ავტორი:

რუსები, სარაკეტო დარტყმების შიშით, ყირიმის ხიდის დაცვას უკიდურესად აძლიერებენ - რა მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ხიდის აფეთქებას?

რუსები, სარაკეტო დარტყმების შიშით, ყირიმის ხიდის დაცვას უკიდურესად აძლიერებენ - რა მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის ხიდის აფეთქებას?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

გაგიგიათ 19 კმ სიგრძის ხიდის ისე "შენიღბვა“, რომ მოწინააღმდეგემ ვეღარ "შეამჩნიოს“ და ამხელა "მონსტრზე“ დამიზნებული მართვადი რაკეტები ააცილოს?

ყოველ შემთხვევაში, რუსეთის გენშტაბმა, როსგვარდიასთან ერთად, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები იმისთვის, რომ ყირიმის ხიდი უკრაინელების მორიგი წარმატებული სარაკეტო დარტყმების სამიზნე არ გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეები უკრაინელი სამხედროები ერთმანეთის მიყოლებით ზუსტი სარაკეტო დარტყმებით რუსებს უფეთქებენ საბრძოლო მასალის იმ დიდ საწყობებს, რომლებიც ოკუპირებული დონბასის სიღრმეშია და აქამდე, 8 წლის განმავლობაში, არაფერი დამუქრებიათ.

ყირიმის ხიდის ისტორია პირდაპირ კავშირშია 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციასთან და შემდგომ კი - ანექსიასთან - რუსეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციის შექმნა ტამანის ნახევარკუნძულიდან ყირიმის ქერჩამდე, რათა ანექსირებულ ყირიმში დიდძალი შეიარაღება და საბრძოლო მასალები შეეტანა და უკრაინაზე რუსეთის სხვადასხვა მიმართულებიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ყირიმიდანაც შეეტია უკრაინის სამხრეთისთვის...

როგორც აღმოჩნდა, რუსეთის გენშტაბის ამ გეგმამ, კიევისთვის სამწუხაროდ, მეტწილად იმუშავა და სწორედ ანექსირებული ყირიმიდან წარმატებული რუსული შეტევების შედეგად დაეცა მარიუპოლი, ოკუპირებულია მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ხერსონი და საფრთხე ემუქრება ნიკოლაევსა და ოდესას...

2016-2019 წლებში აშენებული ყირიმის 19 კმ-იანი ხიდი, ფაქტობრივად, პარალელურად მიმავალ საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალს წარმოადგენს, რომლის შუაში 227 მ სიგრძის თაღია დატანებული, რათა ხიდის ქვეშ უპრობლემოდ შეძლოს გაცურვა 35 მ სიმაღლის გემმა შავიდან აზოვის ზღვაში, ან - პირიქით.

ყირიმის ხიდის აგებით რუსეთმა, ფაქტობრივად, ჩაკეტა აზოვის ზღვაში შესასვლელი, ხოლო მარიუპოლისა და ბერდიანსკის დაპყრობით აზოვის ზღვაზე სრული კონტროლი დაამყარა.

ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინელებისთვის ორი ძირითადი მიზანი შეიძლება ჰქონდეს

პირველი - წმინდა სამხედროა, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს სარკინიგზო ეშელონებით დანარჩენი რუსეთიდან ანექსირებულ ყირიმში მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და საჭურვლის შეზიდვა. თუმცა მარიუპოლი-მელიტოპოლის გზის დაპყრობის შემდეგ რუსეთს ალტერნატიული საშუალებაც გაუჩნდა როსტოვის ოლქიდან ყირიმში მოსახვედრად.

მეორე მიზეზი კი პოლიტიკური და ამასთანავე, პროპაგანდისტულიც შეიძლება იყოს - უკრაინამ შეძლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების სიმბოლოს - ყირიმის ხიდის აფეთქება... გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: