა­ბე­დის­წე­რო ომის­თვის ის არც ჩვენ გვე­მე­ტე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გუნ­დმა და­მო­უ­კი­დებ­ლად და სრუ­ლი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით მი­ი­ღო.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, გუნ­დი არც ოპე­რა­ტი­ულ და არც საკ­ვან­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ იღებს პო­ლი­ტი­კი­დან გა­სუ­ლი ყო­ფი­ლი ლი­დე­რის კარ­ნა­ხით. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებ­მა კე­თი­ლი ინე­ბონ და გან­მარ­ტონ, რას გუ­ლის­ხმო­ბენ, რო­დე­საც ოლი­გარ­ქსა და დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

ბუ­ნებ­რი­ვია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზულ როლს ას­რუ­ლებს. მის ფაქ­ტორ­ზე სა­უბ­რი­სას, ქველ­მოქ­მე­დე­ბას არც კი გა­ვიხ­სე­ნებ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სწო­რედ მისი თავ­გან­წირ­ვი­თა და ახა­ლი თა­მა­შის წე­სე­ბის დამ­კვიდ­რე­ბით მო­ი­პო­ვა ის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გუნ­დის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, რო­მე­ლიც ჩვენს ოპო­ნენ­ტებს ასე ძლი­ერ აშ­ფო­თებთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­სულს და ამ წარ­სულ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ვე­რა­ფერს უხერ­ხე­ბენ, რაც მათ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში აგ­დებს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი ლი­დე­რე­ბის პირ­და­პი­რი ან­ტი­პო­დია, რა­საც ხალ­ხი ძა­ლი­ან კარ­გად ხე­დავს და აფა­სებს.

თუ მათ­თვის პრობ­ლე­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი და, რო­გორც ასე­თი, მისი არ­სე­ბო­ბაა, მა­შინ ეს უნდა აღი­ა­რონ. თუ მათ­თვის პრობ­ლე­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და თა­მა­შის წე­სე­ბი - სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და კა­ნო­ნის პა­ტი­ვის­ცე­მაა, კე­თი­ლი უნდა ინე­ბონ და ესეც უნდა აღი­ა­რონ. ცნო­ბი­ე­რი თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რი იმე­დი იმი­სა, რომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას კი­დევ ერთხელ და­უდ­გე­ბა გვერ­დში, შე­იძ­ლე­ბა ჩვენს გუნდსაც ჰქონ­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც. თუ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი პრობ­ლე­მას ამა­ში ხე­და­ვენ, ამა­საც აღი­ა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს აქვს კარ­გი შე­დე­გე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­გი­ონ­ში და მთელ კონ­ტი­ნენტზე არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი დესტრუქ­ცი­ის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ თა­მა­შის წე­სე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნას და­უ­ტო­ვა. თუ ამას უწო­დე­ბენ ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას და ამი­სათ­ვის უნ­დათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დას­ჯა, ესეც პირ­და­პირ უნდა თქვან.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერ­თმა თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წე­რა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­გორც პო­ლი­ტი­კის გროს­მა­ის­ტერ­მა, ოპო­ზი­ცია პა­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნაო. მარ­თლაც, მან ჩვენს ოპო­ნენ­ტებს თა­მა­ში და სვლე­ბი არ და­უ­ტო­ვა. ეს არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არც თა­ვად აკე­თებს სვლებს და არც ოპო­ნენ­ტებს აძ­ლევს იმის შანსს, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე სვლა გა­ა­კე­თონ.

რა თქმა უნდა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რი ანა­ლი­ზიც უწყობს ხელს. გა­სუ­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. ხალ­ხი დღეს კარ­გად არ­ჩევს შავ­სა და თეთ­რს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის თა­მა­შის წე­სებს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ტო­ვე­ბულ თა­მა­შის წე­სებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვი­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ვის სურს არე­უ­ლო­ბა და ვის სურს სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ვის სურს რეგ­რე­სი და ვის სურს ქვეყ­ნის წინსვლა და გან­ვი­თა­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მრა­ვა­ლი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა ხალ­ხის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა ვე­რაფ­რით შეძ­ლეს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არის ორი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ჩვენს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს წარ­მა­ტე­ბის არა­ვი­თარ შანსს არ უტო­ვებს.

ასეთ პი­რო­ბებ­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და მის შიდა თუ გარე პარტნი­ო­რებს ვურ­ჩევ­დი, შე­ე­გუ­ონ არ­სე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბას - მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. მათ უნდა გა­ი­აზ­რონ, რომ რამ­დე­ნიც არ უნდა მო­ინ­დო­მონ, სა­ქარ­თვე­ლოს ომში ვე­ღარ ჩარ­თა­ვენ. მათ უნდა გა­ი­აზ­რონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმ­ჯო­ბე­სია სტრა­ტე­გია შეც­ვა­ლო და გა­ჩერ­დე, რომ თა­მა­ში ახა­ლი პარ­ტი­ის­თვის მა­ინც და­ი­ტო­ვო".

მკითხველის კომენტარები / 132 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმი
1

აბა ამ უსირცხვილო ადამანს რაზე უნდა ელაარაკო.ფლიდი და მატყუარა.. მისი სისულელეების რომელი ერთი..ვთქვას ბიძინას რომელი დაპირება შეასრულეს გარდა იმისა რომ სააკაშვილს კლავენ და ეს დაპირდა პუტინს ბიძინა და ეს ბიძიდას რაც გინდა ის დაუძახე ცდილობს კარგად შეუსრულოს სეთურს დავალება გაუმარჯოს აყვავებულ ეკონომიკას, გაიაფებულ გაზს და დენს, ბაკურიანის პარკის მიტაცებას და 30000000000 საათების კოლექციას . ჯობია ჩუმად იყო და მორჩე ბოდიალს. ამ წერილით იმას გვაჩვენებს ეს ტრინნნ ტრინი რომ ბორიას ბიჭია.. და სხვა არაფერი. რესპუბლოკური ვის მიყედე შე არაკაცო!????

ლილე
3

ბრავო!წარმატებები,დღეგრძელობა,გაძლება პრემიერო!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ "მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით.

პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ "ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც "ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს.

ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.

როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.

რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში "ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ "ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.

2011-12 წლებში "ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ.

ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ.

რა თქმა უნდა, ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.

2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.

იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს.

როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს.

ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ.

საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ.

ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა.

სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია - ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო.

როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.

ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.

თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება.

დღეს საქართველოს აქვს კარგი შედეგები ყველა მიმართულებით. რეგიონში და მთელ კონტინენტზე არსებული უმძიმესი ვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ურთულესი გამოწვევების, რადიკალური ოპოზიციის პერმანენტული დესტრუქციის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან.

ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ.

რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ნაციონალური მოძრაობის თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს.

ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო".