მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არალი - ადამიანის ხელით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა დედამიწაზე
არალი - ადამიანის ხელით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა დედამიწაზე

არა­ლის ზღვა, იგი­ვე არა­ლის ტბა ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ყა­ზა­ხე­თი­სა და უზ­ბე­კე­თის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. წარ­სულ­ში, რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კა დი­დად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი მას­ზე და ოდეს­ღაც მძლავრ თევ­ზჭე­რის ინ­დუსტრი­ა­საც მო­ი­ცავ­და. ოდეს­ღაც სი­დი­დით მე­ო­თხე ტბა მსოფ­ლი­ო­ში, ამ­ჟა­მად, დიდ­წი­ლად დამ­შრა­ლია. პრო­ცე­სი 1960-იან წლებ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს და­ი­წყო და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­ულ ერთ-ერთ უდი­დეს ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფად მი­იჩ­ნე­ვა. გან­ვი­თა­რე­ბად კრი­ზისს, არა­ლის ზღვის კა­ტას­ტრო­ფას, მთე­ლი რიგი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა, მათ შო­რის მი­წის დეგ­რა­და­ცია და გა­უ­დაბ­ნო­ე­ბა, სას­მე­ლი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბა, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

2022 წლის 7 ივ­ნი­სის ფოტო: არა­ლის ზღვა
  • რამ გა­მო­იწ­ვია არა­ლის ტბის დაშ­რო­ბა?

1989 წელს ტბა დაშ­რო­ბის შე­დე­გად ორად გა­ი­ყო: ე.წ. ჩრდი­ლო­ე­თის და სამ­ხრე­თის არა­ლის ზღვე­ბად. არა­ლის ტბის გაშ­რო­ბა, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბამ­ბის, ხორ­ბლი­სა და ბრინ­ჯის მო­სარ­წყა­ვად, მდი­ნა­რე­ე­ბი­დან - ამუ­და­რი­ა­სა და სირ­და­რი­ა­დან წყლის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გია. წყლის არამ­დგრა­დი მარ­თვის პრაქ­ტი­კამ ლან­დშაფ­ტი და ეკო­სის­ტე­მა გარ­დაქ­მნა. ტბის დაშ­რო­ბას ხელი იმა­ნაც შე­უ­წყო, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა და აორ­თქლე­ბუ­ლი წყა­ლი, მი­ღე­ბულ­ზე 12-ჯერ მე­ტია.

არა­ლის ტბის ამოშ­რო­ბის პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა წლებ­ში

  • რა კა­ტას­ტრო­ფა მოჰ­ყვა ტბის დაშ­რო­ბას?

წყლის აორ­თქლე­ბამ ზღვა­ში მა­რი­ლი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­საც, თა­ვის მხრივ, ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის მრა­ვა­ლი ჯი­შის გა­ნად­გუ­რე­ბა მოჰ­ყვა. მას შემ­დეგ, რაც ტბა­ში თევ­ზი გაქ­რა, რე­გი­ონ­ში თევ­ზჭე­რაც შე­წყდა. მის­მა ამოშ­რო­ბამ და­ტო­ვა უზარ­მა­ზა­რი დაბ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ფა­რუ­ლია მა­რი­ლით და ტოქ­სი­კუ­რი ქი­მი­კა­ტე­ბით, რო­მელ­საც ქარი ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფან­ტავს. არა­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ძლი­ერ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ამ მხა­რე­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა მტკნა­რი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დის. არა­ლის ირ­გვლივ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია სიმ­სივ­ნი­თა და ფილ­ტვე­ბის გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. ჭარ­ბი მა­რი­ლის გამო ნად­გურ­დე­ბა ნა­თე­სე­ბიც.

  • არა­ლის ფონ­დის გეგ­მა

არა­ლის ტბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბი ახლა უკვე 74%-ით, მისი მო­ცუ­ლო­ბა კი 85%-ითაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, არა­ლი გაქ­რო­ბის პი­რა­საა, ამი­ტომ მის გა­და­სარ­ჩე­ნად შექ­მნი­ლი ფონ­დი (ASF) სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს:

  • და­ეხ­მა­რონ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც არ აქვთ წვდო­მა სუფ­თა სას­მელ წყალ­ზე;
  • უზ­რუნ­ველ­ყონ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით;
  • შექ­მნან ე.წ. მწვა­ნე ქა­მა­რი (დარ­გონ ჰა­ლო­ქ­სი­ლო­ნის ხე­ე­ბი მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბის გარ­შე­მო), რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის მტვრი­სა და მა­რი­ლე­ბის რე­გი­ონ­ში გავ­რცე­ლე­ბას.

  • ევ­რო­კავ­ში­რის წვლი­ლი რე­გი­ო­ნის ეკო­სის­ტე­მის აღ­დგე­ნა­ში

ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს რიგ ინი­ცი­ა­ტი­ვებს უზ­ბე­კეთ­ში, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს სტი­ქი­ის ზო­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. მათ შო­რი­საა უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბის პრო­ექ­ტი - "ჩემი ბაღი არა­ლის ზღვა­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნია არალ­კუ­მის უდაბ­ნო­სა და ყა­რა­ყალ­პა­კის მე­ზო­ბე­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის გარ­დაქ­მნა ტყედ, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი.

2022 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს, ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებ­მა, აქ ხე­ე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია დარ­გეს და რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნის­თვის სა­მახ­სოვ­რო და­ფაც აღ­მარ­თეს. "ევ­რო­კავ­ში­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს, რომ ა.წ. ბო­ლომ­დე, სიმ­ბო­ლუ­რად, 27 000 ხე დარ­გოს, რო­გორც უზ­ბე­კე­თის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჩუ­ქა­რი." - თქვა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა უზ­ბე­კეთ­ში ჰ.ე შარ­ლო­ტა ად­რი­ა­ენ­მა.

ვე­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბის მიერ აღ­მარ­თუ­ლი სა­მახ­სოვ­რო დაფა

  • USAID-ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არა­ლის ტბის რე­გი­ონ­ში

ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ (USAID) არა­ლის ტბის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­ი­წყო. 2021 წლის 30 ნო­ემ­ბერს USAID-ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ორ­მო­ცი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს არა­ლის აუზ­ში, მათ შო­რის ოთხი მი­ლი­ო­ნი, უშუ­ა­ლოდ ტბის მი­და­მო­ებ­შია გან­სახ­ლე­ბუ­ლი. ახლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­ლი­წად­ში სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­ან ქვი­ში­სა და მტვრის ქა­რიშ­ხალს, რაც ძლი­ერ აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს და გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ტყის გა­შე­ნე­ბა ხელს შე­უ­წყობს დესტრუქ­ცი­უ­ლი ქვი­შის ქა­რიშ­ხლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შერ­ბი­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე. შექ­მნი­ლი "ტყის ოა­ზი­სის“ და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ნი­ა­და­გის ნახ­შირ­ბა­დის სეკ­ვესტრის გაზ­რდა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სარ­ბი­ლებ­ლად. არა­ლის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აღ­დგე­ნა არის სამ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც USAID-ი ახორ­ცი­ე­ლებს, ბი­უ­ჯე­ტი 1.35$ მი­ლი­ო­ნია და პრო­ექ­ტი 2021 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2024 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა."

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოღლარინ
1

აბა ბამბაც გინდა,წყალიც გინდა ეგრე სად არის ეეეე....ბა ეს ინჩ ტოო

ტოტო
8

უკაცრავად მანდ დარგულ ხეებს მორწყვა არ უნდათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

არალი - ადამიანის ხელით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა დედამიწაზე

არალი - ადამიანის ხელით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა დედამიწაზე

არალის ზღვა, იგივე არალის ტბა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე მდებარეობს. წარსულში, რეგიონის ეკონომიკა დიდად იყო დამოკიდებული მასზე და ოდესღაც მძლავრ თევზჭერის ინდუსტრიასაც მოიცავდა. ოდესღაც სიდიდით მეოთხე ტბა მსოფლიოში, ამჟამად, დიდწილად დამშრალია. პროცესი 1960-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო და ეს პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა. განვითარებად კრიზისს, არალის ზღვის კატასტროფას, მთელი რიგი უარყოფითი შედეგები მოჰყვა, მათ შორის მიწის დეგრადაცია და გაუდაბნოება, სასმელი წყლის ნაკლებობა, არასრულფასოვანი კვება და ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო საშუალებების გაუარესება.

2022 წლის 7 ივნისის ფოტო: არალის ზღვა
  • რამ გამოიწვია არალის ტბის დაშრობა?

1989 წელს ტბა დაშრობის შედეგად ორად გაიყო: ე.წ. ჩრდილოეთის და სამხრეთის არალის ზღვებად. არალის ტბის გაშრობა, საბჭოთა პერიოდში ბამბის, ხორბლისა და ბრინჯის მოსარწყავად, მდინარეებიდან - ამუდარიასა და სირდარიადან წყლის მოპოვების შედეგია. წყლის არამდგრადი მართვის პრაქტიკამ ლანდშაფტი და ეკოსისტემა გარდაქმნა. ტბის დაშრობას ხელი იმანაც შეუწყო, რომ წლის განმავლობაში აქ ნალექების რაოდენობა ძალიან მცირეა და აორთქლებული წყალი, მიღებულზე 12-ჯერ მეტია.

