ავტორი:

"ავეჯის კომპანიაში მუშაობდა, ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა... თურმე ე.წ დევეპე შუბლის არეში დაეცა" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად გარდაცვლილ აქტივისტზე?

"ავეჯის კომპანიაში მუშაობდა, ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა... თურმე ე.წ დევეპე შუბლის არეში დაეცა" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად გარდაცვლილ აქტივისტზე?

სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. იგი თავის არეში უმძიმესი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე-8 საავადმყოფოში გუშინ შეიყვანა.

კლინიკასთან მთელი ღამე გაათენეს მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, ყველა გივიკოს გამოჯანმრთელებაზე ლოცულობდა, რადგან ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ.

ყველაფერი კეთდებოდა მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. უამრავი ტკივილიანი სტატუსი გაჩნდა სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, გივი კუბლაშვილმა სამსახურში მიიღო ტრავმა ე.წ დევეპეს გადმოცვენის შედეგად.

კახა კვეკვესკირი, მეგობარი: მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით მეგობრები, დილით 7 საათზე მომიწია იქიდან წამოსვლა აუცილებელ საქმეზე და სადღაც 2 საათში გავიგე, რომ ჩვენი უკარგესი მეგობარი ცოცხალი აღარ გვყავდა. მართალია ექიმები ამბობდნენ, რომ ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი, მაგრამ მაინც არ ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა მას რამე მოსვლოდა და ვლოცულობდით მის გადასარჩენად.

ტრაგიკული შემთხვევა მის სამსახურში გუშინ, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შუალედში მოხდა. ერთ-ერთ ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში მთავარი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო, არ ევალებოდა, მაგრამ ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა. წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეოც დადო, 12 საათამდე ეს უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენი წარმოება ისევ დადგეს მწყობრშიო. როგორც გივიკოს ნათესავმა მითხრა, ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა.

თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, გულს აპარატით უმუშავებდნენ. ექიმები ამბობდნენ, ერთი პროცენტიც არ არის გადარჩენის იმედიო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ 1 პროცენტს. ისიც გვითხრეს, თუ 24 საათი გაუძლო, მერე გეტყვით რას მოვიმოქმედებთო. დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, სამწუხაროდ, 10 საათზე გარდაიცვალა...წაიკითხეთ სრულად