სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება თავის კვალს ტოვებს ადამიანებზე" - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ანტიდეპრესანტების მოხმარების საგანგაშო დონეზე საუბრობენ
"მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება თავის კვალს ტოვებს ადამიანებზე" - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ანტიდეპრესანტების მოხმარების საგანგაშო დონეზე საუბრობენ

რუ­სეთ­ში ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი­სა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის მხრივ, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი პირ­ველ ად­გილ­ზეა. ჩეჩ­ნე­თი და და­ღეს­ტა­ნი რუ­სე­თის 10 რე­გი­ო­ნის პირ­ველ სა­მე­ულ­ში არი­ან. ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლებ­მა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მო­იხ­მა­რეს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, "პერ­სპექ­ტი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც მო­ნა­ცემ­თა გა­ციფ­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს, 2022 წლის იან­ვარ-ივ­ნის­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სამ რეს­პუბ­ლი­კა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ შე­ძე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ასე გა­და­ნა­წილ­და - მხო­ლოდ ჩეჩ­ნეთ­ში, 10 ათას ადა­მი­ან­ზე ძლი­ე­რი ან­ტი­დეპ­რე­სან­ტის 100-მდე შე­ფუთ­ვაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, და­ღეს­ტან­ში იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ან­ზე 228, ინ­გუ­შეთ­ში კი - 212.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, ჩეჩ­ნეთ­ში ბევ­რად ძნე­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა და სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა აღ­ნიშ­ნულ სტა­ტის­ტი­კა­ში და­ნარ­ჩენ ორზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ 3 ივ­ნისს რუ­სე­თის რე­გი­ო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ხუ­თე­ულ­ში სწო­რედ ეს ქვეყ­ნე­ბი ლი­დე­რობ­დნენ. უმუ­შევ­რო­ბი­სა და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის კუ­თხით, ამ სამი რე­გი­ო­ნის შემ­დეგ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არი­ან, ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი და ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სრუ­ლე­ბით არ არის გა­საკ­ვი­რი, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი­სა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლე­ბის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბას გრძნო­ბენ, არაფ­რის შეც­ვლის იმე­დი არ აქვთ, უმუ­შევ­რო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

"და­ღეს­ტან­სა და ინ­გუ­შეთ­შიც ვი­თა­რე­ბას ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი აკონ­ტრო­ლებს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ვე რე­გი­ონ­ში ერ­თნა­ი­რი ვი­თა­რე­ბაა. ახლა სა­მი­ვე რე­გი­ონ­ში ერთი პრო­ფე­სია არ­სე­ბობს - სამ­ხედ­რო საქ­მე. ჩეჩ­ნეთ­ში გუ­შინ ახა­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის შექ­მნის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­დაც 1800 მდე ადა­მი­ა­ნი უნდა ჩა­ი­რი­ცხოს. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი რი­ცხვი სა­მი­ვე რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­დან უნდა შე­ივ­სოს. ამ რე­ა­ლო­ბა­ში კი, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბით თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სუ­ლაც არ არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და მით უფრო, გა­საკ­ვი­რი", - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნე­ტომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა ახლა არ და­წყე­ბუ­ლა, წლე­ბია ასე გრძელ­დე­ბა, ეტყო­ბა, ახლა ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ყვე­ლა გზით ცდი­ლობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბას. ცდი­ლო­ბენ მექ­სი­ი­დან ამე­რი­კა­ში გა­დავ­დნენ, რის­კა­ვენ სი­ცო­ცხლით, ჯან­მრთე­ლო­ბით, იქა­ურ ცი­ხე­ში ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ მა­ინც იქ ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნი­ათ და­ღეს­ტან­ში, ინ­გუ­შეთ­ში, ან ჩეჩ­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

ასე რომ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, პლუს სო­ცი­ა­ლუ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ან სუ­ლაც უმუ­შევ­რო­ბა არის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის მა­სობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზი. მუდ­მი­ვი ში­შის ქვეშ ცხოვ­რე­ბა თა­ვის კვალს ტო­ვებს ადა­მი­ა­ნებ­ზე", - მი­აჩ­ნია ევე­ლინ აბ­დუ­სა­რო­ვას.

"ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ადა­მი­ა­ნებს იდენ­ტო­ბის გა­მო­ხატ­ვა არ შე­უძ­ლი­ათ. იქ სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას თა­ვი­ან­თი "სა­მე­დი­ცი­ნი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ", ძლი­ერ და­მამ­შვი­დე­ბელს ას­მე­ვენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან მიჰ­ყავთ, რომ­ლე­ბიც "ულო­ცა­ვენ, უწ­მინ­დუ­რის გან­სან­დევ­ნად", ეს არის რე­ა­ლო­ბა", - მი­აჩ­ნია "ჯონი ლოუს~"

"პო­ლი­ცი­ა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში და­საქ­მე­ბის გარ­და, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი ტუ­რიზ­მი იყო და ახლა იმა­საც მი­ად­გნენ - ტუ­რის­ტებს დრეს­კოდს უწე­სე­ბენ, სთხო­ვენ ქუ­ჩა­ში არ მო­წი­ონ და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი ჩა­იც­ვან. იმ შეთმხვე­ვა­ში თუ ისი­ნი "შე­სა­ბა­მი­სად" არ შე­ი­მო­სე­ბი­ან, გი­დის და­ჯა­რი­მე­ბას ითხო­ვენ. ასეთ ფონ­ზე ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი რა მო­სა­ტა­ნია?!" - წერს "სუ­ლე­ი­მან ჩე­ჩე­ნი."

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება თავის კვალს ტოვებს ადამიანებზე" - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ანტიდეპრესანტების მოხმარების საგანგაშო დონეზე საუბრობენ

"მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება თავის კვალს ტოვებს ადამიანებზე" - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში ანტიდეპრესანტების მოხმარების საგანგაშო დონეზე საუბრობენ

რუსეთში ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი პირველ ადგილზეა. ჩეჩნეთი და დაღესტანი რუსეთის 10 რეგიონის პირველ სამეულში არიან. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგიონის მცხოვრებლებმა რეკორდული რაოდენობის მედიკამენტები მოიხმარეს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, "პერსპექტიული ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, რომელიც მონაცემთა გაციფრულებაზე მუშაობს, 2022 წლის იანვარ-ივნისში ჩრდილოეთ კავკასიის სამ რესპუბლიკაში მოქალაქეების მიერ შეძენილი მედიკამენტები დაახლოებით ასე გადანაწილდა - მხოლოდ ჩეჩნეთში, 10 ათას ადამიანზე ძლიერი ანტიდეპრესანტის 100-მდე შეფუთვაა გამოყენებული, დაღესტანში იმავე რაოდენობის ადამიანზე 228, ინგუშეთში კი - 212.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ჩეჩნეთში ბევრად ძნელია ინფორმაციის მოპოვება და სწორედ ამით აიხსნება აღნიშნულ სტატისტიკაში დანარჩენ ორზე დაბალი მაჩვენებელი.

გამოცემა წერს, რომ 3 ივნისს რუსეთის რეგიონების ყველაზე დაბალი შემოსავლების მქონე ხუთეულში სწორედ ეს ქვეყნები ლიდერობდნენ. უმუშევრობისა და დაბალი შემოსავლების კუთხით, ამ სამი რეგიონის შემდეგ ჩამონათვალში არიან, ჩრდილოეთ ოსეთი და ყარაჩაი-ჩერქეზეთი.

ადგილობრივების თქმით, სრულებით არ არის გასაკვირი, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოტროპულების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ადამიანები უპერსპექტივობას გრძნობენ, არაფრის შეცვლის იმედი არ აქვთ, უმუშევრობა ძალიან მაღალია.

"დაღესტანსა და ინგუშეთშიც ვითარებას ჩეჩნეთის ლიდერი აკონტროლებს და შესაბამისად, სამივე რეგიონში ერთნაირი ვითარებაა. ახლა სამივე რეგიონში ერთი პროფესია არსებობს - სამხედრო საქმე. ჩეჩნეთში გუშინ ახალი ბატალიონის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, სადაც 1800 მდე ადამიანი უნდა ჩაირიცხოს. დასახელებული რიცხვი სამივე რეგიონის მოსახლეობიდან უნდა შეივსოს. ამ რეალობაში კი, ანტიდეპრესანტებით თვითნებური მკურნალობა სულაც არ არის მოულოდნელი და მით უფრო, გასაკვირი", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტომხმარებელი.

"ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ახლა არ დაწყებულა, წლებია ასე გრძელდება, ეტყობა, ახლა ჩაატარეს კვლევა. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობა ყველა გზით ცდილობს საცხოვრებელი ადგილის დატოვებას. ცდილობენ მექსიიდან ამერიკაში გადავდნენ, რისკავენ სიცოცხლით, ჯანმრთელობით, იქაურ ციხეში ხვდებიან, მაგრამ მაინც იქ ყოფნა ურჩევნიათ დაღესტანში, ინგუშეთში, ან ჩეჩნეთში დაბრუნებას.

ასე რომ, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები, პლუს სოციალურად არასტაბილური ვითარება, დაბალი შემოსავალი, ან სულაც უმუშევრობა არის ანტიდეპრესანტების მასობრივად გამოყენების მიზეზი. მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება თავის კვალს ტოვებს ადამიანებზე", - მიაჩნია ეველინ აბდუსაროვას.

"ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანებს იდენტობის გამოხატვა არ შეუძლიათ. იქ სექსუალურ უმცირესობას თავიანთი "სამედიცინი მეთოდებით მკურნალობენ", ძლიერ დამამშვიდებელს ასმევენ, სასულიერო პირებთან მიჰყავთ, რომლებიც "ულოცავენ, უწმინდურის განსანდევნად", ეს არის რეალობა", - მიაჩნია "ჯონი ლოუს~"

"პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში დასაქმების გარდა, ადგილობრივების ერთადერთი შემოსავალი ტურიზმი იყო და ახლა იმასაც მიადგნენ - ტურისტებს დრესკოდს უწესებენ, სთხოვენ ქუჩაში არ მოწიონ და მოკრძალებული ტანისამოსი ჩაიცვან. იმ შეთმხვევაში თუ ისინი "შესაბამისად" არ შეიმოსებიან, გიდის დაჯარიმებას ითხოვენ. ასეთ ფონზე ანტიდეპრესანტები რა მოსატანია?!" - წერს "სულეიმან ჩეჩენი."