ავტორი:

რა არის ცნობილი 22 წლის თავდამსხმელზე, რომელმაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს სისხლისღვრა მოაწყო - "მაღაზიის სახურავიდან ესროდა მშვიდობიან მოსახლეობას"

რა არის ცნობილი 22 წლის თავდამსხმელზე, რომელმაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს სისხლისღვრა მოაწყო - "მაღაზიის სახურავიდან ესროდა მშვიდობიან მოსახლეობას"

ილინოისის შტატში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე მასობრივ სროლას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ-ს პოლიციამ, ჰაილენდის პარკში, დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე მომხდარ მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეიარაღებული მამაკაცი მიმდებარე მაღაზიის სახურავზე ავიდა და იქიდან ესროდა აღლუმზე მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას. ბრალდებული 22 წლის რობერტ ე კრიმო III, პოლიციამ მალევე დააკავა. ჯერჯერობით, კრიმოს თავდასხმის მოტივი უცნობია.

<iframe width="683" height="384" src="https://www.youtube.com/embed/IKHLB1b5jkc" title="Highland Park Fourth of July parade disrupted by gunfire" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

თავდამსხმელმა სროლა ქალაქ ჩიკაგოსთან ახლოს, აღლუმის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში დაიწყო და დღე, რომელიც მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო უნდა ყოფილიყო, სულ მალე უბედურების დღედ იქცა.

ხალხი ჩანთებს, პლედებსა და სხვა ნივთებს იქვე ტოვებდა და თავდასხმის ადგილიდან სწრაფად გაცლას ცდილობდა.

რობერტ ე კრიმო III

5 ზრდასრული ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, მეექვსე დაშავებული კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სროლის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მსხვერპლი 70 წლის ნიკოლას ტოლედოა, რომელიც აღლუმზე მხოლოდ იმიტომ იმყოფებოდა, რომ მის ოჯახს ღონისძიების გამოტოვება არ სურდა, ასაკოვან მამაკაცს კი სახლში მარტოს ვერ დატოვებდნენ. მთელი ოჯახი გაოგნებული იყო მოულოდნელი თავდასხმით.

ერთ-ერთი მოწმე, ნოელ ჰარა კი ყვება, როგორ დატოვა ვაჟი აღლუმზე და თვითონ სასაუზმოდ "სტარბაქსში“ წავიდა. სწორედ იქ ყოფნისას გაიგო, რაც ხდებოდა:

"დაახლოებით, 30 ადამიანი შემოცვივდა ყვირილით და ყველანი საპირფარეშოში ჩავიკეტეთ. გარკვეული დროის შემდეგ, "სტარბაქსიდან" ყველა გარეთ გაგვიყვანეს, რადგან ეგონათ, თავდამსხმელი უკანა კარიდან ცდილობდა შემოსვლას“, - ამბობს ნოელ ჰარა BBC-სთან.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ "შოკშია მომრავლებული ძალადობის შემთხვევების გამო." ილინოისის გუბერნატორი, რობერტ ფიცკერი კი შიშს გამოთქვამს, რომ მსგავსი ფაქტები "ამერიკული ტრადიცია ხდება."

პრეზიდენტმა ბაიდენმა ფიცი დადო, რომ ქვეყანაში "იარაღით ძალადობის ეპიდემიასთან“ ბრძოლას გააგრძელებს. წინა კვირას მან იარაღის უსაფრთხოების შესახებ ფედერალურ კანონპროექტს მოაწერა ხელი. კანონპროექტის მიხედვით, იარაღის შეძენაზე ახალგაზრდებისთვის უფრო მკაცრი კონტროლი დაწესდება.

ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც საეჭვონი არიან, სახელმწიფო თავად ჩამოართმევს იარაღს. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ზომები არაა საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა