პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით..." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც კოვიდი მესამედ შეხვდა
"ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით..." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც კოვიდი მესამედ შეხვდა

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი, ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მე­სა­მედ შეხ­ვდა კო­ვი­დი. რო­გორც ის ამ­ბობს, დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა შტა­მი წინა ვა­რი­ან­ტებ­ზე მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბი მა­ინც აქვს და წინა შტა­მებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა სიმპტო­მი ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას.

ნანა გე­გეჭ­კო­რი:

"კო­ვი­დის მე­სა­მე წრე­ზე...

ამ­ჯე­რად აც­რი­ლი, წინა შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. სიმპტო­მე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად შე­უ­და­რებ­ლად ად­ვი­ლი ასა­ტა­ნია. წინა შემ­თხვე­ვა ოც­დღი­ა­ნი ტან­ჯვა იყო, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, სუნ­თქვის და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი­თაც კი. ტა­ქი­კარ­დი­ამ, ძლი­ერ­მა ზო­გად­მა სი­სუს­ტემ და ბა­ლან­სის მოშ­ლამ თვე­ე­ბი გას­ტა­ნა პოს­ტკო­ვი­დურ პე­რი­ო­დად.

ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი ყე­ლის ტკი­ვი­ლით, ხვე­ლით, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცი­ით და კუნ­თე­ბის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით და­ი­წყო. ყვე­ლა სიმპტო­მი ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას.

მკურ­ნა­ლო­ბა:

სი­ცხის დამ­წე­ვი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, დას­ვე­ნე­ბა, ძილი, კვე­ბა სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ზო­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი, დრო და დრო მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­ში ან ცეკ­ვა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში უწყვე­ტი სწავ­ლა კო­ვი­დის თე­რა­პი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ცაა

ჯე­რაც სიმპტო­მუ­რი ვარ, მაგ­რამ უკეთ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი ვიდ­რე პირ­ვე­ლი დღე­ებ­ში.

პროგ­ნო­ზი:

ალ­ბათ ორ სამ დღე­ში სრუ­ლად ალაგ­დე­ბა.

იზო­ლა­ცი­ის ვა­დე­ბი:

5 დღე პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი­დან. თუ სიმპტო­მე­ბი გა­ხან­გრძლივ­დე­ბა იზო­ლა­ცი­ა­ში რჩე­ბი მა­ნამ, სა­ნამ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია რჩე­ბა. მსუ­ბუ­ქი ხვე­ლა ან სხვა ტი­პის ნიშ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რაც კი გაგ­რძელ­დეს, ეს იზო­ლა­ცი­ას არ გა­ა­ხან­გრძლი­ვებს. იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი ხუთი დღე აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ბა­დის მკაც­რი ტა­რე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, ყველ­გან სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს მო­გი­წევთ ყოფ­ნა. იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლას და­მა­ტე­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვად დარ­ჩეს და­დე­ბი­თი, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ხუთი დღის შემ­დგომ, უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტი გა­დამ­დე­ბი აღა­რაა.

არა­ნა­ი­რი კო­ვიდ-სპე­ცი­ფი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია. პაქსლო­ვი­დი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის, მაგ­რამ მე არც რისკ ჯგუფს ვე­კუთ­ვნი, არც და­ა­ვა­დე­ბაა სა­ში­შად სიმპტო­მუ­რი, ამი­ტომ ამ პრე­პა­რა­ტით მკურ­ნა­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა არ მაქვს. პაქსლო­ვიდს ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი აქვს და ექიმ­მა ყო­ვე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვი­სას უნდა გა­და­წყვი­ტოს მისი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის თირკმლის და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბი, სხვა პრე­პა­რა­ტე­ბი რა­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებს და ამის მი­ხედ­ვით უნდა შე­ირ­ჩეს დოზა.

ტეს­ტი­რე­ბა:

სწრა­ფი ტეს­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად სენ­სი­ტი­უ­რია, თუმ­ცა სიმპტო­მე­ბის პიკ­ზე მა­ინც პო­უ­ლობს კო­ვიდს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში სიმპტო­მე­ბის პირ­ველ დღეს სამი, სხვა და სხვა კომ­პა­ნი­ის სწრა­ფი ტეს­ტი იყო უარ­ყო­ფი­თი. მე­ო­რე დღეს იგი­ვე ტეს­ტმა ად­ვი­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა კო­ვი­დი. სამ­სა­ხურ­ში გან­მე­ო­რე­ბულ­მა PCR ტეს­ტმა დი­აგ­ნო­ზი და­ა­დას­ტუ­რა.

დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა შტა­მი წინა ვა­რი­ან­ტებ­ზე მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბით, და­ა­ვა­დე­ბის სიმ­სუ­ბუ­ქეს წინა და­ა­ვა­დე­ბის­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კომ­ბი­ნა­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს, იმ ფაქტთან ერ­თად, რომ ახალ შტა­მებს შე­და­რე­ბით მეტი ტრო­პიზ­მი ახა­სი­ა­თებთ ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის მი­მართ და ისი­ნი ფილ­ტვებს ნაკ­ლე­ბად აზი­ა­ნე­ბენ.

აი­ცე­რით, და­ი­ბუს­ტეთ (ვი­საც რა გი­წევთ), ეცა­დეთ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უნიღ­ბოდ არ იყოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­დეთ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ ღია სივ­რცე­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნა გი­წევთ, მო­ე­რი­დეთ მო­ხუ­ცებს და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით დამ­ძი­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ ვინც აუც­რე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, მათ­თვის ყვე­ლა შტა­მი შე­იძ­ლე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე აღ­მოჩ­ნდეს.

აი­ცე­რით. უკვე დრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა რომ რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი საკ­მა­ოდ უსაფრ­თხოა. ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ახალ შტა­მებ­ზე წინა ვა­რი­ან­ტებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რომ ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლე­ბიც არი­ან, ჯამ­ში, ვაქ­ცი­ნის ოდ­ნავ დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც საკ­მა­რი­სია რომ სიკ­ვდი­ლის და გარ­თუ­ლე­ბე­ბის საფრ­თხის­გან და­გიც­ვათ.

ორი წელი გა­ვი­და უკვე კო­ვიდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან და ხე­დავთ თვალ­ნათ­ლივ რომ არ შე­უც­ვლია აც­რას ადა­მი­ა­ნის გე­ნო­მი, არც შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცია წა­ურ­თმე­ვია ვინ­მეს­თვის, არც რა­ი­მე უცხო იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბით გა­მო­უ­ჩე­ნია თავი. ში­შე­ბი პირ­ველ თვე­ებ­ში ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი იყო, ახლა უკვე გო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მეტი არ­გუ­მენ­ტი არ­სე­ბობს.

P.S.

ნუ შე­ი­წუ­ხებთ თავს ჩემი წყევ­ლით, გი­ნე­ბით და ასე შემ­დეგ. ამ სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სა­კუ­თარ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დით. არ მოქ­მე­დებს წყევ­ლა იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც ამ ფე­ნო­მე­ნის არ სწამს. მათ შო­რის ვარ მეც. მეც­ნი­ე­რე­ბის, სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის მჯე­რა, და­ნარ­ჩე­ნი ჩემ­ზე გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს და დროს ნუ და­ხარ­ჯავთ უსაგ­ნოდ

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კი­თხვებს ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. ამ პოს­ტში ამომ­წუ­რა­ვა­დაა ყვე­ლა­ფე­რი რაც კო­ვიდ­ზე უნდა იცო­დეთ. თუ უფრო რთუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს თქვენს და­ა­ვა­დე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ პი­რად ექიმს. მარ­თლა ყვე­ლა სა­ჭი­რო კი­თხვა­ზეა სრუ­ლი პა­სუ­ხი ამ ტექ­სტში თუ ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნო­ბით".

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკი
0

ფაიზერით ავიცრათ თუ გრაფენის ოქსიდებით?

ეᲗერი
0

ნუ ᲨეგვEამე ქალოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით..." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც კოვიდი მესამედ შეხვდა

"ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით..." - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც კოვიდი მესამედ შეხვდა

ამერიკაში მცხოვრები, ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მესამედ შეხვდა კოვიდი. როგორც ის ამბობს, დღეს გავრცელებული ყველა შტამი წინა ვარიანტებზე მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა სიმპტომები მაინც აქვს და წინა შტამებთან შედარებით ყველა სიმპტომი ადვილად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ნანა გეგეჭკორი:

"კოვიდის მესამე წრეზე...

ამჯერად აცრილი, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით. სიმპტომებიც შესაბამისად შეუდარებლად ადვილი ასატანია. წინა შემთხვევა ოცდღიანი ტანჯვა იყო, მაღალი ტემპერატურით, ნევროლოგიური, სუნთქვის და გულის პრობლემებითაც კი. ტაქიკარდიამ, ძლიერმა ზოგადმა სისუსტემ და ბალანსის მოშლამ თვეები გასტანა პოსტკოვიდურ პერიოდად.

ამჯერად ყველაფერი ყელის ტკივილით, ხველით, ტემპერატურული რეაქციით და კუნთების ძლიერი ტკივილით დაიწყო. ყველა სიმპტომი ადვილად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას.

მკურნალობა:

სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, დასვენება, ძილი, კვება სურვილისამებრ, ზომიერი რაოდენობით სითხეები, დრო და დრო მსუბუქი ვარჯიში ან ცეკვა. ჩემს შემთხვევაში უწყვეტი სწავლა კოვიდის თერაპიის განუყოფელი ნაწილიცაა

ჯერაც სიმპტომური ვარ, მაგრამ უკეთ გამოვიყურები ვიდრე პირველი დღეებში.

პროგნოზი:

ალბათ ორ სამ დღეში სრულად ალაგდება.

იზოლაციის ვადები:

5 დღე პირველი სიმპტომებიდან. თუ სიმპტომები გახანგრძლივდება იზოლაციაში რჩები მანამ, სანამ ტემპერატურული რეაქცია რჩება. მსუბუქი ხველა ან სხვა ტიპის ნიშნები შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს, ეს იზოლაციას არ გაახანგრძლივებს. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ დამატებითი ხუთი დღე აუცილებელია პირბადის მკაცრი ტარება საჯარო სივრცეში, ყველგან სადაც ადამიანების სიახლოვეს მოგიწევთ ყოფნა. იზოლაციიდან გამოსვლას დამატებითი ტესტირება არ სჭირდება. ტესტი შეიძლება ხანგრძლივად დარჩეს დადებითი, თუმცა პირველი ხუთი დღის შემდგომ, უსიმპტომო პაციენტი გადამდები აღარაა.

არანაირი კოვიდ-სპეციფიური მკურნალობა არ ჩამიტარებია. პაქსლოვიდი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ მე არც რისკ ჯგუფს ვეკუთვნი, არც დაავადებაა საშიშად სიმპტომური, ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობის ჩვენება არ მაქვს. პაქსლოვიდს ძალიან კონკრეტული ჩვენებები აქვს და ექიმმა ყოველი ინდივიდუალური შემთხვევისას უნდა გადაწყვიტოს მისი მიზანშეწონილობა. ასევე გასათვალისწინებელია პაციენტის თირკმლის და ღვიძლის ფუნქციები, სხვა პრეპარატები რასაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებს და ამის მიხედვით უნდა შეირჩეს დოზა.

ტესტირება:

სწრაფი ტესტები ნაკლებად სენსიტიურია, თუმცა სიმპტომების პიკზე მაინც პოულობს კოვიდს. ჩემს შემთხვევაში სიმპტომების პირველ დღეს სამი, სხვა და სხვა კომპანიის სწრაფი ტესტი იყო უარყოფითი. მეორე დღეს იგივე ტესტმა ადვილად აღმოაჩინა კოვიდი. სამსახურში განმეორებულმა PCR ტესტმა დიაგნოზი დაადასტურა.

დღეს გავრცელებული ყველა შტამი წინა ვარიანტებზე მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ჩემი პირადი მოსაზრებით, დაავადების სიმსუბუქეს წინა დაავადებისგან შემორჩენილი იმუნიტეტი და ვაქცინაციის კომბინაცია განაპირობებს, იმ ფაქტთან ერთად, რომ ახალ შტამებს შედარებით მეტი ტროპიზმი ახასიათებთ ზედა სასუნთქი გზების მიმართ და ისინი ფილტვებს ნაკლებად აზიანებენ.

აიცერით, დაიბუსტეთ (ვისაც რა გიწევთ), ეცადეთ დახურულ სივრცეში უნიღბოდ არ იყოთ. მაქსიმალურად შეეცადეთ ადამიანებთან საურთიერთოდ ღია სივრცეები გამოიყენოთ. თუ საზოგადოებაში ყოფნა გიწევთ, მოერიდეთ მოხუცებს და ქრონიკული დაავადებებით დამძიმებულ ადამიანებს. განსაკუთრებით მათ ვინც აუცრელია. სამწუხაროდ, მათთვის ყველა შტამი შეიძლება სასიკვდილო საფრთხე აღმოჩნდეს.

აიცერით. უკვე დრომაც დაადასტურა რომ რნმ ვაქცინები საკმაოდ უსაფრთხოა. ვაქცინების ეფექტიანობა ახალ შტამებზე წინა ვარიანტებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ახალი ვერსიები ნაკლებად აგრესიულებიც არიან, ჯამში, ვაქცინის ოდნავ დაქვეითებული ეფექტიანობაც საკმარისია რომ სიკვდილის და გართულებების საფრთხისგან დაგიცვათ.

ორი წელი გავიდა უკვე კოვიდ ვაქცინაციის დაწყებიდან და ხედავთ თვალნათლივ რომ არ შეუცვლია აცრას ადამიანის გენომი, არც შვილოსნობის ფუნქცია წაურთმევია ვინმესთვის, არც რაიმე უცხო იმუნური რეაქციებით გამოუჩენია თავი. შიშები პირველ თვეებში ადვილად გასაგები იყო, ახლა უკვე გონიერი გადაწყვეტილებისთვის მეტი არგუმენტი არსებობს.

P.S.

ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით და ასე შემდეგ. ამ სპორტის მოყვარულები საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. არ მოქმედებს წყევლა იმ ადამიანებზე, ვისაც ამ ფენომენის არ სწამს. მათ შორის ვარ მეც. მეცნიერების, სიკეთის და სიყვარულის მჯერა, დანარჩენი ჩემზე გავლენას ვერ ახდენს და დროს ნუ დახარჯავთ უსაგნოდ

ინდივიდუალურ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. ამ პოსტში ამომწურავადაა ყველაფერი რაც კოვიდზე უნდა იცოდეთ. თუ უფრო რთული მიმდინარეობა აქვს თქვენს დაავადებას აუცილებლად მიმართეთ პირად ექიმს. მართლა ყველა საჭირო კითხვაზეა სრული პასუხი ამ ტექსტში თუ ყურადღებით გაეცნობით".