პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, სცადეთ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა" - მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას მიმართავს
"გთხოვთ, სცადეთ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა" - მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას მიმართავს

"მივ­მარ­თავ მათ, ვი­საც არ სურს გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, გთხოვთ, კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­კავ­შირ­მა და­ი­ნა­ხოს, რომ მზა­ო­ბა არ­სე­ბობს ორი­ვე მხრი­დან. ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე ეხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას და მთელ პო­ლი­ტი­კურ ის­ტებ­ლიშ­მენტს",- ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ გეგ­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა­ზეც ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი უარს აცხა­დებს.

  • ამას­თან, ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გან­მარ­ტე­ბით, ერ­თია გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მე­ო­რეა ის, რომ თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ას­რუ­ლოს, რაც გეგ­მით აქვს და­სა­ხუ­ლი და რე­ა­ლუ­რად ითა­ნამ­შრომ­ლოს ოპო­ზი­ცი­ას­თან.

"გა­ვი­გე, რომ ოპო­ზი­ცი­ას ახლა არ სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ გეგ­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს შე­უ­ერ­თდეს. არ ვიცი, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს სი­მარ­თლეს და ვის ეხე­ბა, მაგ­რამ მივ­მარ­თავ მათ, ვი­საც არ სურს გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, გთხოვთ, კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­კავ­შირ­მა და­ი­ნა­ხოს, რომ მზა­ო­ბა არ­სე­ბობს ორი­ვე მხრი­დან. ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­ვე ეხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას და მთელ პო­ლი­ტი­კურ ის­ტებ­ლიშ­მენტს. გთხოვთ, სცა­დეთ ერ­თად მუ­შა­ო­ბა და თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, გვი­თხა­რით, რა­ტომ არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, არ და­ნებ­დეთ იქამ­დე, სა­ნამ მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებ­დეთ“,- გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის თქმით, არ იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ვი­თა­რი დე­პო­ლა­რი­ზა­ცია, თუ არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პო­ლა­რი­ზა­ცია შე­სა­ბა­მის პარ­ტი­ებს შო­რის.

"მე ამას ვხე­დავ ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ვხვდე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მათ სჭირ­დე­ბათ შეძ­ლონ ერ­თად მუ­შა­ო­ბა, სხვაგ­ვა­რად არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი არ იქ­ნე­ბა - იარ­სე­ბებს გეგ­მა და ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი არ მო­ი­სურ­ვებს მას­თან შე­ერ­თე­ბას ან იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტი და ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ა­იგ­ნო­რებს მას - ეს პრობ­ლე­მა გრძელ­დე­ბა 2 წლი­სა და მე­ტის გან­მავ­ლო­ბა­შიც. პარ­ტი­ებ­მა უნდა დაძ­ლი­ონ ეს. არ ვფიქ­რობ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ­დე­ნად პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია თა­ვის­თა­ვად, მაგ­რამ ის წარ­მოდ­გე­ნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ, რომ­ლებ­საც ერ­თად მუ­შა­ო­ბა არ სურთ. მე მეს­მის, რომ ზოგ­ჯერ ეს შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი იყოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა მა­გი­დას­თან დას­ხდო­მა და ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კო და თქვა: "დავ­სხე­დით მა­გი­დას­თან, მაგ­რამ რა­ღაც სა­კი­თხი არ შეს­რულ­და“, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა არ დაჯ­დე მა­გი­დას­თან და გა­აკ­რი­ტი­კო და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. ვფიქ­რობ, ეს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სურს რა­მის გა­კე­თე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მათ შე­უძ­ლი­ათ მი­წე­რონ თა­ვი­ანთ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ვი­საც ხმა მის­ცეს, შე­უძ­ლი­ათ მის­წე­რონ მე­ი­ლი ან მე­სი­ჯი: "გთხოვთ დას­ხე­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან და ეცა­დეთ ითა­ნამ­შრომ­ლოთ“, რად­გან სხვაგ­ვა­რად აქე­დან ვერ გა­მო­ვალთ.

ეს არ არის ორი თი­ნე­ი­ჯე­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან რცხვე­ნი­ათ ერ­თმა­ნე­თის­თვის პირ­ვე­ლი მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა. საქ­მე პირ­ველ ნა­ბი­ჯში არ არის, საქ­მე რე­ა­ლუ­რად, ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბა­შია. ყვე­ლა მათ­გა­ნი ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვამ­დე ერთ შე­ნო­ბა­ში იკ­რი­ბე­ბა - სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, პარ­ლა­მენ­ტში და მათ ერ­თმა­ნე­თი მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბათ. ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა წა­რად­გი­ნა და უფრო მე­ტად ოპო­ზი­ცი­ა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შე­უ­ერ­თდნენ მათ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა­ში, მაგ­რამ ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა შე­ას­რუ­ლოს ის, რაც გეგ­მით აქვს და­სა­ხუ­ლი და რე­ა­ლუ­რად ითა­ნამ­შრომ­ლოს ოპო­ზი­ცი­ას­თან. ეს იმგვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა, რო­მელ­შიც ყვე­ლამ მხა­რემ ერ­თდრო­უ­ლად უნდა გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და არ და­ე­ლო­დოს მე­ო­რეს რო­დის გა­დად­გამს პირ­ველ ნა­ბიჯს“,- გა­ნა­ცხა­და გრე­გო­რო­ვამ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაქრო
0

