დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს „ქართული ოცნების“ გარეშე მივიღებთ - როგორ? დაელოდეთ და ნახავთ! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ამასთან, როგორც ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მიმაგრებულია ФСБ-ს ოპერატიული ჯგუფი, რომლის დავალებითაც „ქართული ოცნების“ საქართველოს ომში ჩართვის შესახებ საუბრობენ.
ვაშაძის ინფორმაციით, მანამდე ამ ადამიანებთან დისტანციური კავშირი იყო, ხოლო ახლა - ბოლო ერთი კვირის მანძილზე საქართველოში მოვლენილი არიან.
ვაშაძის მტკიცებით, სახელისუფლო ნარატივი, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, „ფსბ"-ს კურატორების მიერ არის დაწერილი.
„სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ამ სანქციების გადასაფარად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა „ფსბ"-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციები იმის გამო წესდება, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა “ქართული“ ოცნებიდან“ სამი ადამიანის გამოყოფა იყო, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ კვლევების შედეგად, "ფსბ"-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ადამიანებს ნულოვანი ნდობა აქვთ. სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება იმის შესახებ, რომ "ფსბ"-ს ოპერატიული ლეგენდა საქართველოს მოქალაქეებამდე მიიტანონ. გვაქვს ინფორმაცია, ვინ არიან ჩართული საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების დამუშავებაში, რომლებიც არც ისე ცნობილი ადამიანები არიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნეტა როდის დაესიზმრა სიზმარას ?
ამას რო სახელი მოარგეს ჭიჭე ვაშაძე მაგრა ვხალისობ და თან ზუსტიაცაა ასე ათიანში დასმა ტყულია რა საღოლ ავტორს