არალის ტბის ამოშრობის პროცესი სხვადასხვა წლებში

  • რა კატასტროფა მოჰყვა ტბის დაშრობას?

წყლის აორთქლებამ ზღვაში მარილიანობის მომატება გამოიწვია, რასაც, თავის მხრივ, ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ტბაში თევზი გაქრა, რეგიონში თევზჭერაც შეწყდა. მისმა ამოშრობამ დატოვა უზარმაზარი დაბლობები, რომლებიც დაფარულია მარილით და ტოქსიკური ქიმიკატებით, რომელსაც ქარი ახლომდებარე ტერიტორიაზე ფანტავს. არალის მიმდებარე ტერიტორია ძლიერ დაბინძურებულია და ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობა მტკნარი წყლის ნაკლებობას და ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდის. არალის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დაავადებულია სიმსივნითა და ფილტვების გარკვეული დაავადებებით. ჭარბი მარილის გამო ნადგურდება ნათესებიც.

  • არალის ფონდის გეგმა

არალის ტბის ზედაპირის ფართობი ახლა უკვე 74%-ით, მისი მოცულობა კი 85%-ითაა შემცირებული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, არალი გაქრობის პირასაა, ამიტომ მის გადასარჩენად შექმნილი ფონდი (ASF) სამი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას ცდილობს:

  • დაეხმარონ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა სუფთა სასმელ წყალზე;
  • უზრუნველყონ ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო აღჭურვილობით;
  • შექმნან ე.წ. მწვანე ქამარი (დარგონ ჰალოქსილონის ხეები მიმდებარე ქალაქების გარშემო), რომელიც ხელს უშლის მტვრისა და მარილების რეგიონში გავრცელებას.

  • ევროკავშირის წვლილი რეგიონის ეკოსისტემის აღდგენაში

ევროკავშირი მხარს უჭერს რიგ ინიციატივებს უზბეკეთში, რომლებიც მიზნად ისახავს სტიქიის ზონის რეაბილიტაციას. მათ შორისაა უზბეკეთის მთავრობის პროექტი - "ჩემი ბაღი არალის ზღვაში“, რომლის მიზანია არალკუმის უდაბნოსა და ყარაყალპაკის მეზობელი დასახლებების გარდაქმნა ტყედ, რომელიც რეგიონის კლიმატურ პირობებზე იქნება ადაპტირებული.

2022 წლის აპრილის ბოლოს, ევროკავშირის ელჩებმა, აქ ხეების პირველი პარტია დარგეს და რეგიონის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის სამახსოვრო დაფაც აღმართეს. "ევროკავშირი ვალდებულებას იღებს, რომ ა.წ. ბოლომდე, სიმბოლურად, 27 000 ხე დარგოს, როგორც უზბეკეთისთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საჩუქარი." - თქვა ევროკავშირის ელჩმა უზბეკეთში ჰ.ე შარლოტა ადრიაენმა.

ვეროკავშირის ელჩების მიერ აღმართული სამახსოვრო დაფა

  • USAID-ის გარემოსდაცვითი სამუშაოები არალის ტბის რეგიონში

ყაზახეთის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) არალის ტბის გარემოსდაცვითი აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო. 2021 წლის 30 ნოემბერს USAID-ის გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ორმოცი მილიონი ადამიანი ცხოვრობს არალის აუზში, მათ შორის ოთხი მილიონი, უშუალოდ ტბის მიდამოებშია განსახლებული. ახლა ადგილობრივები წელიწადში სამი თვის განმავლობაში განიცდიან ქვიშისა და მტვრის ქარიშხალს, რაც ძლიერ აბინძურებს გარემოს და გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე. ტყის გაშენება ხელს შეუწყობს დესტრუქციული ქვიშის ქარიშხლების ზემოქმედების შერბილებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. შექმნილი "ტყის ოაზისის“ დამატებითი სარგებელი იქნება მცენარეებისა და ნიადაგის ნახშირბადის სეკვესტრის გაზრდა კლიმატის ცვლილების შედეგების შესარბილებლად. არალის გარემოსდაცვითი აღდგენა არის სამწლიანი პროექტი, რომელსაც USAID-ი ახორციელებს, ბიუჯეტი 1.35$ მილიონია და პროექტი 2021 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება."

მოამზადა: ანა სიბოშვილმა