საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე
"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე

რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბო­რის ჯონ­სო­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა. ისი­ნი ჯონ­სონს "სუ­ლელ ჯამ­ბაზს" უწო­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ბრი­ტა­ნელ ლი­დერს "თა­ვი­სი­ვე გაშ­ვე­ბუ­ლი ბუ­მე­რან­გი უკან და­უბ­რუნ­და."

"მას ჩვენ არ მოვ­წონ­ვართ და არც ჩვენ მოგ­ვწონს ის“, - თქვა კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ცოტა ხნით ადრე, სა­ნამ ჯონ­სო­ნი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დებ­და.

  • რუ­სე­თის დუ­მის ქვე­და პა­ლა­ტის სპი­კე­რი, ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დი­ნი ამ­ბობს, რომ "ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა იფიქ­რონ, "სა­დამ­დე მი­იყ­ვანთ ასე­თი პო­ლი­ტი­კა."

"კლო­უ­ნი მი­დის, ის არის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომის ერთ-ერთი მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი. ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა იფიქ­რონ, სად მიგ­ვიყ­ვანს ასე­თი პო­ლი­ტი­კა“, - აცხა­დებს ვო­ლო­დი­ნი.

ჯონ­სო­ნის გა­დად­გო­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მა­რია ზა­ხა­რო­ვა და ამ­ბობს, რომ ჯონ­სო­ნის და­ცე­მა და­სავ­ლე­თის და­ცე­მის სიმპტო­მია. ზა­ხა­რო­ვას თქმით, ბრი­ტა­ნე­ლი ლი­დე­რის გა­დად­გო­მა პო­ლი­ტი­კუ­რი, იდე­ო­ლო­გი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"ამ­ბის მო­რა­ლი ასე­თია - ნუ ეც­დე­ბით რუ­სე­თის გა­ნად­გუ­რე­ბას, რუ­სე­თის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა კბი­ლე­ბი ჩა­იმ­ტვრი­ოთ, შემ­დეგ კი და­იხ­რჩოთ. ბო­რის ჯონ­სონს თა­ვი­სი­ვე გაშ­ვე­ბუ­ლი ბუ­მე­რან­გი მოხ­ვდა. მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა ის მი­ა­ტო­ვეს“, - ამ­ბობს ზა­ხა­რო­ვა.

  • ცნო­ბის­თვის, ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ 7 ივ­ლისს გა­ნა­ცხა­და. გა­დად­გო­მას წინ უძღო­და მთავ­რო­ბი­დან 60-მდე ადა­მი­ა­ნის წას­ვლა. თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბის სე­რია 5 ივ­ლისს და­ი­წყო. პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბო­დიშს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, კრის პინ­ჩე­რის სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჯონ­სო­ნი იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ახალ ლი­დე­რად იქცა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი ითა­მა­შა რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ში, ასე­ვე იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ღიად აკ­რი­ტი­კებ­და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას და და­სავ­ლეთს უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

იყო პირ­ვე­ლი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ომის დროს უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და და ამით და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის მუხ­ტი­სა და მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლიტო
4

იქამდე ქართული ჟურნალისტიკა არ აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას რომ ბორის ჯონსონს ინგლისში პარტიულათ და პირად თანამდებობაზე პრობლემები ქონდა, ალბათ ცუდათ იმოქმედა რუსეთ ინგლისის ურთიერთობაზე უკრაინასთან დიდძალი მხარდაჭერებით ან რო არაფერი ეშველება უკრაინას და მოვიგებთ და ეშველებაო მაგიტომ,ნუ არვიცი მაგრამ ფაქტია რომ უნდოდა პრემიერობის მაგრამ დაატოვებინეს,პოლიტიკაა და რაგაეწყობა და ამის შემდეგ შეიძლება პასუხიც რაღაცეებზე აგებინონ, რაც არ იცით და რასაც გადადგომის შემდეგ გავიგებთ, ამ კაცს ომი უნდოდა და მშვიდობა არა რაც გენოციდს კარნახობს 🆘🆘🆘🆘🤔😉🤝💪🤝🤧🤨😯🤠

უბრალოდ ფაქტი
24

ვითომ ოცნების გამგებლების აღტკინება რაც მათ პოსტებით გამოხატეს და ზახაროვას განცხადებები იდენტური დამთხვევა შემთხვევითობაა ?? ნუ თუ ესე გარხარდა იმ სენაკელ ქალს ჯონსონის გადადგომა ??:))))) თუ დაავალეს დაეწერა???

ავტორი:

"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე

"რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ" - რას ამბობენ მოსკოვში ჯონსონის გადადგომაზე

რუსული პოლიტიკური ელიტა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომას სიხარულით შეხვდა. ისინი ჯონსონს "სულელ ჯამბაზს" უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრიტანელ ლიდერს "თავისივე გაშვებული ბუმერანგი უკან დაუბრუნდა."

"მას ჩვენ არ მოვწონვართ და არც ჩვენ მოგვწონს ის“, - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნით ადრე, სანამ ჯონსონი გადადგომის შესახებ განაცხადებდა.

  • რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ "ევროპელმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ, "სადამდე მიიყვანთ ასეთი პოლიტიკა."

"კლოუნი მიდის, ის არის რუსეთის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. ევროპელმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ, სად მიგვიყვანს ასეთი პოლიტიკა“, - აცხადებს ვოლოდინი.

ჯონსონის გადადგომას ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მარია ზახაროვა და ამბობს, რომ ჯონსონის დაცემა დასავლეთის დაცემის სიმპტომია. ზახაროვას თქმით, ბრიტანელი ლიდერის გადადგომა პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული.

"ამბის მორალი ასეთია - ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას, რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები ჩაიმტვრიოთ, შემდეგ კი დაიხრჩოთ. ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი მოხვდა. მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს“, - ამბობს ზახაროვა.

  • ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. გადადგომას წინ უძღოდა მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. თანამდებობების დატოვების სერია 5 ივლისს დაიწყო. პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით.

ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს ახალ ლიდერად იქცა, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას და დასავლეთს უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტად გააქტიურებისკენ მოუწოდებდა.

იყო პირველი ლიდერი, რომელიც ომის დროს უკრაინაში ჩავიდა და ამით დასავლეთის სხვა ქვეყნების პირველი პირებისთვის მუხტისა და მაგალითის მიმცემი გახდა.