სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ქართული ოცნებისთვის" ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას" - ლევან ბეჟაშვილი
"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ქართული ოცნებისთვის" ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას" - ლევან ბეჟაშვილი

ევ­რო­კავ­ში­რის 12-პუნ­ქტი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი - დე­პო­ლა­რი­ზა­ცია იმას გუ­ლის­ხმობს, რომ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში მთა­ვა­რი მარ­ტო ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ უნდა იყოს და პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა სხვა პარ­ტი­ებ­საც უნდა მი­ე­ცეს, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ბეჟაშ­ვი­ლის თქმით, ამის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტია სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის 2%-მდე და­წე­ვა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის დაშ­ვე­ბაა, რაც თა­ვის­თა­ვად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ტეს­ტია, რამ­დე­ნად აპი­რე­ბენ დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბას და რამ­დე­ნად მის­ცე­მენ პა­ტა­რა პარ­ტი­ებს პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას - იქ­ნე­ბა ეს ბა­რი­ე­რის 2%-მდე და­წე­ვა თუ სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბა.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­კუ­თარ ხალ­ხს და ევ­რო­კავ­შირს ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბი კი არ უნდა წა­უ­ყე­ნოს, არა­მედ უნდა იმოქ­მე­დოს რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან­მა მთავ­რო­ბამ, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, წი­ლად ხვდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა. რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად უნდა მი­ვი­ღოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რათა დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყოს და უზ­რუნ­ველ­ვყოთ ევ­რო­კავ­ში­რის 12 -პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
0

ჩვენში დარჩეს და, რაღაც ნამეტნავად მეზობლური სიფათი კი აქვს !

ალექს
0

საარჩევნო სია ყალბია, რაშიც ნაცებს დიდი წვლილი მიგიძღვით , მოსახლეობის აღწერაც , ამიტომ ხართ 30 წელია არალეგიტიმურები, მარტო იმიტომ კი არა, რომ ნახევარი არ მოდის , ან არ მოუშვით ურნებთან, მაგალითად ემიგრაცია, და ვინც მოდის, სხვას აძლევს ხმას, ის სხვა ბარიერს ვერ ლახავს, ამ ხმებს ისევ თქვენ ინაწილებთ და მაინც თქვენ იმარჯვებთ, ნაცქოცმოქკავშირელნი სატელიტებიანად ! რა საარჩევნო სისტემას ხვეწთ, გაყალბების ?!

ავტორი:

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ქართული ოცნებისთვის" ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას" - ლევან ბეჟაშვილი

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ქართული ოცნებისთვის" ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას" - ლევან ბეჟაშვილი

ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკურ სპექტრში მთავარი მარტო ორი პოლიტიკური ძალა - "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს და პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება სხვა პარტიებსაც უნდა მიეცეს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ამის ერთადერთი გარანტია საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა და საარჩევნო ბლოკების დაშვებაა, რაც თავისთავად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ქართული ოცნებისთვის" ტესტია, რამდენად აპირებენ დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებას და რამდენად მისცემენ პატარა პარტიებს პოლიტიკაში შემოსვლის საშუალებას - იქნება ეს ბარიერის 2%-მდე დაწევა თუ საარჩევნო ბლოკების აკრძალვის გაუქმება.

"ქართულმა ოცნებამ" საკუთარ ხალხს და ევროკავშირს ულტიმატუმები კი არ უნდა წაუყენოს, არამედ უნდა იმოქმედოს როგორც პასუხისმგებლიანმა მთავრობამ, რომელსაც სამწუხაროდ, წილად ხვდა ხელისუფლებაში ყოფნა. რაც შეიძლება დროულად უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა დეპოლარიზაციის პროცესი დაიწყოს და უზრუნველვყოთ ევროკავშირის 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.