მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ ბავშვები კოღოებისა და მავნე მწერებისგან ზაფხულში?
როგორ დავიცვათ ბავშვები კოღოებისა და მავნე მწერებისგან ზაფხულში?

ზა­ფხუ­ლი სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც მწე­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კო­ღო­ე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან. ყვე­ლა­ზე მე­ტად მწე­რე­ბი თავს ეს­ხმი­ან პა­ტა­რებს, რომ­ლე­ბიც მე­ტად და­უც­ველ­ნი არი­ან მათ მი­მართ. რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს კო­ღოს ნაკ­ბენს და რო­გორ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მათ­გან? აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა პე­დი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ქ-ნი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი.

- ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბის დად­გო­მას­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ტუ­ლობს მწე­რე­ბის, ყვე­ლა­ზე ხში­რად კი კო­ღოს ნაკ­ბე­ნის პრობ­ლე­მა. კო­ღო­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც მწე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ცივ­სის­ხლი­ა­ნე­ბი - ექ­ტო­თერ­მულ­ნი არი­ან, ანუ, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა და, შე­სა­ბა­მი­სად, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მათ გარ­შე­მო არ­სე­ბულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, კო­ღო­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბი­სა და მათი სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის დაჩ­ქა­რე­ბის­თვის, სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ზა­ფხუ­ლია. კო­ღო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ სი­ცხე და ნეს­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ზა­ფხულ­ში, მით უფრო, ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც მდი­ნა­რე, ზღვა, ტბა ან წყალ­სა­ცა­ვია ახ­ლოს, მწე­რე­ბის სიმ­რავ­ლე შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ქ-ნო ინგა, რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია კო­ღოს ნაკ­ბე­ნი ბავ­შვის­თვის?

- ბუ­ნე­ბა­ში კო­ღოს 3000-ზე მეტი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. რო­გორც წესი, კბე­ნი­სას მდედ­რი კო­ღოა სა­ში­ში, მას ხორ­თუ­მი­სებ­რი პი­რის აპა­რა­ტი აქვს და ბავ­შვის ხორცს ჩა­ე­ჭი­დე­ბა ხოლ­მე, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა, გაჩ­ნდეს პა­პუ­ლა, ჰი­პე­რე­მი­უ­ლი უბა­ნი და შიგ­ნით გან­ვი­თარ­დეს პა­ტა­რა ჩირ­ქო­ვა­ნი თავი. ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ბავ­შვის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა გა­აქ­ტი­ურ­და იმ ტოქ­სი­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მში კო­ღომ შე­უშ­ვა. კო­ღოს ნაკ­ბე­ნის ად­გილ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი, ძლი­ე­რი ქა­ვი­ლი ხში­რად იწ­ვევს ჭრი­ლო­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა­საც. პირ­ველ რიგ­ში, კო­ღოს ნაკ­ბე­ნი­სას უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვს ორ­გა­ნიზმს. შე­იძ­ლე­ბა, იყოს ად­გი­ლობ­რი­ვი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც ჰი­პე­რე­მი­ი­თა და ქა­ვი­ლით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ან უფრო მძი­მე შე­დე­გი მოყ­ვეს და ანა­ფი­ლაქ­სი­ით გა­მო­ი­ხა­ტოს. ერთი შე­ხედ­ვით, კო­ღოს პა­ტა­რა, უმ­ნიშ­ვნე­ლო ნაკ­ბე­ნი შე­იძ­ლე­ბა, ალერ­გი­უ­ლი დერ­მა­ტი­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ არ­სე­ბობს კო­ღო­ე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად ავ­რცე­ლე­ბენ ლე­იშ­მა­ნი­ოზს, მა­ლა­რი­ას, ზი­კას ვირუს­სა და სხვა ინ­ფექ­ცი­ებს.

ქ-ნო ინგა, რო­გორ და­ვიც­ვათ პა­ტა­რე­ბი ზა­ფხულ­ში კო­ღო­ე­ბი­სა­გან?

- პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ გა­რე­მო­ში, რო­მელ­შიც პა­ტა­რე­ბი გვყავს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვათ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი; ფან­ჯრებ­სა და კა­რებ­ზე გა­მო­ვი­ყე­ნოთ მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­დე­ე­ბი; უსაფრ­თხოა ე.წ. ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მელ­თა გარ­შე­მოც მწე­რე­ბი ვერ ჩერ­დე­ბი­ან. კო­ღო­ე­ბი­სა და მათი ნაკ­ბე­ნის გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა­გან და­სა­ცა­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხში­რად დავ­ბა­ნოთ პა­ტა­რას ხე­ლე­ბი ნაკ­ბე­ნის ქა­ვი­ლი­სას ინ­ფექ­ცი­ის შეჭ­რის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით; სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, როცა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან კო­ღო­ე­ბი, პა­ტა­რას ჩა­ვაც­ვათ თხე­ლი, გრძელმკლა­ვი­ა­ნი სა­მო­სი. ასე­ვე არ­სე­ბობს მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­მელ­თა ეთერ­ზე­თე­ბის­გან გა­მო­ყო­ფილ სურ­ნელს გან­სა­კუთ­რე­ბით უფრთხი­ან მწე­რე­ბი, კო­ღო­ე­ბი. აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია იმ მცე­ნა­რე­თა ნუს­ხა, რომ­ლე­ბიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია რო­გორც მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რი­საა ისე­თი ცნო­ბი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის ეთერ­ზე­თე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ევ­კა­ლიპ­ტი, როზ­მა­რი­ნი, პიტ­ნა, ფიჭ­ვი, ფორ­თო­ხა­ლი...

ქ-ნო ინგა, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეთერ­ზე­თე­ბი პა­ტა­რე­ბის­თვის? რას გვირ­ჩევთ?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ ეთერ­ზე­თე­ბით არო­მა­თე­რა­პია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა რო­გორც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, ასე­ვე მწე­რებ­თან ბრძო­ლის მხრივ. მცე­ნა­რე­უ­ლი ეთერ­ზე­თე­ბი ხა­სი­ათ­დე­ბა მკვეთ­რი სურ­ნე­ლი­თა და ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით, რო­მელ­თა მი­მართ მწე­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ღო­ებს, უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ და ერი­დე­ბი­ან მათ არო­მატს. გან­ზა­ვე­ბის გა­რე­შე, პირ­და­პირ, ეთერ­ზე­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რად­გან შე­საძ­ლოა, კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ან ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამ მხრივ, სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია ევ­რო­პუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „ვალ­მარ­კის“ ცნო­ბი­ლი ბრენ­დის, „სი­ნუ­ლა­ნის“ სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­ტა­რე­ბის­თვის შექ­მნი­ლი არო­მა­ტუ­ლი პატ­ჩე­ბი „სი­ნუ­ლან ფორ­ტე არო­მას“ სა­ხელ­წო­დე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი პატ­ჩი, რო­მე­ლიც უნდა მი­მაგრდეს ბავ­შვის ტა­ნი­სა­მო­სის (ან სა­ღა­მუ­რის) ზე­და­პირ­ზე, გულ­მკერ­დის მი­და­მო­ში ან იმ სა­წოლ­ზე, რო­მელ­შიც ბავ­შვს სძი­ნავს, შე­ი­ცავს სწო­რედ ევ­კა­ლიპ­ტის, როზ­მა­რი­ნის, ფიჭ­ვის, პიტ­ნი­სა და ფორ­თოხ­ლის 100%-ით ნა­ტუ­რა­ლურ, მცე­ნა­რე­ულ ეთერ­ზე­თებს და არო­მატს აფ­რქვევს 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვა­მაგ­რებთ პა­ტა­რას სა­წოლს ან ტა­ნი­სა­მოსს „სი­ნუ­ლან ფორ­ტე არო­მას“ პატჩს და 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუ­მამ­დე დაგ­ვყავს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი მწე­რე­ბი­სა და,მათ შო­რის, კო­ღო­ე­ბის იე­რი­ში.

სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ „სი­ნუ­ლან ფორ­ტე არო­მას“ პატ­ჩებ­ში შე­მა­ვა­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი ეთერ­ზე­თე­ბის კომ­ბი­ნა­ცია 88-95%-იან ეფექტს ავ­ლენს კო­ღო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. გარ­და ამი­სა, „სი­ნუ­ლან ფორ­ტე არო­მას“ გა­აჩ­ნია და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, რაც ერთი მხრივ, ამ­ცი­რებს ბავ­შვებ­ში ღა­მით კო­ღოს ნაკ­ბე­ნის ქა­ვი­ლით გა­მოწ­ვე­ულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და უძი­ლო­ბას, მე­ო­რე მხრივ, იცავს პა­ტა­რას შე­საძ­ლო ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი­სა­გან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ თო­თო­ე­ულ კომ­პო­ნენტს გა­აჩ­ნია FDA/EMA-ს რე­კო­მენ­და­ცია, რაც კი­დევ უფრო სან­დოს ხდის „სი­ნუ­ლან ფორ­ტე არო­მას“ უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ფილს.

ქ-ნო ინგა, რა ასა­კი­დან არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და რა სიხ­ში­რით „სი­ნუ­ლან ფორ­ტე არო­მას“ პატ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბა?

- 18 თვი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის პა­ტა­რის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია „სი­ნუ­ლან ფორ­ტე არო­მას“ პატ­ჩე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სიხ­ში­რეს, შეგ­ვიძ­ლია, დი­ლით და სა­ღა­მოს გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რათა, რო­გორც დღი­სით, ასე­ვე ღა­მით და­ვიც­ვათ პა­ტა­რე­ბი, ან გა­მო­ვი­ყე­ნოთ მხო­ლოდ სა­ღა­მოს, როცა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია კო­ღო­ე­ბი­სა და მწე­რე­ბის კბე­ნის რის­კი. ეს ის პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა, გახ­დეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­ღო­ე­ბი­სა და ზო­გა­დად, მავ­ნე­ბე­ლი მწე­რე­ბის მი­მართ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ დავიცვათ ბავშვები კოღოებისა და მავნე მწერებისგან ზაფხულში?

როგორ დავიცვათ ბავშვები კოღოებისა და მავნე მწერებისგან ზაფხულში?

ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც მწერები, განსაკუთრებით კი კოღოები აქტიურდებიან. ყველაზე მეტად მწერები თავს ესხმიან პატარებს, რომლებიც მეტად დაუცველნი არიან მათ მიმართ. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს კოღოს ნაკბენს და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები მათგან? აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ქ-ნი ინგა მამუჩიშვილი.

- ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით მატულობს მწერების, ყველაზე ხშირად კი კოღოს ნაკბენის პრობლემა. კოღოები, ისევე როგორც მწერების უმეტესობა, ცივსისხლიანები - ექტოთერმულნი არიან, ანუ, ჩვენგან განსხვავებით, მათი სხეულის ტემპერატურა და, შესაბამისად, სიცოცხლისუნარიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული მათ გარშემო არსებულ ტემპერატურაზე. სწორედ ამიტომ, კოღოების გამრავლებისა და მათი სასიცოცხლო ციკლის დაჩქარებისთვის, საუკეთესო პერიოდი ზაფხულია. კოღოებს განსაკუთრებით უყვართ სიცხე და ნესტი, შესაბამისად, ზაფხულში, მით უფრო, ისეთ გარემოში, სადაც მდინარე, ზღვა, ტბა ან წყალსაცავია ახლოს, მწერების სიმრავლე შეინიშნება.

ქ-ნო ინგა, რა საფრთხის შემცველია კოღოს ნაკბენი ბავშვისთვის?

- ბუნებაში კოღოს 3000-ზე მეტი სახეობა არსებობს. როგორც წესი, კბენისას მდედრი კოღოა საშიში, მას ხორთუმისებრი პირის აპარატი აქვს და ბავშვის ხორცს ჩაეჭიდება ხოლმე, ამიტომ შეიძლება, გაჩნდეს პაპულა, ჰიპერემიული უბანი და შიგნით განვითარდეს პატარა ჩირქოვანი თავი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის იმუნური სისტემა გააქტიურდა იმ ტოქსინის მიმართ, რომელიც ბავშვის ორგანიზმში კოღომ შეუშვა. კოღოს ნაკბენის ადგილზე ინტენსიური, ძლიერი ქავილი ხშირად იწვევს ჭრილობის დაინფიცირებასაც. პირველ რიგში, კოღოს ნაკბენისას უნდა დავაკვირდეთ, როგორი რეაქცია აქვს ორგანიზმს. შეიძლება, იყოს ადგილობრივი რეაქცია, რომელიც ჰიპერემიითა და ქავილით გამოიხატება, ან უფრო მძიმე შედეგი მოყვეს და ანაფილაქსიით გამოიხატოს. ერთი შეხედვით, კოღოს პატარა, უმნიშვნელო ნაკბენი შეიძლება, ალერგიული დერმატიტის მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კოღოების სახეობები, რომლებიც ხშირად ავრცელებენ ლეიშმანიოზს, მალარიას, ზიკას ვირუსსა და სხვა ინფექციებს.

ქ-ნო ინგა, როგორ დავიცვათ პატარები ზაფხულში კოღოებისაგან?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ გარემოში, რომელშიც პატარები გვყავს, მაქსიმალურად დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; ფანჯრებსა და კარებზე გამოვიყენოთ მწერების საწინააღმდეგო ბადეები; უსაფრთხოა ე.წ. ელექტრომოწყობილობები, რომელთა გარშემოც მწერები ვერ ჩერდებიან. კოღოებისა და მათი ნაკბენის გართულებებისაგან დასაცავად მნიშვნელოვანია, ხშირად დავბანოთ პატარას ხელები ნაკბენის ქავილისას ინფექციის შეჭრის თავიდან არიდების მიზნით; საღამოს საათებში, როცა განსაკუთრებით აქტიურდებიან კოღოები, პატარას ჩავაცვათ თხელი, გრძელმკლავიანი სამოსი. ასევე არსებობს მცენარეები, რომელთა ეთერზეთებისგან გამოყოფილ სურნელს განსაკუთრებით უფრთხიან მწერები, კოღოები. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულია იმ მცენარეთა ნუსხა, რომლებიც რეკომენდებულია როგორც მწერების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორისაა ისეთი ცნობილი მცენარეების ეთერზეთები, როგორებიცაა: ევკალიპტი, როზმარინი, პიტნა, ფიჭვი, ფორთოხალი...

ქ-ნო ინგა, როგორ გამოვიყენოთ ეთერზეთები პატარებისთვის? რას გვირჩევთ?

- დავიწყოთ იმით, რომ ეთერზეთებით არომათერაპია საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული და აღიარებული მიდგომაა როგორც სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე მწერებთან ბრძოლის მხრივ. მცენარეული ეთერზეთები ხასიათდება მკვეთრი სურნელითა და ისეთი ნივთიერებების შემცველობით, რომელთა მიმართ მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს, უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ერიდებიან მათ არომატს. განზავების გარეშე, პირდაპირ, ეთერზეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა, კანის გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

ამ მხრივ, სრულიად უსაფრთხო და ეფექტურია სპეციალური აპლიკანტების გამოყენება. საქართველოში ხელმისაწვდომია ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ ცნობილი ბრენდის, „სინულანის“ სპეციალურად პატარებისთვის შექმნილი არომატული პატჩები „სინულან ფორტე არომას“ სახელწოდებით. თითოეული პატჩი, რომელიც უნდა მიმაგრდეს ბავშვის ტანისამოსის (ან საღამურის) ზედაპირზე, გულმკერდის მიდამოში ან იმ საწოლზე, რომელშიც ბავშვს სძინავს, შეიცავს სწორედ ევკალიპტის, როზმარინის, ფიჭვის, პიტნისა და ფორთოხლის 100%-ით ნატურალურ, მცენარეულ ეთერზეთებს და არომატს აფრქვევს 8 საათის განმავლობაში. მარტივად რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ, ვამაგრებთ პატარას საწოლს ან ტანისამოსს „სინულან ფორტე არომას“ პატჩს და 8 საათის განმავლობაში მინიმუმამდე დაგვყავს შემაწუხებელი მწერებისა და,მათ შორის, კოღოების იერიში.

სხვადასხვა კლინიკური კვლევით დასტურდება, რომ „სინულან ფორტე არომას“ პატჩებში შემავალი მცენარეული ეთერზეთების კომბინაცია 88-95%-იან ეფექტს ავლენს კოღოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, „სინულან ფორტე არომას“ გააჩნია დამამშვიდებელი და ანტიალერგიული მოქმედება, რაც ერთი მხრივ, ამცირებს ბავშვებში ღამით კოღოს ნაკბენის ქავილით გამოწვეულ გაღიზიანებასა და უძილობას, მეორე მხრივ, იცავს პატარას შესაძლო ალერგიული რეაქციებისაგან. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შემადგენლობაში შემავალ თოთოეულ კომპონენტს გააჩნია FDA/EMA-ს რეკომენდაცია, რაც კიდევ უფრო სანდოს ხდის „სინულან ფორტე არომას“ უსაფრთხოების პროფილს.

ქ-ნო ინგა, რა ასაკიდან არის რეკომენდებული და რა სიხშირით „სინულან ფორტე არომას“ პატჩის გამოყენება?

- 18 თვიდან ნებისმიერი ასაკის პატარისთვის სრულიად უსაფრთხოა და რეკომენდებულია „სინულან ფორტე არომას“ პატჩების გამოყენება. რაც შეეხება სიხშირეს, შეგვიძლია, დილით და საღამოს გამოვიყენოთ, რათა, როგორც დღისით, ასევე ღამით დავიცვათ პატარები, ან გამოვიყენოთ მხოლოდ საღამოს, როცა განსაკუთრებით მაღალია კოღოებისა და მწერების კბენის რისკი. ეს ის პროდუქტია, რომელიც ზაფხულის პერიოდში თამამად შეიძლება, გახდეს ჩვენი შვილების საუკეთესო დამცავი საშუალება კოღოებისა და ზოგადად, მავნებელი მწერების მიმართ.

R