რა უნდა იცოდეს ახლა ამან ჩვენს შესახებ? რა ხალხი ვართ, ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ზნე-ჩვეულებები და ტრადიცები გვაქვს. მარკეტას აქ ჩეხეთი ხომარ ჰგონია. ჩვენ კავკასიელები ვართ

!!!
0

" გთხოვთ, სცადეთ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა" - მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას მიმართავს. ეჰ, ქალბატონო მარკეტა, ოპოზიციას არ გამოსდის, მაგრამ თქვენ ან ვინმეს გამოსდის, ვისაც ღირსეული ჰქვია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გთხოვთ, სცადეთ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა" - მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას მიმართავს

"გთხოვთ, სცადეთ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა" - მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას მიმართავს

"მივმართავ მათ, ვისაც არ სურს გეგმაზე მუშაობა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა დაინახოს, რომ მზაობა არსებობს ორივე მხრიდან. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ეხება ოპოზიციას და მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს",- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომლის განხორციელების პროცესში ჩართვაზეც ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს.

  • ამასთან, ევროპელი პოლიტიკოსის განმარტებით, ერთია გეგმის განხორციელებაში ოპოზიციის მონაწილეობა, მაგრამ მეორეა ის, რომ თავად ხელისუფლებამ შეასრულოს, რაც გეგმით აქვს დასახული და რეალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან.

"გავიგე, რომ ოპოზიციას ახლა არ სურს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე მიმდინარე სამუშაოებს შეუერთდეს. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და ვის ეხება, მაგრამ მივმართავ მათ, ვისაც არ სურს გეგმაზე მუშაობა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა დაინახოს, რომ მზაობა არსებობს ორივე მხრიდან. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ეხება ოპოზიციას და მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. გთხოვთ, სცადეთ ერთად მუშაობა და თუ ეს შეუძლებელია, გვითხარით, რატომ არის შეუძლებელი, არ დანებდეთ იქამდე, სანამ მუშაობას დაიწყებდეთ“,- განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტის წევრის თქმით, არ იქნება საზოგადოების არავითარი დეპოლარიზაცია, თუ არ იქნება პოლიტიკური დეპოლარიზაცია შესაბამის პარტიებს შორის.

"მე ამას ვხედავ ყოველ ჯერზე, როდესაც ვხვდები ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ სჭირდებათ შეძლონ ერთად მუშაობა, სხვაგვარად არანაირი პროგრესი არ იქნება - იარსებებს გეგმა და ზოგიერთი ადამიანი არ მოისურვებს მასთან შეერთებას ან იქნება პროტესტი და ზოგიერთი ადამიანი დააიგნორებს მას - ეს პრობლემა გრძელდება 2 წლისა და მეტის განმავლობაშიც. პარტიებმა უნდა დაძლიონ ეს. არ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება სინამდვილეში ამდენად პოლარიზებულია თავისთავად, მაგრამ ის წარმოდგენილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ერთად მუშაობა არ სურთ. მე მესმის, რომ ზოგჯერ ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ყოველთვის საჭიროა მაგიდასთან დასხდომა და ამის შემდეგ შეიძლება გააკრიტიკო და თქვა: "დავსხედით მაგიდასთან, მაგრამ რაღაც საკითხი არ შესრულდა“, მაგრამ არ შეიძლება არ დაჯდე მაგიდასთან და გააკრიტიკო დაუყოვნებლივ. ვფიქრობ, ეს პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული და თუ საქართველოს მოსახლეობას სურს რამის გაკეთება, პირველ რიგში, მათ შეუძლიათ მიწერონ თავიანთ წარმომადგენლებს, ვისაც ხმა მისცეს, შეუძლიათ მისწერონ მეილი ან მესიჯი: "გთხოვთ დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და ეცადეთ ითანამშრომლოთ“, რადგან სხვაგვარად აქედან ვერ გამოვალთ.

ეს არ არის ორი თინეიჯერის ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან რცხვენიათ ერთმანეთისთვის პირველი მესიჯის გაგზავნა. საქმე პირველ ნაბიჯში არ არის, საქმე რეალურად, ნორმალური პოლიტიკის კეთებაშია. ყველა მათგანი ორშაბათიდან პარასკევამდე ერთ შენობაში იკრიბება - სამინისტროებში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და მათ ერთმანეთი მუდმივად სჭირდებათ. ახლა ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა წარადგინა და უფრო მეტად ოპოზიციაზე არის დამოკიდებული, შეუერთდნენ მათ გეგმის განხორციელების ძალისხმევაში, მაგრამ ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის, რაც გეგმით აქვს დასახული და რეალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. ეს იმგვარი ურთიერთობაა, რომელშიც ყველამ მხარემ ერთდროულად უნდა გადადგას ნაბიჯები ერთმანეთის მიმართ და არ დაელოდოს მეორეს როდის გადადგამს პირველ ნაბიჯს“,- განაცხადა გრეგოროვამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.