მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაღიზიანებული არიან, რადგან რუსეთთან ომში არ ვართ - ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ საქართველო დააზიანონ" - ქადაგიშვილი მაკფოლის განცხადებაზე
"გაღიზიანებული არიან, რადგან რუსეთთან ომში არ ვართ - ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ საქართველო დააზიანონ" - ქადაგიშვილი მაკფოლის განცხადებაზე

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რად­გან არ იხო­ცე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, რუ­სეთ­თან ომში არ ვართ - ნე­ბის­მი­ერ სიას შე­ად­გე­ნენ ოღონდ კი სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ზი­ა­ნონ და ახლა რა ვქნათ, ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყოთ ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს თუ არეს­ტო­ვი­ჩის მხა­რეს?! - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც რუ­სეთ­ში ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელ­ჩის და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მიერ შექ­მნი­ლი, რუ­სე­თის სან­ქცი­რე­ბის ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის მა­იკლ მა­კ­ფო­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ქა­და­გიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბევრ ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ უმაღ­ლე­სი რან­გის პო­ლი­ტი­კოსს ჰქო­ნია რუს ოლი­გარ­ქებ­თან კავ­ში­რი და თუ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის ამ გზით წავ­ლენ, სან­ქცი­რე­ბულ პირ­თა დიდი სია გა­მო­ვა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

"რე­ა­ლუ­რად დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა ბო­რის ჯონ­სო­ნი­სა იყო საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი, რომ იგი თურ­მე ხვდე­ბო­და რუს ოლი­გარ­ქს ლე­ბე­დევს და იმის შვი­ლი მისი პრო­ტექ­ცი­ით, ლორდთა პა­ლა­ტის წევ­რი გახ­და, თუმ­ცა, ინ­გლი­სის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აფრ­თხი­ლებ­და, რომ ეს დიდი ბრი­ტა­ნე­თის­თვის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და რის­კის შემ­ცვე­ლი, მივ­ყვეთ, რამ­დე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი უმაღ­ლე­სი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი იყო რუს ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან, ოლი­გარ­ქებ­თან კავ­შირ­ში. თუ ჩვენ ამ გზით წა­ვალთ, ვის რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბით უნდა სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, ძა­ლი­ან დიდი სია გვექ­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

და­ა­კონ­კრე­ტა მა­კ­ფოლ­მა ვინ იგუ­ლის­ხმა? მე მა­იკლ მა­ფო­ლის აზ­რე­ბის წამ­კი­თხვე­ლი არ ვარ. კარ­გად ვი­ცით, უკ­რა­ი­ნას ეს პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პო­ლი­ტი­კას აგ­რძე­ლე­ბენ, ეს არის, მეტი კი არა­ფე­რი სი­ახ­ლეა. 4 თვეა გვეს­მის, რომ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რად­გან არ იხო­ცე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, რო­გორც უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა მოგ­ვახ­სე­ნა და რომ არ არის ქარ­თუ­ლი ტან­კე­ბი დღეს ცხინ­ვალ­ში და რუ­სეთ­თან არ ვართ ომში. ამ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ეგე­ნი არ მა­ლა­ვენ, ნე­ბის­მი­ერ სიას შე­ად­გე­ნენ ოღონდ კი სა­ქარ­თვე­ლო და­ა­ზი­ა­ნონ და ახლა რა ვქნათ, ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყოთ ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს თუ არეს­ტო­ვი­ჩის მხა­რეს?! ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს სა­ზღვა­რი?! ერთი ფაქ­ტი თქვან და მორ­ჩნენ ქვეყ­ნის და­ბუ­ლინ­გე­ბას,"- გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, რუ­სეთ­ში ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მიერ შექ­მნი­ლი, რუ­სე­თის სან­ქცი­რე­ბის ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მა­იკლ მა­კ­ფო­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბის გან­ხილ­ვას იწყე­ბენ.

„ახლა სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვი­წყებთ მსჯე­ლო­ბას. კერ­ძოდ, გან­ვი­ხი­ლავთ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან და მე ვფიქ­რობ, ეს უნდა გა­კეთ­დეს. ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ გვა­რებ­ზე, რად­გან ჩვენ ამის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ უეჭ­ვე­ლად იქ­ნე­ბი­ან ინ­დი­ვი­დე­ბი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში და ბე­ლა­რუს­ში, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ პუ­ტი­ნის ომს და მა­თაც უნდა იწ­ვნი­ონ ამის შე­დე­გე­ბი“, - აცხა­დებს მა­იკლ მა­კ­ფო­ლი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
2

ბატონი ირაკლი რო არ ყოფილიყო, დღეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით

ვახო
5

ბიძინას მინდა ვკითხო აი ასეთი ნაძირალა რაში ჭირდება გვერდში რომ ყავს. რომელიც ისე გაყიდის ორ შაურად თვალსაც არ დაახამხამებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"გაღიზიანებული არიან, რადგან რუსეთთან ომში არ ვართ - ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ საქართველო დააზიანონ" - ქადაგიშვილი მაკფოლის განცხადებაზე

"გაღიზიანებული არიან, რადგან რუსეთთან ომში არ ვართ - ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ საქართველო დააზიანონ" - ქადაგიშვილი მაკფოლის განცხადებაზე

გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, რუსეთთან ომში არ ვართ - ნებისმიერ სიას შეადგენენ ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ ბევრ ამერიკელ და ევროპელ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსს ჰქონია რუს ოლიგარქებთან კავშირი და თუ სანქციების დაწესების ამ გზით წავლენ, სანქცირებულ პირთა დიდი სია გამოვა მსოფლიოს მასშტაბით.

"რეალურად დღევანდელი განცხადება ბორის ჯონსონისა იყო საკმაოდ სკანდალური, რომ იგი თურმე ხვდებოდა რუს ოლიგარქს ლებედევს და იმის შვილი მისი პროტექციით, ლორდთა პალატის წევრი გახდა, თუმცა, ინგლისის უშიშროების სამსახური აფრთხილებდა, რომ ეს დიდი ბრიტანეთისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იქნებოდა რისკის შემცველი, მივყვეთ, რამდენი ევროპელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი იყო რუს ბიზნესმენებთან, ოლიგარქებთან კავშირში. თუ ჩვენ ამ გზით წავალთ, ვის როგორი პოლიტიკური სიმპათიებით უნდა სანქციების დაწესება, ძალიან დიდი სია გვექნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დააკონკრეტა მაკფოლმა ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის, მეტი კი არაფერი სიახლეა. 4 თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ეგენი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირების განხილვას იწყებენ.

„ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკლ მაკფოლი.