კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა რთულდება - რუსეთი ყაზახეთს შავი ზღვით ნავთობის ექსპორტს უზღუდავს, ყაზახეთი კი გემის ჩამორთმევით ემუქრება
რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა რთულდება -  რუსეთი ყაზახეთს შავი ზღვით ნავთობის ექსპორტს უზღუდავს, ყაზახეთი კი გემის ჩამორთმევით ემუქრება

რუ­სეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ი­ძა­ბა. ყა­ზა­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ალი­ხან სმი­ლოვ­მა დღეს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სა­გან­გე­ბო სხდო­მა მას შემ­დეგ მო­იწ­ვია, რაც ნო­ვო­რო­სი­ის­კის პრი­მორსკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ კას­პი­ის მილ­სა­დე­ნის კონ­სორ­ცი­უ­მის (CPC) სა­ზღვაო ტერ­მი­ნა­ლის მუ­შა­ო­ბა 30 დღით შე­ა­ჩე­რა.

სა­სა­მარ­თლოს 5 ივ­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყა­ზა­ხე­თი­დან ევ­რო­პა­ში ნავ­თო­ბის ტრან­ზი­ტი შე­წყდა. ნო­ვო­რო­სი­ის­კის პრი­მორსკის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზად "როს­ტრან­სნად­ზო­რის“ მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და­სა­ხელ­და, რომ­ლე­ბიც "სა­ხი­ფა­თო სა­წარ­მოო ობი­ექ­ტე­ბის ტექ­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და მათი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის დროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვას“ შე­ე­ხე­ბა. კერ­ძოდ, "როს­ტრან­სნად­ზო­რის“ გან­ცხა­დე­ბით, სა­ზღვაო ტერ­მი­ნალ­ში ნავ­თო­ბი და­იღ­ვა­რა.

კას­პი­ის მილ­სა­დე­ნის კონ­სორ­ცი­უმ­ში აცხა­დე­ბენ, რომ "კა­ნო­ნი კრძა­ლავს ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა, წარ­მო­ე­ბის­თვის შე­უქ­ცე­ვა­დი შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.“ გან­ცხა­დე­ბა­ში, ასე­ვე, ნათ­ქვა­მია, რომ "სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, CPC-P უწყვე­ტი ციკ­ლის სა­წარ­მოა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ჩე­რე­ბამ შე­საძ­ლოა, ტექ­ნი­კურ ობი­ექ­ტზე არა­ხელ­საყ­რე­ლი და უმარ­თა­ვი პრო­ცე­სი გა­ა­ჩი­ნოს და გა­ნა­ვი­თა­როს, მათ შო­რის მისი გა­ნად­გუ­რე­ბის ჩათ­ვლით, რად­გან ნავ­თო­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნა სა­წარ­მოო საქ­მი­ა­ნო­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და ერ­თბა­შად შე­წყვე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა.“

ყა­ზა­ხეთს ნავ­თო­ბის დიდი მა­რა­გი აქვს, რომ­ლის ექ­სპორ­ტიც შავი ზღვის ნო­ვო­რო­სი­ის­კის ტერ­მი­ნა­ლის გავ­ლით ხდე­ბა. CPC ყა­ზა­ხუ­რი ნავ­თო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ექ­სპორ­ტო მარ­შრუ­ტია, რომ­ლის წი­ლიც მილ­სა­დე­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის 80%-ზე მე­ტია. მილ­სა­დე­ნის სიმ­ძლავ­რე წე­ლი­წად­ში 67 მი­ლი­ონ ტონა ნავ­თობს შე­ად­გენს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ამ მოვ­ლე­ნას უკ­რა­ი­ნის ომის გამო რუ­სეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის ბოლო დროს წარ­მოქ­მნილ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­ში­რებს. კერ­ძოდ, "ევ­რო­პე­ის­კა­ია პრავ­დას“ ამ კონ­ტექ­სტში ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენტ კა­სიმ-ჟო­მარტ ტო­კა­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყავს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის ე.წ. დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ აღი­ა­რებს.

