სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი "ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შეუერთდეთ" - ევროპარლამენტარი
"მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი "ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შეუერთდეთ" - ევროპარლამენტარი

მძულს გან­ცხა­დე­ბის მოს­მე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუს­ზე უარი "ომ­თან შე­ერ­თე­ბის“ მი­ზეზს უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენ მშვე­ნივ­რად ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე იმ­ყო­ფე­ბა ომში რუ­სეთ­თან, ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შე­უ­ერ­თდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევ­რო­კავ­შირს შე­უ­ერ­თდეთ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დია, რა­ტომ არ მის­ცა ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის - ეს მოხ­და იმის გამო, რომ იყო ბევ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის. გრე­გო­რო­ვას თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი- სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა პარტნი­ო­რო­ბა უნდა იყოს და არა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­დე­საც ეს ხელ­საყ­რე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის.

"ვწუხ­ვარ, რომ ეს სი­ტყვე­ბი მეს­მის [გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ვერ მი­ი­ღო, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ომის მე­ო­რე ფრონ­ტი არ გახ­სნა]. ეს მამ­წუხ­რებს, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დია, რა­ტომ არ მი­ვე­ცით კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს და ეს და­წე­რი­ლია. ეს მოხ­და იმის გამო, რომ იყო ბევ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის. ჩვენ ვერ და­ვი­ნა­ხეთ ვე­რა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი, იყო უფრო მე­ტად რეგ­რე­სი, სწო­რედ ამი­ტომ მი­ვი­ღეთ რე­ზო­ლუ­ცია მე­დი­ამ­დგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შავ­დე­ბი­ან, მათ არ შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა და ა.შ. და ეს მხო­ლოდ აის­ბერ­გის წვე­რია, რად­გან შემ­დეგ არის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა, ოლი­გარ­ქე­ბის პრობ­ლე­მა. მა­გა­ლი­თად, მოლ­დო­ვა რომ ავი­ღოთ - იმი­ტომ არა, რომ ის ომის სა­მიზ­ნეა. მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ არ უნდა მიგ­ვე­ცა მის­თვის კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუ­სი, რად­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ჩვენ შეგ­ვეძ­ლო მათ უბ­რა­ლოდ ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რად დავ­ხმა­რე­ბო­დით, თუმ­ცა მოლ­დო­ვამ მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რად­გან მას ჰყავს ძა­ლი­ან პრო­ევ­რო­პე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ევ­რო­პუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრო­ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი და ეს ჩვენ ვერ და­ვი­ნა­ხეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. იყო დო­კუ­მენ­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 2024 წლის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა სურ­და, თუმ­ცა არ იყო არა­ნა­ი­რი ნა­ბი­ჯი და ჩვენ მხო­ლოდ ვის­მენ­დით, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი იტყუ­ე­ბი­ან. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნა­უ­რია იმის გან­ცდა, რომ ჩვენ მხო­ლოდ გავ­ცემთ, მხო­ლოდ გავ­ცემთ და ვე­რას­დროს ვი­ღებთ რა­ი­მეს სა­ნაც­ვლოდ. ევ­რო­კავ­ში­რი- სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა პარტნი­ო­რო­ბაა და არა ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­დე­საც ეს მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. სწო­რედ ამი­ტომ არ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, მაგ­რამ შემ­დგო­მი რე­ფორ­მე­ბის პი­რო­ბე­ბით და არა ომ­თან შე­ერ­თე­ბის პი­რო­ბით...

ჩვენ მშვე­ნივ­რად ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკვე იმ­ყო­ფე­ბა ომში რუ­სეთ­თან, ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ამას ყო­ველ ჯერ­ზე ვგმობთ ყვე­ლა რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში. ასე რომ, მე მძულს ამ გან­ცხა­დე­ბის მოს­მე­ნა, ნამ­დვი­ლად მამ­წუხ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა ფიქ­რობ­დეს ასე, რად­გან სა­უ­ბა­რი არ ეხე­ბა ომ­თან შე­ერ­თე­ბას, ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შე­უ­ერ­თდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევ­რო­კავ­შირს შე­უ­ერ­თდეთ, მაგ­რამ ამის­თვის არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და რე­ფორ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და არა რუ­სე­თის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკეტას ანისგან
2

ჩვენ გვძულს თითისმქნეველი და ჭკუისმასწავლებელი გარედან. ამიტომ გამოვედით სსრკ-დან. ახლა ევროკავშირი და აშშ გვიქნევს თითს. გაითვალისწინეთ- ქართველები დემოკრატიაზე მეტად თავისუფლებას აფასებენ. ასე, რომ თქვენ მართლა სპობთ ჩვენში ევროატლანტიკურ იდეას. 

Bjj
3

სულ ამის კომენტარებს რატომ გვაცნობთ, სხვებს აზრი არა სწვთ არაფერზე?

ავტორი:

"მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი "ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შეუერთდეთ" - ევროპარლამენტარი

"მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი "ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შეუერთდეთ" - ევროპარლამენტარი

მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი "ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია. ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზების განმარტებისას განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მისცა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის - ეს მოხდა იმის გამო, რომ იყო ბევრი დაძაბულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. გრეგოროვას თქმით, ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობა უნდა იყოს და არა ორგანიზაციის გამოყენება, როდესაც ეს ხელსაყრელია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

"ვწუხვარ, რომ ეს სიტყვები მესმის [განცხადება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან ქვეყანაში ომის მეორე ფრონტი არ გახსნა]. ეს მამწუხრებს, რადგან აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ეს დაწერილია. ეს მოხდა იმის გამო, რომ იყო ბევრი დაძაბულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი პროგრესი, იყო უფრო მეტად რეგრესი, სწორედ ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია მედიამდგომარეობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტები შავდებიან, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და ა.შ. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან შემდეგ არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ოლიგარქების პრობლემა. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ - იმიტომ არა, რომ ის ომის სამიზნეა. მხოლოდ ეკონომიკა რომ ყოფილიყო, ჩვენ არ უნდა მიგვეცა მისთვის კანდიდატობის სტატუსი, რადგან სინამდვილეში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ შეგვეძლო მათ უბრალოდ ფინანსური სახსრებით, ეკონომიკურად დავხმარებოდით, თუმცა მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან მას ჰყავს ძალიან პროევროპელი პრეზიდენტი, პროევროპული ხელისუფლება და პროევროპული პარლამენტი და ეს ჩვენ ვერ დავინახეთ საქართველოში. იყო დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სურდა, თუმცა არ იყო არანაირი ნაბიჯი და ჩვენ მხოლოდ ვისმენდით, რომ ევროპარლამენტარები იტყუებიან. აბსოლუტურად უცნაურია იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ გავცემთ, მხოლოდ გავცემთ და ვერასდროს ვიღებთ რაიმეს სანაცვლოდ. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ჩვენი გამოყენება, როდესაც ეს მოსახერხებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ არ მოხდა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, მაგრამ შემდგომი რეფორმების პირობებით და არა ომთან შეერთების პირობით...

ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია და ამას ყოველ ჯერზე ვგმობთ ყველა რეზოლუციაში. ასე რომ, მე მძულს ამ განცხადების მოსმენა, ნამდვილად მამწუხრებს, რომ საქართველოში ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მართლა ფიქრობდეს ასე, რადგან საუბარი არ ეხება ომთან შეერთებას, ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული აუცილებელი ნაბიჯები და რეფორმები საქართველოს ხელისუფლებისთვის და არა რუსეთისთვის“,- განაცხადა გრეგოროვამ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია