მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე ლომშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა,
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში ოლიმპიური აუზი აღადგინეს, თუმცა კაცები და ქალები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ - მათ აუზზე მისასვლელად სხვადასხვა დღეები დაუწესეს
სოხუმში ოლიმპიური აუზი აღადგინეს, თუმცა კაცები და ქალები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ - მათ აუზზე მისასვლელად სხვადასხვა დღეები დაუწესეს

5 ივ­ლისს სო­ხუმ­ში ოლიმ­პი­უ­რი სა­ცუ­რაო აუზი სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. სიმ­ბო­ლუ­რი წი­თე­ლი ლენ­ტი სო­ხუ­მის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დე ფაქ­ტო ხელ­მძღვა­ნელ­მა, ბეს­ლან ეშ­ბამ და კომ­პა­ნია Aquastroyinvest-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ოლეგ იურ­ჩენ­კომ გაჭ­რეს.

სა­ცუ­რაო აუ­ზით სარ­გებ­ლო­ბა ერ­თდრო­უ­ლად 120 ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. თუმ­ცა ბეს­ლან ეშ­ბას თქმით, ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი აუ­ზით ერ­თდრო­უ­ლად ვერ ისარ­გებ­ლე­ბი. და­წეს­დე­ბა დღე­ე­ბი ქა­ლე­ბის­თვის ცალ­კე, ხოლო კა­ცებს სხვა დღე­ებ­ში მი­ე­ცე­მათ აუ­ზით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

აუზი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ­დე

ქა­ლებს აუზ­ზე მის­ვლა კვი­რა­ში ორ­ჯერ - ოთხშა­ბათ­სა და შა­ბათს შე­ეძ­ლე­ბათ. და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბით კი მა­მა­კა­ცე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ. ეშ­ბამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნუ­ლი სპე­ცი­ფი­კით ახ­სნა. მისი თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მო­ზარ­დთა სპორ­ტუ­ლი სკო­ლე­ბის­თვის აუზ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო დრო გა­მო­ი­ყო­ფა, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა უფა­სო. აუ­ზით უფა­სოდ სარ­გებ­ლო­ბას მხო­ლოდ შშმ პი­რე­ბი შეძ­ლე­ბენ.

ოლეგ იურ­ჩენ­კოს თქმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია "მოქ­ნი­ლი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა." 6-დან 16 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის აუზ­ზე შეს­ვლა, 200 რუბ­ლი (9 ლარი) ღირს, ერ­თთვი­ა­ნი აბო­ნი­მენ­ტი - 2000 რუბ­ლი (91 ლარი); აუ­ზით სარ­გებ­ლო­ბა აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე­ებს - 250 რუბ­ლად შე­უძ­ლი­ათ, აბო­ნი­მენ­ტის შე­ძე­ნა კი 2500 რუბ­ლად.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის სხვა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აუ­ზით ა300 რუბ­ლად ისარ­გებ­ლე­ბენ, აბო­ნი­მენ­ტში 3000 რუბლს გა­და­იხ­დი­ან. უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი ერთჯე­რა­დად 400 რუბლს, აბო­ნი­მენ­ტში 4000 რუბლს.

"ჩვენ­თვის აუ­ზის გახ­სნა დიდი მოვ­ლე­ნაა. ზღვა, რა თქმა უნდა, კარ­გია, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ადა­მი­ან­მა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით იცხოვ­როს, აუზი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა“, - გა­ნა­ცხა­და ეშ­ბამ.

ოლიმ­პი­უ­რი აუზი პირ­ვე­ლად 1980 წელს გა­იხ­სნა, თუმ­ცა ომის დროს და­ზი­ან­და. აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­ი­ხარ­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტარი
0

თალიბანიზაცია!!!

წყალი
9

წყალსაც თუ ჩაასხავენ ხანდახან ეგეც კაი იქნება. სიცხეში ცურვისას გაგრილდება ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

სოხუმში ოლიმპიური აუზი აღადგინეს, თუმცა კაცები და ქალები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ - მათ აუზზე მისასვლელად სხვადასხვა დღეები დაუწესეს

სოხუმში ოლიმპიური აუზი აღადგინეს, თუმცა კაცები და ქალები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ - მათ აუზზე მისასვლელად სხვადასხვა დღეები დაუწესეს

5 ივლისს სოხუმში ოლიმპიური საცურაო აუზი საზეიმოდ გაიხსნა. სიმბოლური წითელი ლენტი სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, ბესლან ეშბამ და კომპანია Aquastroyinvest-ის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ იურჩენკომ გაჭრეს.

საცურაო აუზით სარგებლობა ერთდროულად 120 ადამიანს შეუძლია. თუმცა ბესლან ეშბას თქმით, ქალები და კაცები აუზით ერთდროულად ვერ ისარგებლები. დაწესდება დღეები ქალებისთვის ცალკე, ხოლო კაცებს სხვა დღეებში მიეცემათ აუზით სარგებლობის შესაძლებლობა.

აუზი რეაბილიტაციამდე

ქალებს აუზზე მისვლა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. დანარჩენი დღეებით კი მამაკაცები ისარგებლებენ. ეშბამ ეს ყველაფერი ეროვნული სპეციფიკით ახსნა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ მოზარდთა სპორტული სკოლებისთვის აუზში სპეციალური სავარჯიშო დრო გამოიყოფა, თუმცა ეს ყველაფერი არ იქნება უფასო. აუზით უფასოდ სარგებლობას მხოლოდ შშმ პირები შეძლებენ.

ოლეგ იურჩენკოს თქმით, შემუშავებულია "მოქნილი საფასო პოლიტიკა." 6-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის აუზზე შესვლა, 200 რუბლი (9 ლარი) ღირს, ერთთვიანი აბონიმენტი - 2000 რუბლი (91 ლარი); აუზით სარგებლობა აფხაზეთის ომის მონაწილეებს - 250 რუბლად შეუძლიათ, აბონიმენტის შეძენა კი 2500 რუბლად.

ოკუპირებული აფხაზეთის სხვა მაცხოვრებლები აუზით ა300 რუბლად ისარგებლებენ, აბონიმენტში 3000 რუბლს გადაიხდიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი ერთჯერადად 400 რუბლს, აბონიმენტში 4000 რუბლს.

"ჩვენთვის აუზის გახსნა დიდი მოვლენაა. ზღვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, აუზი აუცილებლად საჭიროა“, - განაცხადა ეშბამ.

ოლიმპიური აუზი პირველად 1980 წელს გაიხსნა, თუმცა ომის დროს დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.