საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინები მაქვს ბათუმსა და ბაკურიანშიც, თუმცა მთავარი სურვილი ამ ბინაში ავიხდინე" - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი საბურთალოზე, რომელიც თავად მოაწყო
"ბინები მაქვს ბათუმსა და ბაკურიანშიც, თუმცა მთავარი სურვილი ამ ბინაში ავიხდინე" - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი საბურთალოზე, რომელიც თავად მოაწყო

მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი სა­ბურ­თა­ლო­ზე, აბუ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ცხოვ­რობს. ბინა და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ შე­ი­ძი­ნა და სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყო. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა დე­ტალ­ზე თა­ვად იფიქ­რა და დღეს აქ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს თავს. ხში­რად იღებს სტუმ­რებს და სა­კუ­თა­რი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­თაც უმას­პინ­ძლდე­ბა. რის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩია მომ­ღე­რალ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, რა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რე­მონ­ტის დროს და რა შე­დე­გი მი­ი­ღო, ამას თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- სახ­ლი, რო­მელ­შიც მა­ნამ­დე ვცხოვ­რობ­დი, დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იმ­დე­ნად შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი იქა­უ­რო­ბას, ცოტა გა­მი­ჭირ­და ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტი­რე­ბა. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ჩემი ხე­ლით და ძა­ლის­ხმე­ვით გა­ვა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი, ეს და­მეხ­მა­რა, მალე შემყვა­რე­ბო­და აქა­უ­რო­ბაც. მე თვი­თონ დავ­დი­ო­დი მა­სა­ლებ­ზე, ავე­ჯზე, ვა­კონ­ტრო­ლებ­დი ყვე­ლა დე­ტალს, ვგეგ­მავ­დი ინ­ტე­რი­ერს, ანუ უკვე იმ­დე­ნი ვიზ­რუ­ნე ამ სახლზე, მალე შე­მიყ­ვარ­და და მო­ვერ­გე აქა­უ­რო­ბას. ადაპ­ტი­რე­ბა გა­მი­ჭირ­და იმ კუ­თხით, რომ აქ უცებ მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდი. მა­ნამ­დე მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი, ისი­ნი ზრუ­ნავ­დნენ ჩემ­ზე. ეს კი­დევ სხვა კომ­ფორ­ტია.

ძა­ლი­ან მყუდ­რო ბი­ნაა, და­დე­ბი­თი აუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი, ხე­დიც სა­ო­ცა­რია. ამ ხედს ვე­ძა­ხი ან­ტი­დეპ­რე­სანტს, რად­გან პან­დე­მი­ის რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქ ყოფ­ნამ და ამ ხე­დის ცქე­რამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა. ღა­მეც ფან­ტას­ტი­კუ­რია. ხში­რად მო­დი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ ამ სახ­ლს, აი­ვანს დიდი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა და აურა აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. მე მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ მთა­ვა­რია სი­ნათ­ლე, სიყ­ვა­რუ­ლი და აურა, რი­თაც ხვდე­ბი სტუ­მარს.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას, რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დით სა­ცხოვ­რე­ბელს?

- ეს ბინა ორი წლის წინ შე­ვი­ძი­ნე. არც ისე­თი მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა ბი­ნის შერ­ჩე­ვა, რო­გორც მე­გო­ნა. რაც მთა­ვა­რია, კორ­პუ­სი ხა­რის­ხი­ა­ნად შენ­დე­ბო­და, ად­გი­ლი იყო ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი და სა­სურ­ვე­ლი, ოთა­ხე­ბი - კარ­გად გან­ლა­გე­ბუ­ლი და ნა­თე­ლი. ბინა ზუს­ტად იმ ვა­დებ­ში ჩა­მა­ბა­რეს, რა­ზეც შევ­თან­ხმდით. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ამ კომ­პა­ნი­ის პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, რად­გან მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ მა­ნახ­ვა, რომ წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხია. უკვე ექ­ვსი თვეა ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ.

- რე­მონ­ტის პრო­ცე­სი რო­გორ წა­რი­მარ­თა?

- ო, ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. რე­მონ­ტი პან­დე­მი­ამ­დე და­ვი­წყე და მა­შინ ბევ­რად უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო. ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ მქონ­და, როცა პან­დე­მი­ამ იფეთ­ქა და ამან ცოტა შე­მა­ფერ­ხა. რე­მონ­ტი რთუ­ლი, მაგ­რამ აზარ­ტუ­ლი პრო­ცე­სია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
17

მშვიდობაში მოიხმარე ნოდარ,ოღონდ აღარ იწუწუნოთ ამ მომღერლებმა რაა! ...ერთია კიდევ,რატომ უთხრით ძირს თუ ვინმე ახალი და ნიჭიერი გამოჩნდება?! რატომ აჩოჩებთ ახალბედებს!

rusa
11

მართლაც რა ლამაზი და გემოვნებიანი სახლია, ლამაზ ფერებში გადაწყვეტილი. ძალიან მომეწონა.

ნეტა იყოს ფინანსები, რომ ადამიანმა თავისი ოცნების სახლი იყიდოს და მოაწყოს:))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ბინები მაქვს ბათუმსა და ბაკურიანშიც, თუმცა მთავარი სურვილი ამ ბინაში ავიხდინე" - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი საბურთალოზე, რომელიც თავად მოაწყო

"ბინები მაქვს ბათუმსა და ბაკურიანშიც, თუმცა მთავარი სურვილი ამ ბინაში ავიხდინე" - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი საბურთალოზე, რომელიც თავად მოაწყო

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი საბურთალოზე, აბულაძის ქუჩაზე, მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს. ბინა დაახლოებით ორი წლის წინ შეიძინა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ამბობს, რომ ყველა დეტალზე თავად იფიქრა და დღეს აქ ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. ხშირად იღებს სტუმრებს და საკუთარი ხელით მომზადებული კერძებითაც უმასპინძლდება. რის მიხედვით შეარჩია მომღერალმა საცხოვრებელი ფართი, რა გაითვალისწინა რემონტის დროს და რა შედეგი მიიღო, ამას თავად მოგვიყვება.

- სახლი, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდი, დღემდე ძალიან მიყვარს. იმდენად შეჩვეული ვიყავი იქაურობას, ცოტა გამიჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტირება. თუმცა, ვინაიდან ჩემი ხელით და ძალისხმევით გავაკეთე ყველაფერი, ეს დამეხმარა, მალე შემყვარებოდა აქაურობაც. მე თვითონ დავდიოდი მასალებზე, ავეჯზე, ვაკონტროლებდი ყველა დეტალს, ვგეგმავდი ინტერიერს, ანუ უკვე იმდენი ვიზრუნე ამ სახლზე, მალე შემიყვარდა და მოვერგე აქაურობას. ადაპტირება გამიჭირდა იმ კუთხით, რომ აქ უცებ მარტო აღმოვჩნდი. მანამდე მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობდი, ისინი ზრუნავდნენ ჩემზე. ეს კიდევ სხვა კომფორტია.

ძალიან მყუდრო ბინაა, დადებითი აურის მატარებელი, ხედიც საოცარია. ამ ხედს ვეძახი ანტიდეპრესანტს, რადგან პანდემიის რთული პერიოდი აქ ყოფნამ და ამ ხედის ცქერამ გადამატანინა. ღამეც ფანტასტიკურია. ხშირად მოდიან ჩემი მეგობრები და ამბობენ, რომ ამ სახლს, აივანს დიდი მიზიდულობის ძალა და აურა აქვს. ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს. მე მაინც მიმაჩნია, რომ მთავარია სინათლე, სიყვარული და აურა, რითაც ხვდები სტუმარს.

- რა კრიტერიუმები გაითვალისწინეთ ბინის შერჩევისას, რის მიხედვით არჩევდით საცხოვრებელს?

- ეს ბინა ორი წლის წინ შევიძინე. არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა ბინის შერჩევა, როგორც მეგონა. რაც მთავარია, კორპუსი ხარისხიანად შენდებოდა, ადგილი იყო ჩემთვის მისაღები და სასურველი, ოთახები - კარგად განლაგებული და ნათელი. ბინა ზუსტად იმ ვადებში ჩამაბარეს, რაზეც შევთანხმდით. გარკვეული დროის შემდეგ ამ კომპანიის პიარის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მათთან ურთიერთობის გამოცდილებამ მანახვა, რომ წესიერი და პატიოსანი ხალხია. უკვე ექვსი თვეა ამ პოზიციაზე ვმუშაობ.

- რემონტის პროცესი როგორ წარიმართა?

- ო, ძალიან რთული პროცესი იყო. რემონტი პანდემიამდე დავიწყე და მაშინ ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო. ჯერ დასრულებული არ მქონდა, როცა პანდემიამ იფეთქა და ამან ცოტა შემაფერხა. რემონტი რთული, მაგრამ აზარტული პროცესია...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები