მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ისევ შემოღების აუცილებლობა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?
არის თუ არა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ისევ შემოღების აუცილებლობა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კი­სა და შეშ­ფო­თე­ბის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის დღის წეს­რიგ­ში არ დგას შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და ჩა­კეტვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, რომ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არც დღეს და არც ახლო მო­მა­ვალ­ში არ იკ­ვე­თე­ბა.

"ეპიდ­ვი­თა­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ მშვი­დი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არის, თუმ­ცა სრუ­ლად მარ­თვა­დია, მი­ნი­მა­ლურ ზღვარ­ზეა. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში შე­და­რე­ბით მე­ტია, თუმ­ცა ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მკვეთ­რი ზრდა არ არის. თუ ციფ­რებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ, მა­გა­ლი­თად ერთი კვი­რის წინ სა­შუ­ა­ლოდ დღი­უ­რი შემ­თხვე­ვა თუ გვქონ­და 100, დღეს გვაქვს 500, 3 მლნ 700 000-იან ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებს, მინ­და და­ვამ­შვი­დო მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ არა­ნა­ი­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბის და სტრე­სის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მათ, ვი­საც სჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბა მზად ვართ, რომ ჰოს­პი­ტალ­ში ვუმ­კურ­ნა­ლოთ. ვი­საც სჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც არის კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო, რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ფა­ი­ზე­რის“ წარ­მო­ე­ბის ეს მე­დი­კა­მენ­ტი - "პაქ­ლო­ვი­დი“ ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ და ად­გილ­ზე გვაქვს. სულ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას შო­რის ვი­ყა­ვით, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად მი­ი­ღო ეს მე­დი­კა­მენ­ტი. კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი­დან, სიმ­ძი­მი­დან და რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია ეს მე­დი­კა­მენ­ტი შევ­თა­ვა­ზოთ. ასე­ვე, მსურ­ვე­ლებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია შე­უძ­ლი­ათ აც­რის გაგ­რძე­ლე­ბა და ვთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­ში­ში და სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია.

"შე­ზღუდ­ვე­ბის და ჩა­კეტვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არც იქ­ნე­ბა“, -აღ­ნიშ­ნა აზა­რაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

რა უნივერსალები ვართ იურისტები. ვირუსოლოგიასაც ვფლობთ))

IADONI
29

ასეთი კარგი მინისტრი არ გვყოლია. პატივისცემით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

არის თუ არა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ისევ შემოღების აუცილებლობა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

არის თუ არა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ისევ შემოღების აუცილებლობა - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში პანიკისა და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ვირუსის პრევენციისთვის დღის წესრიგში არ დგას შეზღუდვებისა და ჩაკეტვების საჭიროება.

მინისტრი განმარტავს, რომ არსებული მონაცემებით, პირბადეების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება.

"ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში შედარებით მეტია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ ციფრებში შეიძლება შევადაროთ, მაგალითად ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევა თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500, 3 მლნ 700 000-იან ქვეყანაში. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათ, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალში მკურნალობა მზად ვართ, რომ ჰოსპიტალში ვუმკურნალოთ. ვისაც სჭირდება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ "ფაიზერის“ წარმოების ეს მედიკამენტი - "პაქლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. სულ რამდენიმე ქვეყანას შორის ვიყავით, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკებიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტი შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს, რასაკვირველია შეუძლიათ აცრის გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ინფექციონისტები ადასტურებენ, რომ საშიში და საპანიკო არაფერია.

"შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, -აღნიშნა აზარაშვილმა.