ამის პა­რა­ლე­ლუ­ად ვრცელ­დე­ბა ინ­ფო­რა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის ქურ­დო­ბის გამო ყა­ზა­ხეთ­მა შე­საძ­ლოა, კონ­ტრაქ­ტი გა­უ­წყვი­ტოს და გემი ჩა­მო­არ­თვას რუ­სულ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც ყა­ზა­ხუ­რი სა­ზღვაო ხო­მალ­დი, "ჟი­ბეკ ჟოლი“ აქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი. გემი 4 ივ­ლისს თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, მო­პა­რუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლით არის დატ­ვირ­თუ­ლი.

კონ­ტრაქ­ტის შე­საძ­ლო გა­წყვე­ტა­ზე გან­ცხა­დე­ბა მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, კა­ირ­ბეკ უს­კენ­ბა­ევ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­გენ­ტო, Liter.kz ავ­რცე­ლებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

რუსეთი ძალიან გაიბერა და ბოლოს გასკდება.

მყარად
69

რუსეთი, ბელარუსი და ქართული ოცნება უნდა გაერთიანდეს და ერთად შეიკრას. 

ავტორი:

რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა რთულდება - რუსეთი ყაზახეთს შავი ზღვით ნავთობის ექსპორტს უზღუდავს, ყაზახეთი კი გემის ჩამორთმევით ემუქრება

რუსეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობა რთულდება -  რუსეთი ყაზახეთს შავი ზღვით ნავთობის ექსპორტს უზღუდავს, ყაზახეთი კი გემის ჩამორთმევით ემუქრება

რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვითარება მნიშვნელოვნად დაიძაბა. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმილოვმა დღეს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მას შემდეგ მოიწვია, რაც ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეაჩერა.

სასამართლოს 5 ივლისის გადაწყვეტილებით, ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეწყდა. ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად "როსტრანსნადზორის“ მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა, რომლებიც "სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათი ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას“ შეეხება. კერძოდ, "როსტრანსნადზორის“ განცხადებით, საზღვაო ტერმინალში ნავთობი დაიღვარა.

კასპიის მილსადენის კონსორციუმში აცხადებენ, რომ "კანონი კრძალავს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რამაც შესაძლოა, წარმოებისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.“ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ "სააქციო საზოგადოება, CPC-P უწყვეტი ციკლის საწარმოა და მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერებამ შესაძლოა, ტექნიკურ ობიექტზე არახელსაყრელი და უმართავი პროცესი გააჩინოს და განავითაროს, მათ შორის მისი განადგურების ჩათვლით, რადგან ნავთობის ტრანსპორტირების ტექნოლოგიური მოთხოვნა საწარმოო საქმიანობის დაუყოვნებლივ და ერთბაშად შეწყვეტის საშუალებას არ იძლევა.“

ყაზახეთს ნავთობის დიდი მარაგი აქვს, რომლის ექსპორტიც შავი ზღვის ნოვოროსიისკის ტერმინალის გავლით ხდება. CPC ყაზახური ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია, რომლის წილიც მილსადენით გატარებული მოცულობის 80%-ზე მეტია. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.

უკრაინული მედია ამ მოვლენას უკრაინის ომის გამო რუსეთსა და ყაზახეთს შორის ბოლო დროს წარმოქმნილ უთანხმოებას უკავშირებს. კერძოდ, "ევროპეისკაია პრავდას“ ამ კონტექსტში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ამის პარალელუად ვრცელდება ინფორაცია, რომ უკრაინული მარცვლეულის ქურდობის გამო ყაზახეთმა შესაძლოა, კონტრაქტი გაუწყვიტოს და გემი ჩამოართვას რუსულ კომპანიას, რომელსაც ყაზახური საზღვაო ხომალდი, "ჟიბეკ ჟოლი“ აქვს ნაქირავები. გემი 4 ივლისს თურქეთში დააკავეს, რომელიც, უკრაინული მხარის მტკიცებით, მოპარული მარცვლეულით არის დატვირთული.

კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტაზე განცხადება მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, კაირბეკ უსკენბაევმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რასაც ადგილობრივი სააგენტო, Liter.kz ავრცელებს. გააგრძელეთ კითხვა