მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებენ ბიძინა ივანიშვილის იურისტები?
რა განცხადებას ავრცელებენ ბიძინა ივანიშვილის იურისტები?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 ივ­ლისს ივა­ნიშ­ვილ­მა Credit Suisse-სგან წე­რი­ლი მი­ი­ღო, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბულ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ამ წარ­მოშ­ვა ბან­კის მხრი­დან რე­გუ­ლა­ტო­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და რომ ტრას­ტი თა­ვის მოქ­მე­დე­ბებს აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა "ემ ქეი დი“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სულ რომც სან­ქცი­რე­ბუ­ლი იყოს, ეს ტრას­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მი­მართ არ აქ­რობს. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის აშ­კა­რაა, რომ ბან­კის მოქ­მე­დე­ბე­ბი კლი­ენტზე პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზეც, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, თა­ვად ისა­უბ­რებს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა "ემ ქეი დი“ წარ­მო­ად­გენს ბ-ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს წამ­ყვან შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლო­ბა­ლურ და­ვა­ში.

ამა­ვე დროს, გარ­და უშუ­ა­ლოდ სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბერ­მუ­დის კუნ­ძუ­ლებ­ზე, სინ­გა­პურ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბ-ნ ივა­ნიშ­ვილს მინ­დო­ბი­ლი აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვე­ბი Credit Suisse-ის სატ­რას­ტო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი არ არის სა­და­ვო და არ წარ­მო­ად­გენს გან­ხილ­ვის სა­განს არ­ცერთ იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში. სწო­რედ ბანკსა და მის სატ­რას­ტო კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფარ­გლებ­ში, ბან­კის მიერ ჩა­დე­ნილ გან­მაც­ვიფ­რე­ბელ დარ­ღვე­ვებს ეხე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე გან­ცხა­დე­ბაც.

2022 წლის მა­ის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და კლი­ენ­ტის უფ­ლე­ბა­თა უხეშ შე­ლახ­ვა­სა და პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლას. გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ მოვ­ლე­ნა­თა ის ქრო­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ დას­კვნას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად:

ბან­კის სატ­რას­ტო სტრუქ­ტუ­რის მხრი­დან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ჯერ კი­დევ 2022 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მხრი­დან გა­და­რი­ცხვის ინ­სტრუქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბას 1 თვე დას­ჭირ­და. სწო­რედ ამ­გვა­რი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მი­უ­თი­თა პირ­ვე­ლად ბან­კმა, რომ მისი უმოქ­მე­დო­ბა და კლი­ენ­ტის და­ვა­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­და. აშ­კა­რა იყო, რომ სა­უ­ბა­რი იყო უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომზე, თუმ­ცა სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი იყო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის რა­ი­მე ფორ­მით შემ­ხებ­ლო­ბა ხსე­ნე­ბულ ე.წ. "გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბანკს გა­ნე­მარ­ტა, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ წარ­მო­ად­გენ­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს, არ გა­აჩ­ნდა რუ­სეთ­ში ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი, არ იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი პირი და არც სხვა რა­ი­მე ნიშ­ნით შე­იძ­ლე­ბა მის მიერ სა­კუ­თა­რი თან­ხის გან­კარ­გვა შე­ფერ­ხე­ბუ­ლი­ყო უკ­რა­ი­ნა­ში ომის გამო, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მა­ინც 1 თვე დას­ჭირ­და.

თუმ­ცა, რო­გორც შემ­დგომ­ში აღ­მოჩ­ნდა, ამით პრობ­ლე­მა კი არ ამო­ი­წუ­რა, არა­მედ კლი­ენტზე ზე­წო­ლის ტალ­ღა მხო­ლოდ ახლა იწყე­ბო­და:

უკვე 2022 წლის 11 აპ­რი­ლის მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ, რომ ტრასტს მო­ეხ­დი­ნა გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპ­რილს, 20 აპ­რილს, 5 მა­ის­სა და 20 მა­ისს იდენ­ტუ­რი კი­თხვე­ბი და­უს­ვა ბე­ნე­ფი­ცი­არს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან სრუ­ლი, ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლი­ვე კი­თხვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ მი­ი­ღო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მი­მარ­თავ­და ტრასტს, თუ რა იყო კლი­ენ­ტის­გან და­მა­ტე­ბით სა­ჭი­რო, რა ინ­ფორ­მა­ცია, რა დო­კუ­მენ­ტი, რა ტი­პის ხელ­მო­წე­რა აკ­ლდა და­ვა­ლე­ბის მიმ­ღებს და აფიქ­სი­რებ­და, რომ იგი მზად იყო, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­წყო ხელი ტრას­ტის­თვის თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, ტრას­ტი ჯი­უ­ტად სვამ­და კი­თხვებს უკვე პა­სუხ-გა­ცე­მულ სა­კი­თხებ­ზე.

სა­ბო­ლო­ოდ, 5 მა­ისს ტრას­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­პირ­და კლი­ენტს, რომ იგი მო­ამ­ზა­დებ­და სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის პრო­ექ­ტებს და გად­მო­უგ­ზავ­ნი­და ბე­ნე­ფი­ცი­არს ხელ­მო­წე­რის­თვის, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, თა­ვი­სი­ვე ნათ­ქვა­მი თვი­თონ და­ა­ვი­წყდათ და 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­უ­წო­დებ­ლო­ბის შემ­დეგ, 19 მა­ისს ისევ ძვე­ლი კი­თხვე­ბი გა­ახ­სენ­დათ და დო­კუ­მენ­ტე­ბის ნაც­ვლად ისევ კი­თხვე­ბი გა­მოგ­ზავ­ნეს. ტრას­ტის მიერ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დღე­საც, 3 თვის შემ­დეგ, კვლავ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია, თუმ­ცა კლი­ენ­ტის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის­თვის ახა­ლი, აშ­კა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის სა­ბა­ბი მო­ი­ნა­ხა. სწო­რედ ამ უც­ნა­უ­რი, გან­მაც­ვიფ­რე­ბე­ლი გზავ­ნი­ლის შე­სა­ხებ სურს კლი­ენტს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რად­გან, რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი აძ­ლევს ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს სა­ფუძ­ველს, და­ას­კვნას, რომ ბან­კის მოქ­მე­დე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქარ­თულ შიდა პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან.

კერ­ძოდ, 2022 წლის 5 ივ­ლისს კლი­ენ­ტმა მი­ი­ღო წე­რი­ლი ბან­კის­გან, სა­დაც სა­უ­ბა­რია ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის იმ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე, რომ­ლი­თაც მან მო­უ­წო­და ევ­რო­პულ საბ­ჭოს, გა­ნე­ხი­ლა ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა. ბან­კი გან­მარ­ტავს, თით­ქოს­და, ხსე­ნე­ბულ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ამ წარ­მოშ­ვა ბან­კის მხრი­დან რე­გუ­ლა­ტო­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და რომ ტრას­ტი თა­ვის მოქ­მე­დე­ბებს აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბის გა­რე­შე. სა­უ­ბა­რია სა­სა­მარ­თლოს იმ თან­ხმო­ბა­ზე, რომ­ლის მი­სა­ღე­ბად პრო­ცე­სის ინი­ცი­რე­ბა უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ამა წლის სექ­ტემ­ბერ­ში თუ მოხ­დე­ბა, ხოლო მისი შე­დე­გის დად­გო­მა, ბან­კის მე­ცა­დი­ნე­ო­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლად, უსას­რუ­ლოდ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

ბან­კის ეს გზავ­ნი­ლი არის რო­გორც სა­მარ­თლებ­რივ, ასე­ვე, ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის პრაქ­ტი­კა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო, რომ­ლის მსგავ­სი მოვ­ლე­ნა არა­თუ შვე­ი­ცა­რი­ის დო­ნის, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბა­დი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვი­საც კი უცხო და შე­უ­ფე­რე­ბე­ლია. აშ­კა­რაა, რომ ბან­კის მე­ნე­ჯმენ­ტი თვით­და­ზი­ა­ნე­ბის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა და არად და­გი­დევთ არა­თუ უშუ­ა­ლოდ ბან­კის იმიჯს, არა­მედ ლა­ხავს შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ავ­ტო­რი­ტეტ­საც.

ბან­კი თა­ვის გზავ­ნილ­ში ეყ­რდნო­ბა მარ­ტო­ო­დენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი­საა და არა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს არ წარ­მო­შობს. ბან­კის მი­თი­თე­ბა აბ­სტრაქ­ტულ "რე­გუ­ლა­ტო­რულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე“ უად­გი­ლოა მი­თუ­მე­ტეს, რომ ბან­კმაც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც კარ­გად უწყის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის არ­ცერ­თმა აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა ორ­გა­ნომ: არც ევ­რო­კო­მი­სი­ამ და არც ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ არ გა­ი­ზი­ა­რა სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცია. ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას და რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის აღი­ა­რე­ბა მოხ­და არის სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის დას­ტუ­რი, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ებს პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია რომ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ სან­ქცი­რე­ბის ნა­წილ­ში, მა­შინ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მოხ­დე­ბო­და მისი ასახ­ვა, რაც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ მომ­ხდა­რა. ამით, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­კი­თხი ამო­წუ­რუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბან­კი უბ­რუნ­დე­ბა ერთი თვის წი­ნან­დელ რე­ზო­ლუ­ცი­ას და მას­ზე, რო­გორც მოქ­მედ დო­კუ­მენტზე ისე სა­უბ­რობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რამ­დენ ხანს აპი­რებს ბან­კი გა­ა­კე­თოს მი­თი­თე­ბა იმ დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც არ იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი­მე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რის მიერ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სულ რომც სან­ქცი­რე­ბუ­ლი იყოს ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი, ეს ტრას­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მი­მართ არ აქ­რობს. პი­რი­ქით, ტრას­ტის მი­ზა­ნი კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაა იმ პი­რო­ბებ­შიც კი, რო­დე­საც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ შე­ზღუდ­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. სატ­რას­ტო სტრუქ­ტუ­რე­ბი ხომ სწო­რედ კლი­ენ­ტთა აქ­ტი­ვე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი, მათ შო­რის, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თათ­ვის რთულ დროს.

კლი­ენ­ტის­თვის აშ­კა­რაა, რომ ბან­კის მოქ­მე­დე­ბე­ბი კლი­ენტზე პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზეც, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, თა­ვად ისა­უბ­რებს ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა-გიორგი
2

"ჩვენ რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ"- აი ამის ასე თქმით დაიწყო ყველაფერი... დიპლომატიაში არის რაღაც ტექსტები, რაც შეიძლება გამოიყენო იგივე შინაარსით და არა ასე პომპეზურად და დასავლური ცივილიზირებული სამყაროს გამაღიზიანებლად! ამ შეცდომის გამოსწორებას დასჭირდება წლები! 

ავთო
17

დღევანდელი დასავლეთი სსრ ის ტროიკასავით იქცევა,და რომ კითხო კერძო საკუთრება წმინდათა წმინდააო...

ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებენ ბიძინა ივანიშვილის იურისტები?

რა განცხადებას ავრცელებენ ბიძინა ივანიშვილის იურისტები?

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილი სულ რომც სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. ამასთანავე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში.

ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც.

2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად:

ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. "გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა.

თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა:

უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე.

საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება.

ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც.

ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ "რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მითუმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ.

აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს.

კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.