პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..." - გიორგი ჩალაძე
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..." - გიორგი ჩალაძე

დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ იქორ­წი­ნეს. სტა­ტუ­სებს თან ახ­ლდა მათი სა­ერ­თო ფოტო, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში ყოფ­ნი­სას გა­და­ი­ღეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ჩა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ მაკა რაზ­მა­ძეს­თან გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ჭორი იყო, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ავ­რცე­ლეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე:

"რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო იმ აბ­სურ­დულ და იმ სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს მე და ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი ალა­სა­ნია დავ­ქორ­წინ­დით. ეს არის კე-გე-ბეს მე­თო­დე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნებს და მათ ღირ­სე­ბას აყე­ნე­ბენ დარ­ტყმას, დის­კრე­დი­ტა­ცი­ის გზით.

ეს კამ­პა­ნია არც ჩემს და არც ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი. ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა. თუმ­ცა ისიც გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ აქვს ადა­მი­ანს უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ტყუ­ი­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა..." - გა­ნა­ცხა­და მან.

შე­გახ­სე­ნებთ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­როს­მა ვაჟ­მა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თეს, ვი­ზი­ტის თემა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­ლდათ.

"ბრი­უ­სელ­ში ჩვენ ვეს­წრე­ბო­დით სხდო­მებს. დაგ­ვას­წრეს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი. გა­მო­ცხად­და, რომ სხდო­მას ვეს­წრე­ბო­დით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა და ასე­ვე შვი­ლი, დარ­ბა­ზი ტაშს უკ­რავ­და. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ნიკა გვა­რა­მი­ას სა­კი­თხი. ლა­პა­რა­კი იყო ჩემი შვი­ლის შე­სა­ფე­რის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე და ნიკა გვა­რა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ვი­ზი­ტის შემ­დეგ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგელი
0

ცხელა.რა.დროს.ეგეტებია

დეა
2

დაგვასვენეთ ამ ოჯახის ხსენებისგან და თქვენც დაისვენეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..." - გიორგი ჩალაძე

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ განცხადებაზე, რომ თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები..." - გიორგი ჩალაძე

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ჩალაძემ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ იქორწინეს. სტატუსებს თან ახლდა მათი საერთო ფოტო, რომელიც ბრიუსელში ყოფნისას გადაიღეს. მოგვიანებით, ამ თემაზე კომენტარი ჩალაძემ ჟურნალისტ მაკა რაზმაძესთან გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ჭორი იყო, რომელიც მიზანმიმართულად გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციისთვის.

გიორგი ჩალაძე:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და იმ სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის კე-გე-ბეს მეთოდები, როცა ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას, დისკრედიტაციის გზით.

ეს კამპანია არც ჩემს და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგაა მიმართული. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობა. თუმცა ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს უფლება ჰქონდეს პირადი ცხოვრება.

მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნის მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური დარტყმის მიყენების მცდელობა..." - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გიული ალასანიამ, გიორგი ჩალაძემ და მიხეილ სააკაშვილის უფროსმა ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა ბრიუსელში ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართეს, ვიზიტის თემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლდათ.

"ბრიუსელში ჩვენ ვესწრებოდით სხდომებს. დაგვასწრეს, როგორც საპატიო სტუმრები. გამოცხადდა, რომ სხდომას ვესწრებოდით მიხეილ სააკაშვილის დედა და ასევე შვილი, დარბაზი ტაშს უკრავდა. ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხი. ლაპარაკი იყო ჩემი შვილის შესაფერის კლინიკაში გადაყვანასა და მკურნალობაზე და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე", - განაცხადა გიული ალასანიამ ვიზიტის შემდეგ.

იხილეთ ასევე: