პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურია ქმართან ერთად საქართველოშია - როგორ ატარებს მომღერალი დროს სამშობლოში? - ის მალე იტალიაში წასვლას გეგმავს, სადაც ბოჩელის კონცერტზე იმღერებს (ფოტოები)
ქეთა თოფურია ქმართან ერთად საქართველოშია - როგორ ატარებს მომღერალი დროს სამშობლოში? - ის მალე იტალიაში წასვლას გეგმავს, სადაც ბოჩელის კონცერტზე იმღერებს (ფოტოები)

ქეთა თო­ფუ­რია შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ერთ კვი­რა­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ყო­ველ­თვის უყ­ვე­ბა, ამ­ჯე­რად თავს იკა­ვებს და სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნას სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს. ჯერ­ჯე­რო­ბით მას სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

რო­გორც წყა­რომ გვი­თხრა, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ქე­თას ქმა­რი, ლევ ძენ­გო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ის ქე­თა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ცო­ლის სამ­შობ­ლო­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ ქე­თას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ არ­ცერთ ფო­ტო­ში არ მოხ­ვედ­რი­ლა.

  • მომ­ღე­რა­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ოქ­რო­ყა­ნა­ში მდე­ბა­რე, ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ სას­ტუმ­რო-კომ­პლექსში გა­ერ­თო. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს ქე­თას მე­უღ­ლე ლევ ძენ­გო­ვი და ქე­თას დედა, ნა­ტა­ლია თო­ფუ­რია.

უკვე წლე­ბია, რაც ქეთა თო­ფუ­რი­ამ წყნეთ­ში აგა­რა­კი აი­შე­ნა, სა­დაც ზა­ფხუ­ლო­ბით ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­დის.

20 ივ­ლისს ქეთა თო­ფუ­რი­ას ან­დრია ბო­ჩელ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტი აქვს, რომ­ლის ანონ­სიც ბო­ჩე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე დიდი ხა­ნია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და ბი­ლე­თე­ბიც იყი­დე­ბა.

ანონსში ვკი­თხუ­ლობთ, რომ კონ­ცერ­ტი იტა­ლი­ა­ში, ხმელ­თა­შუა ზღვის ულა­მა­ზეს კუნ­ძულ კაპ­რი­ზე, ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ სას­ტუმ­რო­ში Capri Palace Jumeirah-ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ბო­ჩელ­თან ერ­თად სა­ღა­მო­ზე გა­მო­ვა ჯემი კუ­ლუ­მი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ჯაზ-პოპ მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც თა­ვის უნი­კა­ლურ ჰი­ტებს შე­ას­რუ­ლებს. კონ­ცერ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი მა­ესტრო ან­დრეა ბო­ჩელს და­ეთ­მო­ბა. სა­ღა­მოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ქეთა თო­ფუ­რია და ან­დრეა გრი­მი­ნე­ლი, ფლე­ი­ტის იტა­ლი­ე­ლი ვირ­ტუ­ო­ზი.

სა­ღა­მო­ზე დას­წრე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ ადა­მი­ან­ზე 2000-2500 ევ­რომ­დეა. ცნო­ბი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლე­ბი კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას მხო­ლოდ ბე­ლა­რუს­სა და დუ­ბა­ი­ში ახერ­ხებ­დნენ. რად­გან პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რის გამო მათ სხვა ქვეყ­ნე­ბის დიდ სცე­ნა­ზე გა­მო­სას­ვლე­ლად აღა­რა­ვინ იწ­ვევს. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ თურ­ქეთ­ში არა­ერთ სას­ტუმ­რო­ში ჩა­ი­შა­ლა ზა­ფხულ­ში და­გეგ­მი­ლი რუსი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი.

თუმ­ცა რო­გორც ანონ­სი­დან ჩანს, ქეთა სას­ტუმ­რო­ში იმ­ღე­რებს, სა­დაც მოხ­ვედ­რა, მხო­ლოდ მდი­დარ, VIP სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ.

მომ­ღე­რა­ლი იტა­ლი­ა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რინ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nika
10

ანუ პუტინის პირადი მინეტშიცა საქართველოშია 

საქართველოდან ჩავა
5

ანუ, რუსეთიდან ჩასულად არ ჩაითვლება. Лазейка-ა საქართველო რუსებისთვის ევროპაში გასაძრომად. და სანქცირებული საქონლის საქაართველოს გავლით რუსეთში შესატანად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ქეთა თოფურია ქმართან ერთად საქართველოშია - როგორ ატარებს მომღერალი დროს სამშობლოში? - ის მალე იტალიაში წასვლას გეგმავს, სადაც ბოჩელის კონცერტზე იმღერებს (ფოტოები)

ქეთა თოფურია ქმართან ერთად საქართველოშია - როგორ ატარებს მომღერალი დროს სამშობლოში? - ის მალე იტალიაში წასვლას გეგმავს, სადაც ბოჩელის კონცერტზე იმღერებს (ფოტოები)

ქეთა თოფურია შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთ კვირაზე მეტია საქართველოში იმყოფება. მომღერალი, რომელიც თავისი მოგზაურობის შესახებ თაყვანისმცემლებს "ინსტაგრამზე" ყოველთვის უყვება, ამჯერად თავს იკავებს და სამშობლოში ყოფნას საიდუმლოდ ინახავს. ჯერჯერობით მას საქართველოში გადაღებული ფოტოები არ გამოუქვეყნებია.

როგორც წყარომ გვითხრა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქეთას ქმარი, ლევ ძენგოვი საქართველოში ჩამოვიდა და ის ქეთაზე დაქორწინების შემდეგ ცოლის სამშობლოში არაერთხელ ყოფილა. თუმცა ჯერჯერობით საქართველოში გადაღებულ ქეთას მიერ გამოქვეყნებულ არცერთ ფოტოში არ მოხვედრილა.

  • მომღერალი მეგობრებთან ერთად, ოქროყანაში მდებარე, ერთ-ერთ გამორჩეულ სასტუმრო-კომპლექსში გაერთო. ფოტოებზე ჩანს ქეთას მეუღლე ლევ ძენგოვი და ქეთას დედა, ნატალია თოფურია.

უკვე წლებია, რაც ქეთა თოფურიამ წყნეთში აგარაკი აიშენა, სადაც ზაფხულობით ოჯახთან ერთად ჩამოდის.

20 ივლისს ქეთა თოფურიას ანდრია ბოჩელთან ერთად კონცერტი აქვს, რომლის ანონსიც ბოჩელის ოფიციალურ გვერდზე დიდი ხანია გამოქვეყნებულია და ბილეთებიც იყიდება.

ანონსში ვკითხულობთ, რომ კონცერტი იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს კუნძულ კაპრიზე, ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულ სასტუმროში Capri Palace Jumeirah-ზე გაიმართება.

ბოჩელთან ერთად საღამოზე გამოვა ჯემი კულუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-პოპ მუსიკოსი, რომელიც თავის უნიკალურ ჰიტებს შეასრულებს. კონცერტის მეორე ნახევარი კი მაესტრო ანდრეა ბოჩელს დაეთმობა. საღამოს განსაკუთრებული სტუმრები იქნებიან ქეთა თოფურია და ანდრეა გრიმინელი, ფლეიტის იტალიელი ვირტუოზი.

საღამოზე დასწრების ღირებულება ერთ ადამიანზე 2000-2500 ევრომდეა. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე მომღერლები კონცერტების გამართვას მხოლოდ ბელარუსსა და დუბაიში ახერხებდნენ. რადგან პუტინის მხარდაჭერის გამო მათ სხვა ქვეყნების დიდ სცენაზე გამოსასვლელად აღარავინ იწვევს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთში არაერთ სასტუმროში ჩაიშალა ზაფხულში დაგეგმილი რუსი შემსრულებლების კონცერტები.

თუმცა როგორც ანონსიდან ჩანს, ქეთა სასტუმროში იმღერებს, სადაც მოხვედრა, მხოლოდ მდიდარ, VIP სტუმრებს შეუძლიათ.

მომღერალი იტალიაში სავარაუდოდ, საქართველოდან გაფრინდება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"