მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ ყველა დავდიოდით ზურაბ ჟვანიასთან ვაშლიჯვარში, მიშასთან - საკრებულოში - ვითხოვდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - რას იხსენებს უგულავა 20 წლის წინანდელი მოვლენებიდან?
"მაშინ ყველა დავდიოდით ზურაბ ჟვანიასთან ვაშლიჯვარში, მიშასთან - საკრებულოში - ვითხოვდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - რას იხსენებს უგულავა 20 წლის წინანდელი მოვლენებიდან?

ყო­ფი­ლი თბი­ლი­სის მერი, გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წლე­ბის წინ გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ აქ­ცი­ე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­რე­შე არ გა­მო­დის. მისი აზ­რით, 20, 24 ივ­ნი­სის, 3 ივ­ლი­სის აქ­ცი­ე­ბის სწო­რი ანა­ლი­ზია სა­ჭი­რო, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე იგი­ვე შეც­დო­მე­ბი არ გან­მე­ორ­დეს...

გიგი უგუ­ლა­ვა:

- 2002 წე­ლია, 7 თუ 8 ივ­ლი­სი. მოკ­ლედ, 20 წლის წინ. ამ სუ­რა­თის უკან დიდი შრო­მა იმა­ლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის. ეს აქ­ცია რომ შემ­დგა­რი­ყო მა­შინ­დე­ლი „ნჯო“-ები, რუს­თა­ვი 2-ის დი­რექ­ტო­რი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი და ზო­გა­დად ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი, დავ­დი­ო­დით ოფი­სი­დან ოფის­ში - ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას­თან ვაშ­ლი­ჯვარ­ში, მი­შას­თან - საკ­რე­ბუ­ლო­ში, სახ­ლში, ოფის­ში, ახ­ლებ­თან - ორ­თა­ჭა­ლა­ში. ვთხოვ­დით, ვი­თხოვ­დით, ვა­შან­ტა­ჟებ­დით, რომ ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

რთუ­ლი იყო. აბა ეგო­ე­ბი მა­შინ გე­ნა­ხათ გინ­დათ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს და გნე­ბავთ ენ­ჯლი­დე­რებს შო­რის. დღე­ვან­დე­ლი ახ­ლო­საც ვერ მივა. რთუ­ლი იყო ამ დღის ორ­გა­ნი­ზე­ბა. მერე ბევ­რჯერ და­ი­შა­ლენ. 2003-ში ზურა და მიშა ხალ­ხთან ერ­თად გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა, ახ­ლე­ბი - შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტში. მაგ­რამ ეს ის­ტო­რი­აა და ყვე­ლას თა­ვის გზა აქვს. ეს პოს­ტი სხვა რა­მე­ზეა.

მა­შინ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვის მი­სი­ად იმე­დის­მომ­ცე­მი პარ­ტი­ე­ბის და ლი­დე­რე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვთვლი­დით, მუდ­მი­ვად ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, ვეხ­მა­რე­ბო­დით. არა­ვის თავ­ში აზ­რად არ მო­უ­ვი­დო­და - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ გვინ­და! პი­რი­ქით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის იძუ­ლე­ბით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი რომ ერ­თად ემოქ­მე­დათ. აე­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ცე­სებ­ზე. აბა მა­შინ იყო თუ იყო პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე და­კომ­პლექ­სე­ბის კამ­პა­ნია, მაგ­რამ ყვე­ლას გვეს­მო­და, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს არა ჩა­კეტ­ვა, არა­მედ მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და.

ასე გაგ­რძელ­და 2003-შიც ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დრო­საც. დღეს პი­რი­ქით სუ­რათს ვხე­დავთ, რაც ფუნ­და­მენ­ტუ­რად მცდა­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. ჩემი აზ­რით, 20, 24 ივ­ნი­სის. 3 ივ­ლი­სის აქ­ცი­ე­ბის სწო­რი ანა­ლი­ზია სა­ჭი­რო, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე იგი­ვე შეც­დო­მე­ბი არ გან­მე­ორ­დეს. ყვე­ლას გვეს­მის, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა აღა­რა­ვის აქვს. ძა­ლი­ან ცოტა დროა და ძა­ლი­ან ბევ­რი რამე დევს სას­წორ­ზე. ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მო­მენ­ტი დგე­ბა და ჩვენც მზად უნდა დავ­ხვდეთ... - წერს უგუ­ლა­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტი, რო­მელ­საც მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლია“ უდ­გას სა­თა­ვე­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან გა­მიჯ­ნუ­ლია. მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ აქ­ცი­ებ­ზე მიკრო­ფონ­თან მხო­ლოდ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ეთ­მოთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან და არა, ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კო­სებს. რაც რიგ შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

აი ედუარდის ხვლიკები, მერე ნიანგებად იქცნენ !

soso
1

რანაირი ივლისია ფიქრია ჩიხრაძეს დუბლიონკა აცვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მაშინ ყველა დავდიოდით ზურაბ ჟვანიასთან ვაშლიჯვარში, მიშასთან - საკრებულოში - ვითხოვდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - რას იხსენებს უგულავა 20 წლის წინანდელი მოვლენებიდან?

"მაშინ ყველა დავდიოდით ზურაბ ჟვანიასთან ვაშლიჯვარში, მიშასთან - საკრებულოში - ვითხოვდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - რას იხსენებს უგულავა 20 წლის წინანდელი მოვლენებიდან?

ყოფილი თბილისის მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ აქციები პოლიტიკოსების გარეშე არ გამოდის. მისი აზრით, 20, 24 ივნისის, 3 ივლისის აქციების სწორი ანალიზია საჭირო, რომ შემოდგომაზე იგივე შეცდომები არ განმეორდეს...

გიგი უგულავა:

- 2002 წელია, 7 თუ 8 ივლისი. მოკლედ, 20 წლის წინ. ამ სურათის უკან დიდი შრომა იმალება. პირველ რიგში არასამთავრობოების, სამოქალაქო საზოგადოების. ეს აქცია რომ შემდგარიყო მაშინდელი „ნჯო“-ები, რუსთავი 2-ის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი და ზოგადად ყველა ჩვენთაგანი, დავდიოდით ოფისიდან ოფისში - ზურაბ ჟვანიასთან ვაშლიჯვარში, მიშასთან - საკრებულოში, სახლში, ოფისში, ახლებთან - ორთაჭალაში. ვთხოვდით, ვითხოვდით, ვაშანტაჟებდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ.

რთული იყო. აბა ეგოები მაშინ გენახათ გინდათ პოლიტიკურ ლიდერებს და გნებავთ ენჯლიდერებს შორის. დღევანდელი ახლოსაც ვერ მივა. რთული იყო ამ დღის ორგანიზება. მერე ბევრჯერ დაიშალენ. 2003-ში ზურა და მიშა ხალხთან ერთად გარეთ აღმოჩნდა, ახლები - შევარდნაძესთან ერთად პარლამენტში. მაგრამ ეს ისტორიაა და ყველას თავის გზა აქვს. ეს პოსტი სხვა რამეზეა.

მაშინ სამოქალაქო საზოგადოება თავის მისიად იმედისმომცემი პარტიების და ლიდერების კოორდინაციას ვთვლიდით, მუდმივად ინტერაქციაში ვიყავით, ვეხმარებოდით. არავის თავში აზრად არ მოუვიდოდა - პოლიტიკოსები არ გვინდა! პირიქით, პოლიტიკოსების იძულებით ვიყავით დაკავებული რომ ერთად ემოქმედათ. აეღოთ პასუხისმგებლობა პროცესებზე. აბა მაშინ იყო თუ იყო პოლიტიკოსებზე დაკომპლექსების კამპანია, მაგრამ ყველას გვესმოდა, რომ პოლიტიკურ პროცესს არა ჩაკეტვა, არამედ მეტი ჩართულობა სჭირდებოდა.

ასე გაგრძელდა 2003-შიც ვარდების რევოლუციის დროსაც. დღეს პირიქით სურათს ვხედავთ, რაც ფუნდამენტურად მცდარად მეჩვენება. ჩემი აზრით, 20, 24 ივნისის. 3 ივლისის აქციების სწორი ანალიზია საჭირო, რომ შემოდგომაზე იგივე შეცდომები არ განმეორდეს. ყველას გვესმის, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარავის აქვს. ძალიან ცოტა დროა და ძალიან ბევრი რამე დევს სასწორზე. ჭეშმარიტების მომენტი დგება და ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ... - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პროტესტი, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილია“ უდგას სათავეში პოლიტიკოსებისგან გამიჯნულია. მოძრაობის წევრები ცდილობენ, რომ აქციებზე მიკროფონთან მხოლოდ ცნობილ ადამიანებს დაეთმოთ სხვადასხვა სფეროდან და არა, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს. რაც რიგ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების გაღიზიანებას იწვევს.