მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებები ხარკოვში, ევაკუაციისკენ მოწოდება დონეცკში და უკრაინელების იერიში მტერზე - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში
აფეთქებები ხარკოვში, ევაკუაციისკენ მოწოდება დონეცკში და უკრაინელების იერიში მტერზე - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში

ქა­ლაქ ხარ­კოვ­სა და მის მახ­ლობ­ლად ღა­მით აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია ოთხ აფეთ­ქე­ბა­ზე ხარ­კოვ­ში და ერ­თზე - ქა­ლაქთან ახ­ლოს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბელ­გო­რო­დი­დან რა­კე­ტე­ბი ის­რო­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სა­ღა­მოს რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ხარ­კო­ვის ოლ­ქის ჩუ­გუ­ე­ვის რა­ი­ო­ნის დაბა პე­ჩე­ნე­გი და­ბომ­ბეს, რის შე­დე­გა­დაც და­შავ­და 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი და 64 წლის კაცი. ამას­თან, თავ­დას­ხმის გამო და­ზი­ან­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი.

  • დო­ნეც­კის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, პავ­ლო კი­რი­ლენ­კო აცხა­დებს, რომ ოლ­ქში დარ­ჩე­ნი­ლი 350 000 ადა­მი­ა­ნის გაყ­ვა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად და იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას ქა­ლა­ქე­ბის უკეთ დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს.

"მთე­ლი ქვეყ­ნის ბედს დო­ნეც­კის რე­გი­ო­ნი გა­და­წყვეტს. რო­გორც კი ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი იქ­ნე­ბა, ჩვენ შევ­ძლებთ მეტი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ მტერ­ზე და შე­ვას­რუ­ლოთ ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა კი­რი­ლენ­კომ.

გუ­შინ მუდ­მი­ვად ოლ­ქის კი­დევ ერთი ქა­ლა­ქი, სლა­ვი­ანსკი იბომ­ბე­ბო­და. მერ­მა ვა­დიმ ლი­ახ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

  • უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 9 ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ორი სა­ცა­ვი, ორი ოცე­უ­ლის საყ­რდე­ნი პუნ­ქტე­ბი და უამ­რა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­ა­ნად­გუ­რა, ამის შე­სა­ხებ სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი იუ­წყე­ბა.

"კერ­ძოდ, სა­ჰა­ე­რო სარ­დლო­ბა "აღ­მო­სავ­ლეთ­მა“ დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რე­გი­ონ­ში შავი ზღვი­დან გას­რო­ლი­ლი „კა­ლიბ­რის“ ტი­პის 7 ფრთო­სა­ნი რა­კე­ტი­დან 6 გა­ა­ნად­გუ­რა. და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ათ­ზე და­სავ­ლე­თის სა­ჰა­ე­რო სარ­დლო­ბამ მტრის კი­დევ სამი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რა,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი ავი­ა­ცია აგ­რძე­ლებს მტრის შე­ტე­ვას რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და დამ­პყრობ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებს დარ­ტყმას აყე­ნებს. კერ­ძოდ, ბომბდამ­შე­ნებ­მა და მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს ორი სა­ვე­ლე სა­წყო­ბი, ორი ოცე­უ­ლის საყ­რდე­ნი პუნ­ქტე­ბი, ოცამ­დე ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა და რუ­სე­ბის ცო­ცხა­ლი ძალა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

აფეთქებები ხარკოვში, ევაკუაციისკენ მოწოდება დონეცკში და უკრაინელების იერიში მტერზე - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში

აფეთქებები ხარკოვში, ევაკუაციისკენ მოწოდება დონეცკში და უკრაინელების იერიში მტერზე - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში

ქალაქ ხარკოვსა და მის მახლობლად ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია ოთხ აფეთქებაზე ხარკოვში და ერთზე - ქალაქთან ახლოს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბელგოროდიდან რაკეტები ისროლეს.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის დაბა პეჩენეგი დაბომბეს, რის შედეგადაც დაშავდა 2 წლამდე ასაკის ბავშვი და 64 წლის კაცი. ამასთან, თავდასხმის გამო დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

  • დონეცკის გუბერნატორი, პავლო კირილენკო აცხადებს, რომ ოლქში დარჩენილი 350 000 ადამიანის გაყვანა აუცილებელია მათი სიცოცხლის გადასარჩენად და იმისთვის, რომ უკრაინის არმიას ქალაქების უკეთ დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს.

"მთელი ქვეყნის ბედს დონეცკის რეგიონი გადაწყვეტს. როგორც კი ნაკლები ხალხი იქნება, ჩვენ შევძლებთ მეტი კონცენტრირება მოვახდინოთ მტერზე და შევასრულოთ ჩვენი ძირითადი ამოცანები“, - აღნიშნა კირილენკომ.

გუშინ მუდმივად ოლქის კიდევ ერთი ქალაქი, სლავიანსკი იბომბებოდა. მერმა ვადიმ ლიახმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 9 ფრთოსანი რაკეტა, საბრძოლო მასალის ორი საცავი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები და უამრავი აღჭურვილობა გაანადგურა, ამის შესახებ საჰაერო ძალები იუწყება.

"კერძოდ, საჰაერო სარდლობა "აღმოსავლეთმა“ დნეპროპეტროვსკის რეგიონში შავი ზღვიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტიდან 6 გაანადგურა. დაახლოებით 20:00 საათზე დასავლეთის საჰაერო სარდლობამ მტრის კიდევ სამი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინული ავიაცია აგრძელებს მტრის შეტევას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით და დამპყრობლების პოზიციებს დარტყმას აყენებს. კერძოდ, ბომბდამშენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა გაანადგურეს ორი საველე საწყობი, ორი ოცეულის საყრდენი პუნქტები, ოცამდე ერთეული ტექნიკა და რუსების ცოცხალი ძალა.

იხილეთ ასევე: