მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი ძალიან ფრთხილი ადამიანია. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია" - რამდენად რეალურია, რომ ექსპრემიერს სანქციები დაუწესონ?
"ივანიშვილი ძალიან ფრთხილი ადამიანია. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია" - რამდენად რეალურია, რომ ექსპრემიერს სანქციები დაუწესონ?

გა­უ­გე­ბა­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ზი­ცია. ერთი მხრივ, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ამ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი 12-პუნ­ქტი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის­თვის მზად არი­ან, ამავდრო­უ­ლად კი თავს ეს­ხმი­ან ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ამის­თვის გა­მოყ­ვეს სამი დე­პუ­ტა­ტი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად შე­უ­რა­ცხყო­ფის ზღვარ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე. ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა დე­პუ­ტატ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის წე­რი­ლი აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნი­სად­მი, რომ­ლის ტო­ნიც სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, რაც აღ­ნიშ­ნა კი­დეც ქალ­ბა­ტონ­მა დეგ­ნან­მა სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა­ში. რას ცდი­ლობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამ ორ­მა­გი თა­მა­შით და შან­ტა­ჟის ენით? გა­ვიხ­სე­ნებ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ერ­თგვარ ულ­ტი­მა­ტუმ­საც, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თურ­მე სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს მხო­ლოდ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ დას­წევს... ასე­ვე მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ ომი რომ და­ი­წყოს, მე­ო­რე დღეს­ვე მოგ­ვცე­მენ სტა­ტუს­სო, ანუ ვი­თა­რე­ბას ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს ევ­რო­კავ­ში­რი გვი­ბიძ­გებს ომის­კენ... - ამ სა­კი­თხებ­ზე ექ­სპერ­ტმა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- თქვე­ნი კი­თხვის ბოლო ნა­წი­ლი­დან და­ვი­წყებ და გე­ტყვით, რომ თუ ომი და­ი­წყო, არ­სე­ბობს უდი­დე­სი საფრ­თხე, რომ მე­ო­რე დღეს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, აღარ იარ­სე­ბოს... რაც შე­ე­ხე­ბა შან­ტა­ჟის ენას, ეს გან­სცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და მას მერე, რაც ხალ­ხმრა­ვალ­მა მი­ტინ­გებ­მა შე­დე­გი ვერ მო­ი­ტა­ნა. ზო­გი­ერ­თი ამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ამ­ყა­რებ­და ილუ­ზო­რულ იმედს, რომ "ოც­ნე­ბა" გა­იქ­ცე­ო­და, ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებ­დნენ და ა.შ., მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩა­ი­ა­რა და "ოც­ნე­ბამ" თავი უფრო ძლი­ე­რად იგ­რძნო, შან­ტა­ჟიც კი და­ი­წყო... მათი პო­ზი­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია: ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გვაკ­ლებს, მოგ­ვე­ცით სტა­ტუ­სი და დავ­წევთ ბა­რი­ერს; თუ არ მოგ­ვცემთ, არ დავ­წევთ ბა­რი­ერს და კი­დევ კარ­გა ხანს დავ­რჩე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიო. სხვა სა­კი­თხია, რო­დემ­დე გა­უ­მარ­თლებს ამ­გვა­რი პო­ზი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას," მაგ­რამ, ფაქ­ტია, რომ დღეს ასე თა­მა­შობს, რაც ისე­ვე არას­წო­რია, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა ზი­ან­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

- რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ ვი­თომ მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი თავს ეს­ხმი­ან აშშ-ის ელჩს თუ ევ­რო­პუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ეს რო­გორ უნდა აიხ­სნას? ხომ არ ცდი­ლობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სწო­რედ ამ­გვა­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი პრო­პა­გან­დით და­ა­შო­როს ქვე­ყა­ნა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსს?

- არა მგო­ნია. რომ მი­ე­ცათ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ტუ­სი, უარს ხომ არ იტყოდ­ნენ? პი­რი­ქით, ვფიქ­რობ, რომ რო­დე­საც სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი წყდე­ბო­და, ისი­ნი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, აში­ნებ­დათ სწო­რედ ის სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც გა­თა­მაშ­და კი­დეც, რის მე­რეც ქვე­ყა­ნა­ში მას­შტა­ბუ­რი გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო. რით დას­რულ­და ეს გა­მოს­ვლე­ბი, სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ხომ აშ­კა­რად გა­მოჩ­ნდა, რა­ო­დენ დი­დია ქვე­ყა­ნა­ში ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის მხარ­და­ჭე­რა... ჩემი აზ­რით, რად­გან სტა­ტუ­სი არ მოგ­ვა­ნი­ჭეს, გა­ნა­წყენ­დნენ, თან მათ ამ აქ­ცი­ებ­მაც ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო და უკვე მუ­ქა­რის ტო­ნით ალა­პა­რაკ­დნენ... თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ვი­ღა­ცას მარ­თლაც სჯე­რა, რომ და­სავ­ლეთს მათი დამ­ხო­ბა უნდა და ეს შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რაც ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი... დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ერთი პარ­ტია მე­სა­მე ვა­დით მარ­თავს ქვე­ყა­ნას, რაც აჩენს მისი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მებს, თა­ნაც სხვა პარ­ტი­ებ­თან შე­და­რე­ბით მა­ინც მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს. ქვე­ყა­ნა­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი ვა­კუ­უ­მი. ერთი მხრივ, მმარ­თველ პარ­ტი­ას აქვს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი, მე­ო­რე მხრივ კი ოპო­ზი­ცი­ა­ში არ ჩანს ძალა, რო­მე­ლიც მის შეც­ვლას შეძ­ლებს. ამ ვა­კუ­უმ­ში ისევ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ახერ­ხებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მით უფრო - სა­ყო­ველ­თაო ნი­ჰი­ლიზ­მის ფონ­ზე.

- აშშ-ის ყო­ფილ­მა ელჩმა რუ­სეთ­ში მა­იკლ მა­კ­ფოლ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბე­ლა­რუს­ში ზო­გი­ერ­თი პი­რის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის გან­ხილ­ვა იწყე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ის უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მიერ შექ­მნი­ლი რუ­სე­თის სან­ქცი­რე­ბის ჯგუ­ფის ერთ-ერთი კო­ორ­დი­ნა­ტო­რია. ოპო­ზი­ცი­ამ ეს გან­ცხა­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის და­სა­წყი­სად მი­იჩ­ნია. ელით პრო­ცე­სის ამ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბას?

- ვფიქ­რობ, ეს არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი. მოდი, ასე შევ­ხე­დოთ პრო­ცესს: ივა­ნიშ­ვი­ლი არის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი. კაცი, რო­მელ­საც მი­ლი­არ­დე­ბი აქვს ნა­შოვ­ნი, რა­ტომ ჩა­იგ­დებს თავს საფრ­თხე­ში, არ მეს­მის... თა­ნაც სან­ქცი­ე­ბი რომ და­უ­წე­სონ, ამის სა­ფუძ­ვე­ლი ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს?! მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობ­დეს ფაქ­ტე­ბი, რომ ის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­თან არის გა­რი­გე­ბუ­ლი და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებს... კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა ჰი­პო­თე­ზუ­რად და­ვუშ­ვათ, რომ სან­ქცი­ებს და­უ­წე­სე­ბენ, არის ვა­რა­უ­დი, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რად მარ­თავს, მაგ­რამ ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც არ არ­სე­ბობს. რო­გორ და­უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ მარ­თლაც მარ­თავს? თა­ნაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ის არის საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე და ამ ქვეყ­ნის სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნიც მი­ი­ღო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის­გან. ვი­ღაც რუს­მა რომ და­უ­რე­კა და ბო­რენ­კა ეძა­ხა, ამის გამო შე­იძ­ლე­ბა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სონ? შე­იძ­ლე­ბა მა­კ­ფოლს უთხრა ვი­ღა­ცამ, ივა­ნიშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა რუ­სეთ­სო და ამის შემ­დეგ გა­და­წყდა, შე­ეს­წავ­ლათ ეს სა­კი­თხი, მაგ­რამ ის­მის კი­თხვა: რო­დე­საც შე­ის­წავ­ლი­ან, რას იპო­ვი­ან? ვი­მე­ო­რებ, ის არის ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი. რო­დე­საც 2011 წელს პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოგ­ვე­ცხა­და, და­ი­წყეს აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა, რომ მას­ზე რა­ი­მე კომ­პრო­მა­ტი ეპო­ვათ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი უპო­ვეს. თუ რა­მეს აფუ­ჭებს, ფაქ­ტია, ისე შლის ნაკ­ვა­ლევს, რომ ამის პოვ­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩემი აზ­რით, ბოლო ხანს ცდი­ლობს, არა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭოს, რად­გან ახლა იმ ასაკ­შია, ყვე­ლა­ზე მეტს პი­რად სიმ­შვი­დე­ზე, ოჯა­ხი­სა და დაგ­რო­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ფიქ­რობს.

მოკ­ლედ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობ, რომ ის ად­ვი­ლად არ გა­ეხ­ვე­ო­და ისეთ შარ­ში, რაც სან­ქცი­ე­ბამ­დე მი­იყ­ვანს, თუმ­ცა ეს ჩემი აზ­რია... შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი და ივა­ნიშ­ვი­ლი იმა­ზე ნაკ­ლე­ბად ჭკვი­ა­ნია, ვიდ­რე მგო­ნია... იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

ივანიშვილი უკანონოს არაფერს აკეთებს. ეს მზეები ვერ იგებენ არჩევნებს და მთელი პრობლემა ამაშია. თანაც ვერც ხვდებიან რატო ვერ იგებენ, თორე რამეს შეცვლიდნენ თავის ტაქტიკაში ალბათ. და თავი რატომღაც კი მოაქვთ გენიოსებად

კაჩუბეი
7

ეგ თვითონ ჰგონია,რომ ყველა ნაკვალევს შლის. სპეც სამსახური,რომელიც ფარულად უთვალთვალებს ყველაფერს აფიქსირებს და იმ საქმეს კინძავს და თაროზე დებს და ინახავს. ის დროც მოვა და ალბათ მალე იქნება,რომ ის ყველაფერი გამომზეურდება და ფარდა აეხდება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ივანიშვილი ძალიან ფრთხილი ადამიანია. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია" - რამდენად რეალურია, რომ ექსპრემიერს სანქციები დაუწესონ?

"ივანიშვილი ძალიან ფრთხილი ადამიანია. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია" - რამდენად რეალურია, რომ ექსპრემიერს სანქციები დაუწესონ?

გაუგებარია "ქართული ოცნების" პოზიცია. ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ ამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოყენებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის მზად არიან, ამავდროულად კი თავს ესხმიან ევროპელ პოლიტიკოსებს. შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნებიდან" ამისთვის გამოყვეს სამი დეპუტატი, რომლებიც თითქოს საკუთარი ინიციატივით ლამის ყოველდღიურად შეურაცხყოფის ზღვარზე ლაპარაკობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. ახლახან გამოქვეყნდა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი, რომლის ტონიც სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო, რაც აღნიშნა კიდეც ქალბატონმა დეგნანმა საპასუხო განცხადებაში. რას ცდილობს "ქართული ოცნება" ამ ორმაგი თამაშით და შანტაჟის ენით? გავიხსენებ ირაკლი კობახიძის ერთგვარ ულტიმატუმსაც, რომ ხელისუფლება თურმე საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სტატუსის მინიჭების შემდეგ დასწევს... ასევე მოვისმინეთ განცხადება, საქართველომ ომი რომ დაიწყოს, მეორე დღესვე მოგვცემენ სტატუსსო, ანუ ვითარებას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ევროკავშირი გვიბიძგებს ომისკენ... - ამ საკითხებზე ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- თქვენი კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს... რაც შეეხება შანტაჟის ენას, ეს განსცხადებები გაკეთდა მას მერე, რაც ხალხმრავალმა მიტინგებმა შედეგი ვერ მოიტანა. ზოგიერთი ამ საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ "ოცნება" გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და "ოცნებამ" თავი უფრო ძლიერად იგრძნო, შანტაჟიც კი დაიწყო... მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია "ქართულ ოცნებას," მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს, რაც ისევე არასწორია, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა ზიანდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

- როდესაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თუ ვითომ მისგან დისტანცირებული დეპუტატები თავს ესხმიან აშშ-ის ელჩს თუ ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს, ეს როგორ უნდა აიხსნას? ხომ არ ცდილობს "ქართული ოცნება" სწორედ ამგვარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდით დააშოროს ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს?

- არა მგონია. რომ მიეცათ საქართველოსთვის სტატუსი, უარს ხომ არ იტყოდნენ? პირიქით, ვფიქრობ, რომ როდესაც სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა, ისინი ძალიან ნერვიულობდნენ, აშინებდათ სწორედ ის სცენარი, რომელიც გათამაშდა კიდეც, რის მერეც ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო. რით დასრულდა ეს გამოსვლები, სხვა საკითხია, მაგრამ ხომ აშკარად გამოჩნდა, რაოდენ დიდია ქვეყანაში ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა... ჩემი აზრით, რადგან სტატუსი არ მოგვანიჭეს, განაწყენდნენ, თან მათ ამ აქციებმაც ვერაფერი დააკლო და უკვე მუქარის ტონით ალაპარაკდნენ... თუმცა შეიძლება "ქართულ ოცნებაში" ვიღაცას მართლაც სჯერა, რომ დასავლეთს მათი დამხობა უნდა და ეს შანტაჟი და მუქარაც ამით არის განპირობებული... დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ერთი პარტია მესამე ვადით მართავს ქვეყანას, რაც აჩენს მისი ლეგიტიმაციის პრობლემებს, თანაც სხვა პარტიებთან შედარებით მაინც მაღალი რეიტინგი აქვს. ქვეყანაში არის პოლიტიკური ვაკუუმი. ერთი მხრივ, მმართველ პარტიას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მეორე მხრივ კი ოპოზიციაში არ ჩანს ძალა, რომელიც მის შეცვლას შეძლებს. ამ ვაკუუმში ისევ "ქართული ოცნება" ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, მით უფრო - საყოველთაო ნიჰილიზმის ფონზე.

- აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში ზოგიერთი პირისთვის სანქციების დაწესების განხილვა იწყება. შეგახსენებთ, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის ერთ-ერთი კოორდინატორია. ოპოზიციამ ეს განცხადება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების დასაწყისად მიიჩნია. ელით პროცესის ამგვარ განვითარებას?

- ვფიქრობ, ეს არ არის მარტივი საკითხი. მოდი, ასე შევხედოთ პროცესს: ივანიშვილი არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი ადამიანი. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს ნაშოვნი, რატომ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, არ მესმის... თანაც სანქციები რომ დაუწესონ, ამის საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?! მაგალითად, არსებობდეს ფაქტები, რომ ის ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან არის გარიგებული და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს... კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ სანქციებს დაუწესებენ, არის ვარაუდი, რომ ის საქართველოს არაფორმალურად მართავს, მაგრამ ამის მტკიცებულებებიც არ არსებობს. როგორ დაუმტკიცებენ, რომ მართლაც მართავს? თანაც გაითვალისწინეთ, რომ ის არის საფრანგეთის მოქალაქე და ამ ქვეყნის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ვიღაც რუსმა რომ დაურეკა და ბორენკა ეძახა, ამის გამო შეიძლება სანქციები დაუწესონ? შეიძლება მაკფოლს უთხრა ვიღაცამ, ივანიშვილი ეხმარება რუსეთსო და ამის შემდეგ გადაწყდა, შეესწავლათ ეს საკითხი, მაგრამ ისმის კითხვა: როდესაც შეისწავლიან, რას იპოვიან? ვიმეორებ, ის არის ძალიან ფრთხილი ადამიანი. როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში გამოგვეცხადა, დაიწყეს აქტიურად მუშაობა, რომ მასზე რაიმე კომპრომატი ეპოვათ, მაგრამ ვერაფერი უპოვეს. თუ რამეს აფუჭებს, ფაქტია, ისე შლის ნაკვალევს, რომ ამის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბოლო ხანს ცდილობს, არაფერი გააფუჭოს, რადგან ახლა იმ ასაკშია, ყველაზე მეტს პირად სიმშვიდეზე, ოჯახისა და დაგროვილი მილიარდების უსაფრთხოებაზე ფიქრობს.

მოკლედ, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ის ადვილად არ გაეხვეოდა ისეთ შარში, რაც სანქციებამდე მიიყვანს, თუმცა ეს ჩემი აზრია... შეიძლება ვცდები და ივანიშვილი იმაზე ნაკლებად ჭკვიანია, ვიდრე მგონია... იხილეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: