ოთარ კობერიძე 20 წელზე მეტია სოფლის მეურნეობას მისდევს. თავიდან ცხოველების ფერმა ჰქონდა და მარცვლეული მოჰყავდა. 2007 წლიდან კი ძალები მეთხილეობაში მოსინჯა და ეს საქმე მალევე შეუყვარდა. დღეს მისი თხილის ბაღი 14 ჰექტარზეა გაშენებული.
ოთარ კობერიძე ამბობს, რომ სამუშაოს შესრულების ყველა ეტაპზე – ბაღის მოვლისა თუ მოსავლის აღების პროცესში – ცდილობს, თანამედროვე გზებს მიჰყვეს და საქმეს ახლებურად მიუდგეს. ამაში კი მას „აგროსფერო“ ეხმარება. „ბაღს კვირაში ორჯერ მაინც ვამოწმებ „აგროსფეროს“ წარმომადგენელთან ერთად, კომპანიის გუნდისგან ვიღებ კონსულტაციასა და საჭირო აგროპროდუქტებს და სამუშაოებს ამის შემდეგ ვგეგმავ“, – ამბობს ოთარი.
ოთარ კობერიძე მეურნეობაზე, მის ყოველდღიურობასა და „აგროსფეროზე“
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/2KuuoIdS_-w" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
აგროსფერო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორია. ის 18 წელზე მეტია პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე პროდუქციითა და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს, ეხმარება მათ დანერგვაში და უწევს პროფესიულ კონსულტაციას.
NS